ფიზიკურ პირებს, რომლებიც იპოთეკური და სამომხმარებლო სესხებით სარგებლობენ, “ბაზისბანკი” სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს

„ბაზისბანკი“ ფიზიკურ პირებს, რომლებიც ამავე ბანკის იპოთეკური და სამომხმარებლო სესხებით სარგებლობენ, სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს. ამის შესახებ ბანკის განცხადებაშია აღნიშნული.

„ბაზისბანკი“ განმარტავს, რომ საშეღავათო პერიოდი ვრცელდება სესხის ძირ თანხასა და ასევე პროცენტზე.

„შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, „ბაზისბანკმა“, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის, სოლიდარობისა და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, მიიღო გადაწყვეტილება, ფიზიკურ პირებს, რომლებიც სარგებლობენ „ბაზისბანკის“ იპოთეკური და სამომხმარებლო სესხებით შესთავაზოს სამთვიანი საშეღავათო პერიოდი. საშეღავათო პერიოდი ვრცელდება როგორც სესხის ძირზე, ასევე პროცენტზე.

დეტალებთან დაკავშირებით თითოეულ მომხმარებელთან მოხდება კომუნიკაცია და ყველა საჭირო პროცედურა განხორციელდება დისტანციურად, ბანკის ოფისებში ვიზიტის გარეშე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებისგან თავის არიდების მიზნით, „ბაზისბანკი“ მომხმარებელს დისტანციური საბანკო სერვისებით სარგებლობას ურჩევს.

„ბაზისბანკის“ მობაილ და ინტერნეტ ბანკით სახლიდან გაუსვლელად შესაძლებელია: ნებისმიერი კომუნალური თუ საკომუნიკაციო გადასახადების გადახდა უფასოდ, საკუთარი ანგარიშების კონტროლი, გადარიცხვები ლარსა თუ უცხოურ ვალუტაში, სესხის აღება მომენტალურად და სხვა. დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე – http://www.basisbank.ge/ge/remote_services/.

„შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით, პრევენციულ ღონისძიებებში ჩართულობით, რეკომენდაციების გათვალისწინებით და ერთობლივი ძალისხმევით, დარწმუნებულები ვართ, რომ სირთულეებს უახლოეს მომავალში დავძლევთ“, – აცხადებს „ბაზისბანკი“.

მსგავსი თემები

5 Thoughts to “ფიზიკურ პირებს, რომლებიც იპოთეკური და სამომხმარებლო სესხებით სარგებლობენ, “ბაზისბანკი” სამთვიან საშეღავათო პერიოდს სთავაზობს”

  1. I am often to running a blog and i actually admire your content. The article has really peaks my interest. I’m going to bookmark your site and maintain checking for new information.

  2. Sweet blog! I found it while browsing on Yahoo News. Do you have any suggestions on how to get listed in Yahoo News? I’ve been trying for a while but I never seem to get there! Thanks

  3. Hey! I know this is somewhat off topic but I was wondering which blog platform are you using for this website? I’m getting sick and tired of WordPress because I’ve had problems with hackers and I’m looking at alternatives for another platform. I would be fantastic if you could point me in the direction of a good platform.

  4. Whats up very nice website!! Guy .. Beautiful .. Amazing .. I’ll bookmark your website and take the feeds additionally?KI’m happy to search out numerous helpful information here in the put up, we want work out more strategies in this regard, thank you for sharing. . . . . .

  5. I haven?¦t checked in here for some time as I thought it was getting boring, but the last several posts are great quality so I guess I?¦ll add you back to my daily bloglist. You deserve it my friend :)