მეორე ტიპის დიაბეტთან საბრძოლველად საუკეთესო საშუალება დასახელდა

კემბრიჯის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ მეორე ტიპის დიაბეტთან საბრძოლველად 5 წლის განმავლობაში სხეულის წონის 10%-იანი კლება ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

Science Alert-ის ინფორმაციით, კვლევაში 40-დან 69 წლამდე 867 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთაც მეორე ტიპის დიაბეტის დიაგნოზი ახალი დასმული ჰქონდათ. კვლევაში მონაწილეთა ნაწილი სტანდარტულად მკურნალობდა, მეორე ნაწილი კი მკურნალობასთან ერთად სამედიცინო კონსულტაციებიც უტარდებოდათ. 5 წლის შემდეგ დაავადების რემისია კვლევაში მონაწილეთა 30%-ს დაუფიქსირდა (257 მონაწილე). 

კვლევის მიხედვით, ადამიანებს, რომლებმაც წონის 10% დაკარგეს, რემისიის ან დიაგნოზის ცვლილების შანსები ორჯერ გაეზარდათ, ვიდრე იმათ, ვისი წონაც 5 წლის განმავლობაში არ შეცვლილა. 

მსგავსი თემები

One Thought to “მეორე ტიპის დიაბეტთან საბრძოლველად საუკეთესო საშუალება დასახელდა”

  1. suba suba

    MgtLPE This excellent website really has all the information I needed concerning this subject and didn at know who to ask.