“იმ მოსამართლეებს, რომლებიც ავტორიტარიზმის გარანტი იქნებიან, მხარს ვერ დავუჭერ” – ლევან გოგიჩაიშილი

“მოსამართლეთა ყოფნა სახელისუფლებო ვერტიკალში, ეს არის გზა ავტორიტარიზმისკენ. შესაბამისად, იმ მოსამართლეებს, რომლებიც ამ ქვეყანაში ავტორიტარიზმის გარანტია, მხარს ვერ დავუჭერ, პირიქით, შევეცდები, რომ მაქსიმალურად ხელი შევუშალო”, – ამის შესახებ, პარლამენტის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დამტკიცებასთან დაკავშირებით განაცხადა.

გოგიჩაიშვილის განმარტებით, საქართველოში, ბოლო ორი თვის განმავლობაში, ძალიან დიდი ნაბიჯები გადაიდგა ავტორიტარიზმისკენ, რაც მისი თქმით, თავისუფლებასა და მეტ სამთავრობო კონტროლს გულისხმობს.

„მოსამართლე, რომელსაც შეუძლია, უარი თქვას პოლიტიკურ დაკვეთებზე, ეს არის ამ ქვეყნის მომავალი. ხოლო, მოსამართლე, რომელსაც არ აქვს უნარი უარი თქვას პოლიტიკურ დაკვეთებზე და ჩაფლული იყოს კორუფციაში, ეს არ არის ამ ქვეყნის მომავალი”, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის სესია მომავალ კვირას იხსნება. ერთ-ერთი საკითხი, რაზეც არლამენტში მწვავე დებატები გაიმართება, სწორედ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დამტკიცებაა. მოსამართლეთა 20 კაციანი სია კი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უკვე დააკომპლექტა.

დაწერეთ შეტყობინება…

მსგავსი თემები