უკრაინელმა წამყვანმა პუტინს აგინა (ვიდეო)

უკრაინელმა წამყვანმა, არტიომ ოვდიენკომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს აგინა. 

“რუსთავი 2”-ელი კოლეგა ტყუილს არ ამბობს. რაც უფრო მალე გნახავთ კუბოში თეთრი ფეხსაცმელებით, მით უფრო ბევრ “საფერავსა” და “წინანდალს” დავლევთ ამ ბედნიერი დღის აღსანიშნავად. მაგრამ სანამ ბოტოქსს ბოლომდე არ შთაუნთქავს შენი ტვინი, იქნებ მითხრათ, რატომ მოდიხართ ჩვენთან. რატომ მოიწევ და მოიწევ ჩვენკენ? – უკრაინისკენ, საქართველოსკენ, მოლდოვისკე”, – ამბობს უკრაინელი წამყვანი თავის მონოლოგში.

ოვდიენკოს თქმით, სანამ რუსები დუმან, პუტინი უკრაინისკენ მიიწევს თავისი “წყეული სიყვარულით”. სწორედ აქედან გამომდინარე, უკრაინელებმა მხარი უნდა დაუჭირონ თავიანთ ქართველ ძმებს და დაიცვან რუსული სამყაროსგან, სანამ პუტინი არ ჩაძაღლდება.

როგორც წამყვანმა თქვა, უკრაინულ არხს “ტელეკომპანია 24-სა” და “რუსთავი 2-ს” შორის დღეს ტელეხიდი იგეგმება. სწორედ ამ ტელეხიდის ანონსად შეფასდა გავრცელებული ვიდეო.

“ამის ნახვა რუსებსაც შეუძლიათ, თუმცა ამისთვის ნებართვა გჭირდებათ: პარტია “ეძინაია რასიასგან” და “ფე ეს ბე-სგან”, იმისთვის, რომ მათ ორსაათიანი ინტერნეტის ბარათი მოგცენ”, – ამბობს ოვდიენკო მიმართვაში.

https://www.facebook.com/artem.ovdienko/videos/2807501009279333/

მსგავსი თემები