ადვოკატის თქმით, მცირეწლოვანის დაჭრაში ბრალდებულს, არაფერი ახსოვს

3 წლის ბავშვის დაჭრისთვის დაკავებული თამარ საძაგლიშვილის ადვოკატი, ალექსანდრე გაბუნია აცხადებს, რომ 51 წლის ქალს პეკინის გამზირზე მომხდართან დაკავშირებით, არაფერი ახსოვს.

ადვოკატის თქმით, თამარ საძაგლიშვილს წლებია ფსიქიკური პრობლემები აქვს და შესაბამის მედიკამენტებსაც იღებს.

“მას არაფერი ახსოვს, ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები აქვს, მომხდარის შესახებ არაფერი იცის. ფსიქიკური პრობლემები აქვს, მკურნალობდა და ახლაც მკურნალობს, საკმაოდ მძიმე პრეპარატებს იღებს. დიდი ალბათობით, ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაინიშნება. თუ ბრალდების მხარემ არ ჩაატარა, ჩვენ მოვითხოვთ”, – განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან, ადვოკატის თქმით, ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ბრალდებული ქალი სხვადასხვა დაწესებულებაში იწვა.

“ბოლოს, ფსიქიკური პრევენციის ცენტრში 2017 წელს, რამდენიმე დღე იწვა და პრეპარატები აქვს დანიშნული. ძალიან მოდუნებულია, წამლებს ახლა ვერ იღებს, რადგან თან არ აქვს”, – ამბობს ადვოკატი.

პეკინის გამზირზე, 3 წლის ბავშვს ბასრი საგნიგნით დაზიანებები 27 აგვისტოს მიაყენეს. ბრალდებული ქალი მეორე დღესვე დააკავეს.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი თემები