“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ძალიან განიცდის, მას ფსიქოლოგი სჭირდება” – 18 ივნისის ღამით დაზარალებულის ადვოკატი

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ძალიან განიცდის და ვერ გრძნობს თავს კარგად. მას ძალიან კარგი ფსიქოლოგი სჭირდება, რომ დალაგდეს და დამშვიდდეს”, – ამის შესახებ 18 ივნისის ღამის ერთ-ერთი დაზარალებულის, ვახო ახვლედიანის უფლებადამცველმა განაცხადა. 

ადვოკატ მზია ქასრაშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილი დაბადების დღის წვეულებაზე გაიცნო.

მისივე ინფორმაციით, როდესაც გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილი, თავად ვახო ახვლედიანი და კიდევ ერთი ბიჭი, გურო, რომელიც გამოძიების ოქროს მოწმეა, უცნობი პირების მხრიდან თავდასხმის შიშით ხიდიდან არაგვის პირისკენ, სხვადასხვა მიმართულებით გაიქცნენ, ახვლედიანს შაქარაშვილი აღარ დაუნახავს.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა თვალთახედვის არედან გიორგი დაკარგა და არ იცოდა სად იყო, რომ მიშველებოდა. კონფლიქტის შემდეგ, როდესაც გამოიქცნენ და ყველა სხვადასხვა გზით გაიქცა, ვახო ახვლედიანმა დაურეკა თავის მეგობრებს ლისზე და იქიდან გაუგზავნეს ტაქსი, ამის შემდეგ დაბრუნდა თბილისში,”- განაცხადა მზია ქასრაშვილმა.

მსგავსი თემები

5 Thoughts to ““ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ძალიან განიცდის, მას ფსიქოლოგი სჭირდება” – 18 ივნისის ღამით დაზარალებულის ადვოკატი”

  1. Like!! I blog frequently and I really thank you for your content. The article has truly peaked my interest.

  2. I learn something new and challenging on blogs I stumbleupon everyday.

  3. I like this website very much, Its a very nice office to read and incur information.

  4. SMS

    bookmarked!!, I like your blog!