“წასვლა ამ მომენტში არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა” – გიორგი გახარია

“ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავწყვიტოთ, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ თანამდებობაზე. ყველაზე მარტივია ჩემთვის ახლა გადადგომა და წასვლა”, – ამის შესახებ შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მინისტრის თქმით, მისი წასვლა ამ მომენტში არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა.

“ამ მომენტში ჩემი წასვლა არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა. ის, რასაც ეს ახალგაზრდები აპროტესტებენ, გულწრფელად გამოთქვამენ თავიანთ აზრს და რაღაც შეცოდებაზე საუბრობენ, მათ ჯერ არ აქვთ გათვითცნობიერებული, რას ნიშნავს იყო სახელმწიფო სამსახურში, იყო საქართველოსნაირ ქვეყანაში შს მინისტრი და რას ნიშნავს, როცა შენი ქვეყნის პარლამენტს, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში რამდენჯერმე შტურმით აიღეს, კიდევ ერთხელ, მესამედ დაესხა თავს ორგანიზებულად, სისტემურად და ჯგუფურად. როდესაც ოკუპაციის საფარქვეშ კონკრეტული პოლიტიკოსები კონკრეტული ადამიანების ემოციებს გადააქცევენ ფიზიკურ შეტევად პარლამენტის შენობაზე და ინსტიტუციების ნგრევისა და ჩამოშლის მიზნად ცდილობენ შეჭრას პარლამენტში, ვერ ხსნიან დღესაც რა მიზნით აკეთებდნენ ამას. ამ დროს რა უნდა გააკეთოს შს მინისტრმა?! გადაარჩინოს იმიჯი თუ მიიღო მართებული გადაწყვეტილება”, – განაცხადა გახარიამ.

მსგავსი თემები

One Thought to ““წასვლა ამ მომენტში არის პასუხისმგებლობისგან გაქცევა” – გიორგი გახარია”

  1. Luri Maghlaperidze

    ბატონი გ.გ ა ხ ა რ ი ა მოიქცა ისე,როგორც ცივილიზებული
    სახელმწიფოს შ ს მ-ი.
    ვინც, ტყვია ახალგაზრდებს
    თვალებში დაუმიზნა და არა
    ჰაერში ისროლა, ადვილი
    მისახვედრია,რომ აღნიშნული
    “გამოცდილმა” ს პ ე ც რ ა ზ მ ე ლ მ ა წინასწარი გ ა ნ ზ რ ა ხ ვ ი თ (იმ”მზაკვრული” გეგმის ერთ -ერთი პუნქტი იქნებოდა) ჩ ა ი დ ი ნ ა,
    რამეთუ ო რ გ ა ნი ზ ა ტო რე ბ ი თუ სახელმწიფო გ ა დ ა ტ რ ი ა ლ ე ბ ა ს ვერ შეძლებდნენ, მაშინ მოცემულ გარემოებათა გამო, შ ს მ-ის გადადგომის საკითხი დაესვათ და ა.შ რაც ხდება დღეს… უკაცრავად, მაგრამ გ ა ი ხ ს ე ნ ე თ, თ ქ ვ ე ნ,როგორ და ა რ ბ ი ე თ ტელევიზია, როგორ ა რ ბ ე ვ დ ი თ
    მ ა ნ ი ფ ე ს ტა ნ ტ ე ბ ს.
    მ ო ი ნ ა ნ ი ე თ და ერთად
    აშენეთ ქ ა რ თ უ ლ ი ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო თ ა ვ ი ს ი ფასეულობებით.