მარნეულსა და ბოლნისში მედიკოსებმა 20 000 ადამიანი შეამოწმეს

“ჩვენ დავიწყეთ გარკვეული შემოწმებები როგორც მარნეულში, ასევე ბოლნისში”, –  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ჯგუფებმა, რომლებიც დაკომპლექტებულია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებით, ასევე მედიკოსებით, უკვე შეძლეს 20 ათასზე მეტი ადამიანის მონახულება.

„მათ უტარებენ გარკვეულ გამოკითხვებს, უზომავენ სიცხეს. ასევე, უტარდებათ სხვა სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები.  ამ 20 ათასი ადამიანიდან, მხოლოდ და მხოლოდ 25 ადამიანს დაუფიქსირდა სიცხე, აქედან საყურადღებო იყო მხოლოდ 2 და შესაბამისად, ისინი მოთავსებულები არიან საავადმყოფოში, მარნეულში,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.

მსგავსი თემები

One Thought to “მარნეულსა და ბოლნისში მედიკოსებმა 20 000 ადამიანი შეამოწმეს”

  1. Retain top sales talent

    You should proceed your writing. I am sure, you have a great readers a base already!