პარლამენტთან საპროტესო აქცია განახლდა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო პლატფორმა “სირცხვილია”-სა და მოქალაქეების საპროტესტო აქცია განახლდა.

აქციაზე იმყოფებიან, როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან, ვიდრე მათი მთავარი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას სამ ძირითად მოთხოვნას უყენებენ, ესენია: შეიქმნას დროებითი მთავრობა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით და შეიცვალოს დღეს მოქმედი ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემადგენლობა.

მსგავსი თემები

One Thought to “პარლამენტთან საპროტესო აქცია განახლდა”

  1. ანონიმური

    სავარძლებზე ბრძოლაა და არა საქართველოს გადარჩენაზე. ესენი არანაკლები მძარცველები არიან. რომ დაჯდებიან 25 000 ლარიან ხელფასზე, მერე 25 მილიონი უნდებათ. ხალხი ყოველთვის მოტყუებული რჩება. საქართველოსათვის “მკაცრი ხელი” ამართლებდა ყოველთვის, გინდ მეფე ყოფილიყო, გინდ გენერალი-სიმუსი.