„თუ სწავლა 26 აპრილამდე ვერ განახლდა, სასწავლო პროცესი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება“ – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას განცხადებით,  არსებული მდგომარეობის გამო, შესაძლებელია,  26 აპრილამდე სასწავლო პროცესის განახლება  ვერ მოხერხდეს. ასეთ შემთხვევაში კი სასწავლო პროცესი საერთოდ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

„სასწავლო პროცესი უკვე ორ კვირაზე მეტია გადაიდო. უნდა შევთანხმდეთ, როგორ ვალაგებთ პრიორიტეტებს. რა თქმა უნდა, ხელისუფლების პრიორიტეტი მოქალაქეების ჯანმრთელობაა, პირველ რიგში ბავშვების. გარკვეული ვადები არსებობს. ჩვენ თუ შევძელით ამ გამოწვევას შემჭიდროვებულ ვადებში ვუპასუხოთ, რაც მეეჭვება  იმ ვადებზე, რა ვადებზეც განათლების სამინისტრო საუბრობს.

მაგალითად, განათლების სამინისტრო დღეის მონაცემებით ამბობს, რომ 26 აპრილამდე სასწავლო პროცესი თუ არ განახლდა სკოლებში, უკვე მთლიანად წლის სასწავლო პროცესი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ. იქ არის გარკვეული სტანდარტები. განათლების სამინისტროს დღეს აქვს დავალება იმისთვის, რომ უახლოეს დღეებში წარმოადგინოს გეგმა. ეჭვი მეპარება, რომ 26 აპრილამდე სრულად შევძლებთ სასწავლო პროცესის აღდგენას, თუმცა ამის გარკვეული იმედი მაინც რჩება“,-განაცხადა გახარიამ.

პრემიერ მინისტრის განცხადებით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რეგიონებში ბევრი ბავშვია, სადაც ინტერნეტზე წვდომაც კი არ არის.

„ის, რომ დისტანციურად განათლების სისტემა არ არის დღეს მზად, სრულფასოვანი განათლება მისცეს ჩვენს ბავშვებს, ეს ფაქტია და აქ თავი არ უნდა მოვიტყუოთ. შეიძლება ცალკე აღებული სკოლები უფრო მომზადებულები არიან, ვიდრე სხვები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რეგიონებში ძალიან ბევრი ბავშვი გვყავს, სადაც ელემენტარულად ინტერნეტზე წვდომა არის პრობლემა. ამიტომ, ადეკვატურად უნდა შევაფასოთ, სად ვართ და რისი შესაძლებლობები გვაქვს. 26 აპრილამდე ჩვენ თუ შევძელით საგანმანათლებლო პროცესის აღდგენა, მაშინ ერთი სცენარი გვაქვს, და თუ ვერ შევძელით, ეს არის მეორე სცენარი, რომელიც უახლოეს დღეებში განათლების სამინისტრომ უნდა წარმოადგინოს“, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

მსგავსი თემები

2 Thoughts to “„თუ სწავლა 26 აპრილამდე ვერ განახლდა, სასწავლო პროცესი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება“ – გიორგი გახარია”

  1. black hoodie zip

    Peculiar article, just what I wanted to find.

  2. optimizing search results for your website

    Its hard to find good help I am constantnly saying that its difficult to find good help, but here is