თბილისში ბაგებში, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შენობის მიმდებარედ, სროლა იყო. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არიან მსუბუქად დაშავებულები.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.