საქართველოში აივინფიცირებულთა 37% ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია

2020 წლის 13 მაისის მონაცემებით, საქართველოში აივ ინფიცირების 197 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში შიდსის რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 37.3 % (3093) – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 48.4 % (4019) – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.9 % (991) – მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.3 % (109) – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (41) – სისხლის რეციპიენტია; 0.6 % (46) – გადაცემის გზა დაუდგენელია.

აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (3074 შემთხვევა, მათგან 87 უცხოეთის მოქალაქეა ორი დაუდგენელი); სამეგრელოში 1147; შემდეგ იმერეთში 998; აჭარაში 949; აფხაზეთში (525); კახეთში (408) ქვემო ქართლში (473); შიდა ქართლში (304); გურიაში (175); სამცხე-ჯავახეთში (112) და ა.შ.

2020 წელს გარდაიცვალა 55 აივ ინფიცირებული. 2019წ – 116, 2018 წ. – 135, 2017 წ. – 127, 2016 წ. – 168, 2015 წ. – 94, 2014 წ. – 84 პირი. 2020 წელს გარდაცვლილთაგან: 45 მამაკაცია და 10 ქალი. სულ საქართველოში გამოვლენილია 116 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 70 – ვაჟი, 46 – გოგონა. 27 გარდაიცვალა. სამი გავიდა ქვეყნიდან.

“საქართველოს მოქალაქეებისთვის აივ-ტესტირება უფასოა. შიდსის ცენტრის ცხელი ხაზის ნომერია: 239-80-18“,- აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი ავრცელებს.

მსგავსი თემები