„ქართული ოცნების“ არჩევანი სალომე ზურაბიშვილია

მმართველი გუნდი საკუთარ გადაწყვეტილებას საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, მიმდინარე კვირას ოფიციალურად  გამოაცხადებს. არაოფიციალურად კი „ქართული ოცნება“ არჩევანს სალომე ზურაბიშვილზე აჩერებს. „ქართული ოცნება“  საარჩევნო კამპანიაში სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ ჩაერთვება.

აღნიშნული ინფორმაცია „მთავარს“ „მმართველ გუნდის“ არაერთმა წარმომადგენელმა დაუდასტურა. უფრო მეტიც, ოგიერთ მაჟორიტარს უკვე სთხოვეს ზურაბიშვილის სასარგებლოდ მუშაობა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ოფიციალურად განაცხადა, „ქართული ოცნება“ დამოუკიდებელ კანდიდატს პირობების გარეშე დაუჭერს მხარს.

„ჩვენ მხარს დავუჭერთ რომელიმე დამოუკიდებელ და უპარტიო კანდიდატს, ეს იქნება ჩვენი პოზიცია და კონკრეტულ ადამიანზე ჩვენი პოზიცია მას შემდეგ ჩამოყალიბდება, რაც გადავხედავთ სრულ სპექტრს იმ კანდიდატების, რომლებიც დაასახელებენ თავის თავს საპრეზიდენტო არჩევნებზე. დღეს სახელებსა და გვარებზე საუბარი არასწორი იქნება. პრინციპი არის შემდეგი – კანდიდატი უნდა იყოს რეალურად დამოუკიდებელი და უპარტიო, რათა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ჰქონდეს“, – აღნიშნა  პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი თემები

One Thought to “„ქართული ოცნების“ არჩევანი სალომე ზურაბიშვილია”

  1. Vazha Kakabadze

    თქვენს გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიასთან („ქართული ოცნების“ არჩევანი სალომე ზურაბიშვილია) დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ ეს თამაშია; არჩევნების ბოლო მომენტში პარტია ქართული ოცნება მთელ თავის რესურსებს დახარჯავს ქალბატონ ნინო ბურჯანაძეზე (რასაკვირველია ფარულად). სწორედ ამიტომ არ წამოაყენა პარტიამ “ქართულმა ოცნებამ” თავისი პრეზიდენტობის კანდიდატურა; ეს გარიგება საქართველოსა და რუსეთს შორის ჯერ კიდევ დაიდო მაშინ, როცა მზადდებოდა ედუარდ შევარდნაძის გადაყენება. ქართველ პოლიტიკოსებს ალბათ ახსოვთ კრწანისის რეზიდენციაში მიმდინარე მოლაპარაკება, დიახ, სწორედ მაშინ, კრწანისის რეზიდენციაში გადაწყდა მიხეილ სააკაშვილის მოყვანა პრეზიდენტათ, რომელსაც ნიადაგი უნდა მოემზადებია ქალბატონ ნინო ბურჯანაძის გაპრეზიდენტობისათვის. თუმცა ჩნდება კითხვა: მაშინ რატომ აირჩიეს გიორგი მარგველაშვილი? პასუხი: საჭირო იყო იმისათვის, რომ ხალხს სხვა არჩევანის მიმართ განწყობა არ შეჰქმნოდათ და, ასევე იმიტომ, რომ რუსეთს გაემყარებინა თავისი პოზიციები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და, კიდევ იმიტომ რომ, ხალხს, გარკვეულწილად, დავიწყებოდათ ნინო ბურჯანაძის მანქანების ესკორტის მიერ მიტინგის დროს ადამიანის გატანა. ეს ჩემი ვარაუდია, რომელიც ახლოსაა რეალობასთან. რაც შეეხება ბაქრაძის გაპრეზიდენტებას და მისი მხარდაჭერას, შესაძლოა ეს ბანქოც გათამაშდეს, ოღონდ პარტიამ ქართულმა ოცნებამ ბაქრაძესაგან უტყუარი გარანტია უნდა მიიღოს, რომ ის ხელს არ შეუწყობს მიშა სააკაშვილის დაბრუნებას საქართველოში. პატივისცემით, ეკონომიკის მეც. დოქტორი, ინჟინერ–გეოლოგი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ–კორესპოდენტი, მწერალი ვაჟა კაკაბაძე.