,,კოვიდს დამთავრების გეგმები არ აქვს”- ბიძინა კულუმბეგოვი ,,მედიაცენტრ მთავარში”

,,ადამიანების ფსიქიკაში, თითქოს პანდემია დამთავრდა, მაგრამ კოვიდს არ აქვს ეს გეგმები,”- ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა ,,მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა.

ბიძინა კულუმბეგოვის განმარტებით, კოვიდინფექცია გარკვეული ტალღებით ხასიათდება  და ვირუსის გავრცელებაც მოულოდნელი არ უნდა იყოს საზოგადოებისთვის.

,,მოგეხსენებათ, კოვიდინფექცია გარკვეული ტალღებით ხასიათდება და ეს არის მსოფლიო ტენდენცია. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ  განსაკუთრებული აღარაფერი ხდება. თუ შევხედავთ სხვა ქვეყნების ტენდენციას, იგივე ევროკავშირის ქვეყნების, აშშ-ის და ისრაელის, დაახლოებით ორი თვით ჩამოვრჩებით ხოლმე მათ. შემდეგ ტალღისებურად გადაინაცვლებს აღმოსავლეთ ქვეყნებში. ამიტომ, ახლა რაღაც საგანგაშო და მოულოდნელი არ უნდა იყოს. თუმცა, ადამიანების ფსიქიკაში თითქოს დასრულდა პანდემია, მაგრამ კოვიდს სამწუხაროდ არ აქვს ეს გეგმები. ნებისმიერ ვირუსს, მათ შორის კოვიდსაც მუტაცია ახასიათებს, ეს მუტაციის უნარი რამდენიმე ფაქტორით არის მნიშვნელოვანი. პირველი – რამდენად სახეცვლილია მის წინა ვარიანტთან შედარებით და  იძლევა თუ არა იმის საშუალებას, რომ დაემალოს იმ იმუნიტეტს, რომელიც ადამიანს შეძენილი აქვს, გადატანის ან ვაქცინაციის შედეგად.”- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა ,,მედიაცენტრ მთავარში”.

ერთი ინფიცირებული 18 ადამიანს აინფიცირებს – ბიძინა კულუმბეგოვი “მედიაცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები