„კავკასუს ონლაინი“ 90 000 ლარით დააჯარიმეს – შესაძლოა, კომპანიას ავტორიზაცია შეუჩერდეს

„კავკასუს ონლაინს“ და „რკინიგზის ტელეკომს“ კომუნიკაციების კომისიის მიერ დაკისრებული ვალდებულება კვლავ არ შეუსრულებიათ, რის გამოც, შპს „კავკასუს ონლაინი“ 90 000 ლარით, ხოლო შპს „რკინიგზის ტელეკომი“ 63 930 ლარით დაჯარიმდნენ.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, საქმე ეხება კომპანიების წილების კომისიის თანხმობის გარეშე გასხვისებას.

„კომისიამ ავტორიზებულ პირებს წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება უკვე მესამედ დაავალდებულა და ვადად 22 თებერვალი განუსაზღვრა. იმ შემთხვევაში, თუ კომპანიები აღნიშნულ ვალდებულებას არ შეასრულებენ, შესაძლოა დღის წესრიგში კომპანიების ავტორიზაციის შეჩერების საკითხი დადგეს.

აღნიშნული ვალდებულების დარღვევის გამო, კომისიამ კომპანიები 12 დეკემბერს 30-30 ათასი ლარით დააჯარიმა და სამართალდარღვევის აღმოსაფხვრელად ვადა განუსაზღვრა. „კავკასუს ონლაინი“ და „რკინიგზის ტელეკომი“ ვალდებული იყვნენ 18 იანვრამდე წილების გასხვისებამდე არსებული მდგომარეობა აღედგინათ და აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტაცია კომისიაში წარედგინათ. თუმცა, კომპანიების მხრიდან აღნიშნული ვალდებულება უკვე მესამედ არ შესრულდა.

„ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენილი, ან დენადი ხასიათის დარღვევის გამო, კომპანიებს ფულადი ჯარიმა ეკისრებათ. შესაბამისად, 6 თებერვალს გამართულ სხდომაზე, კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ 90 000 ლარის, ხოლო შპს „რკინიგზის ტელეკომს“ 63 930 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა“, – ნათქვამია კომისიის ინფორმაციაში.

მსგავსი თემები

6 Thoughts to “„კავკასუს ონლაინი“ 90 000 ლარით დააჯარიმეს – შესაძლოა, კომპანიას ავტორიზაცია შეუჩერდეს”

  1. I got what you mean , thanks for putting up.Woh I am lucky to find this website through google. “Since the Exodus, freedom has always spoken with a Hebrew accent.” by Heinrich Heine.

  2. Its good as your other blog posts : D, regards for putting up. “Even Albert Einstein reportedly needed help on his 1040 form.” by Ronald Reagan.

  3. I have learn a few excellent stuff here. Certainly value bookmarking for revisiting. I wonder how a lot effort you place to create this kind of magnificent informative web site.

  4. Fantastic site. Lots of helpful info here. I’m sending it to several pals ans additionally sharing in delicious. And naturally, thanks for your sweat!

  5. Hi, Neat post. There’s a problem along with your website in web explorer, might check this… IE still is the market leader and a huge section of other people will leave out your great writing due to this problem.

  6. Simply wanna state that this is very beneficial , Thanks for taking your time to write this.