ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე დღეს 59 ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება, სამ მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ისინი ზუგდიდელი 42 წლის კოვიდინფიცირებული მამაკაცის ოჯახის წევრები არიან.
გამოკვლეული პირებიდან, 22 ცხელების ცენტრების პაციენტი იყო, 30 – მედპერსონალი და შვიდი ადამიანი ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრციდან.