“ხშირად ვფიქრობთ, რა დავიმსახურეთ ჩვენ იმისთანა, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლად წმინდისა ღვთისმშობლისა” – პატრიარქი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მრევლს წმინდა მოციქულის, ანდრია პირველწოდებულის ხსენებისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე მიულოცა.

პატრიარქის თქმით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დიდ დღესასწაულს ქართველი ერი მთელი კვირის განმავლობაში იზეიმებს.

„გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულებს, ანდრია პირველწოდებულის დღეს და საქართველოს ეკლესიის და ერის ღვთისმშობლოს წილხვედრად აღყვანებას. ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რა დავიმსახურეთ ჩვენ იმისთანა, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლად წმინდისა ღვთისმშობლისა. უფალი ხედავს წარსულს, აწმყოს და მომავალს, როგორც დღევანდელ დღეს.

უფალი ხედავს, რომ საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს და ეს გაბრწყინება იქნება სულიერი. უფალი ხედავს, რომ იმოქმედებს ასევე საქართველო სხვა ერების ცხოვრებაზე. თქვენ გახსოვთ ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი, ენითა განიკითხების მთელი მსოფლიო, ვმადლობთ უფალს მისი დიდი წყალობისთვის, ვმადლობთ ყველაფრისთვის, განსაცდელისა, სიხარულისა, გაჭირვებისა, ყველაფრისათვის ვმადლობთ უფალს. უფალმა დაავალა ღვთისმშობელს, რომ ყოფილიყო პატრონი საქართველოსი. ეს პატრონობა ყოველდღე სჩანს. მე მინდა, ვთხოვო მეუფე შიოს, წაიკითხოს ქართლის ცხივრებიდან ის ადგილი, სადაც მაცხოვარი უფალი ავალებს ღვთიმშობელს, რომ წამოვიდეს საქართველოში.

ეს არის უდიდესი სასწაული, ეს არის უდიდესი წყალობა ღვთისა და ჩვენ დღეს შევასრულებთ სამადლობელ პარაკლისს, მადლობას შევწირავთ უფალს. ამისთვის იყო განჩინება დაწერილი ჩემ მიერ, რომ მთელი კვირა იქნება დღესასწაული წილხვედრილობის. მთელი კვირის განმავლობაში ქართველი იზეიმებს ამ დიდ დღესასწაულს, დალოცვილი იყავით, გაიხარეთ“,- განაცხადა ილია

მსგავსი თემები

4 Thoughts to ““ხშირად ვფიქრობთ, რა დავიმსახურეთ ჩვენ იმისთანა, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ყოვლად წმინდისა ღვთისმშობლისა” – პატრიარქი”

  1. Everyone loves it when people get together and share ideas.

    Great blog, continue the good work!

  2. Very energetic article, I liked that a lot. Will there be a part 2?

  3. Pretty nice post. I just stumbled upon your weblog and
    wanted to say that I have really enjoyed browsing your
    blog posts. After all I’ll be subscribing to your rss feed and I hope you write again soon!

  4. I do not even understand how I stopped up here, but I thought this post
    was good. I do not realize who you’re but definitely you are going to a famous blogger in the event you aren’t already.
    Cheers!