არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. ჯანდაცვის მინისტრმა თამაზ ცახნაკიამ განაცხადა, რომ ეპიდვითარება აფხაზეთში გაუარესდა.
თამაზ ცახნაკიას თქმით, ბოლო დღეებში კოვიდ 19-ით ინფიცირების დინამიკა გაზრდილია.
ამ დროისათვის ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის 10 შემთხვევაა დადასტურებული. კოვიდინფიცირებულები რუსეთის უმაღლესი სასწავლების სტუდენტები არიან, რომლებიც სამშობლოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ. ამჟამად ისინი გუდაუთის საავადმყოფოში იმყოფებიან.