პრეზიდენტის კაბინეტის კარი აჭედილია, სავარძელი – ნაგავშია

 

ძიუდოისტები ფედერაციის პრეზიდენტის წინაამდეგ ახალ საპროტესტო ტალღას იწყებენ და მოქმედების შემდეგომ ეტაპზე გადადიან. მათი ნაწილი დღეს ფედერაციის პრეზიდენტის – დავით ქევხიშვილის კაბინეტთან შეიკრიბა და პროტესტის ერთ-ერთ უკიდურეს ზომას მიმართეს – სამუშაო კაბინეტის კარი აუჭედეს, პრეზიდენტის სავარძელი კი ნაგვის ბუნკერთან გაიტანეს და იქვე დატოვეს.

როგორც “მთავარს” პროტესტანტებმა განუცხადეს, დავით ქევხიშვილს საკმაო დრო ჰქონდა მიმხვდარიყო, რომ ძიუდოისტები მას პრეზიდენტად არ ღებულობენ.  მათი მხრიდან ეს მოქმედების შემდგომ ეტაპზე გადასვლას ნიშნავს.

მათი მოთხოვნა უცვლელია – გადადგეს ფედერაციის პრეზიდენტი. პროტესტის ეს და კიდევ  სხვა ფორმები მიზნის მოღწევამდე გაგრძელდება.

მსგავსი თემები

One Thought to “პრეზიდენტის კაბინეტის კარი აჭედილია, სავარძელი – ნაგავშია”

  1. Hello, thank you for information! I repost in Facebook