მაკო გომურის განცხადებით, პარლამენტში მიწვევის შესახებ არაფერი იცოდა

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას განცხადებით, სალომე სამადაშვილის განცხადება, რომ მაკო გომურს პარლამენტში არ უშვებდნენ ტყუილია.

“ის ტყუილების კორიანტელი, რომლისთვისაც მათ გამოიყენეს მაკო გომური, რომლითაც მათ უბრალოდ მოიტყუეს, რომ დღეს ის არის აქ, არის განსახიერება როგორ აცხოვრებდნენ წლების განმავლობაში ისინი სიცრუეში ჩვენს საზოგადოებას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

აღნიშნული ინფომრაცია, მაკო გომურმაც უარყო და “სოციალურ ქსელში” დაწერა, რომ მან, პარლამენტში საშვის დაშვების შესახებაც კი არ იცოდა .

„არ ვარ ტიფლისში არა, გზატკეცილზე ვარ და პარლამენტის სხდომას თუ დამაწევთ გზაში, კი ბატონო, შევალ. ისე, ხუთი წუთით ადრე რომ ვიგებ, რომ საშვი ყოფილა დაშვებული, კარგი მიდგომაა“, – წერს ფეისბუქზე მაკო გომური.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა დატოვეს ფრაქციის სხდომა, სადაც ფრაქციის წევრები პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს გიორგი გახარიასა და მინისტრობის კანდიდატს ხვდებოდნენ.

მსგავსი თემები

One Thought to “მაკო გომურის განცხადებით, პარლამენტში მიწვევის შესახებ არაფერი იცოდა”

  1. ანონიმური

    თბილისი ჰქვია და არა ტიფლი-სი ტიფლი ნიშნავს ბრმას და არაა სასიამოვნო როცა შენს სამშობლოს დედაქალაქს ვიღაც დაუძახებს ტიფლი-ს. ანუ ბრმას ბერძნულად. თბილისი ნიშნავს თბილ ადგილს და თბილ ხალხს. და ეს საამაყოა. ბრმა კი შეიძლება ბევრი რამის გამო დაუძახონ ქვეყანასაც და ადგილს და ადამიანსაც. ბრმა ნიშნავს გაუნათლებელს დაუნახავს, რომელიც ვერ ხედავს იმიტომ რომ ბრმაა არა მარტო თვალებით აგრეთვე გონებრივად და სულიერად. ეს კი სირცხვილია. და ისედაც ჩვენ ვისწავლეთ რომ საქართველოს დედაქალაქს თბილისი დაერქვა თბილი წყლების გამო. რომელიც მიწიდან ამოდის თბილისში გოგირდის აბანოების გამო და რომელსაც აქვს სამკურნალო თვისებები. ღმერთი იყოს თბილისის და თბილისელების მფარველი და საერთოდ მთელი საქართველოს და მისი ხალხის მფარველი და შემწე.ამინ.