“კიდევ ერთხელ ვერ შევძელით დაგვეცვა ბავშვის სიცოცხლე” – ნინო ლომჯარია

“კიდევ ერთხელ ვერ შევძელით დაგვეცვა ბავშვის სიცოცხლე”,- ასე ეხმაურება საქართველოს სახალხო დამცველი 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებას. ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ ეს შემთხვევა მთლიანად საზოგადოების ტრაგედიაა.  

“მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახალხო დამცველის აპარატს დაწყებული აქვს საქმის მრავალმხრივი შესწავლა. ჩვენ მივმართეთ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს, სოციალური მომსახურების სააგენტოს, განათლების და მეცნიერების სამინისტროს.

ჩვენი მანდატის ფარგლებში მონიტორინგს გავუწევთ როგორც მიმდინარე გამოძიების პროცესს, ასევე, შევაფასებთ, რატომ არ იყო გადადგმული შესაბამისი ნაბიჯები პასუხისმგებელი უწყებებისა და პირების მხრიდან ბავშვის ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის კუთხით,”- წერს სოციალურ ქსელში სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია.

ლუკა სირაძე, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე დღის წინ თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და, ცოტა ხნის წინ საავადმყოფოში გარდაიცვალა.  

მსგავსი თემები

One Thought to ““კიდევ ერთხელ ვერ შევძელით დაგვეცვა ბავშვის სიცოცხლე” – ნინო ლომჯარია”

  1. Attractive section of content. I just stumbled upon your blog and in accession capital to assert that I get in fact enjoyed account your blog posts. Any way I will be subscribing to your augment and even I achievement you access consistently quickly.