თვითდასაქმებული და შემოსავლის გარეშე დარჩენილი დასაქმებულები კომპენსაციებს ეტაპობრივად მიიღებენ

თვითდასაქმებული და შემოსავლის გარეშე დარჩენილ დასაქმებულების კომპენსაციები ეტაპობრივად გაიცემა. ამის შესახებ სსიპ „დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს“ დირექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ველთაურმა განაცხადა.

„29 მაისის მდგომარეობით, სისტემაში ჯამში დარეგისტრირებულია 92 ათასზე მეტი თვითდასაქმებული, აქედან 51 100 ადამიანს უკვე გადაერიცხა კომპენსაცია, ჯამში 15 375 000 ლარის ოდენობით. რაც შეეხება შემოსავლის გარეშე დარჩენილ დასაქმებულებს, მათი რიცხვი ამ მომენტისთვის შეადგენს 72 100 ადამიანს, მათზეც მოხდა კიმპენსაციების ჩარიცხვა, 14 435 000 ლარის ოდენობით. მაისში მათ აპრილის კომპენსაცია ჩაერიცხათ“, – აცხადებს ველთაური.

მისი თქმით, გადარიცხვები ერთბაშად ვერ მოხდება.

„გადარიცხვები მიმდინარეობს ეტაპობრივად, ერთბაშად ვერ მოხდება გადარიცხვა. 28-29 მაისს გადაირიცხა ეტაპობრივად და ეტაპობრივად აისახა ბენეფიციარების ანგარიშზე. გადარიცხვები გაგრძელდება მომდევნო კვირაში, ორშაბათიდან დაიწყება.

ზოგადად, რეგისტრაციიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა უნდა მოხდეს გადარიცხვების განხორციელება. თუ ადამიანი დარეგისტრირდა 15 მაისს, 10 სამუშაო დღეში მის ანგარიშზე უნდა აისახოს შესაბამისი თანხა. დასაქმებულებს სიების დასაზუსტებლად ვადა 30 მაისამდე აქვთ. დაზუსტებულ სიაში მოხვედრილ ადამიანებზე კომპენსაციის გადარიცხვა მოხდება 10 ივნისამდე“, – აცხადებს ველთაური.

მსგავსი თემები

5 Thoughts to “თვითდასაქმებული და შემოსავლის გარეშე დარჩენილი დასაქმებულები კომპენსაციებს ეტაპობრივად მიიღებენ”

  1. bruja moderna

    This blog is obviously cool as well as diverting. I have discovered helluva useful things out of this source. I ad love to visit it again soon. Cheers!

  2. bruja moderna

    This awesome blog is obviously interesting additionally informative. I have discovered helluva interesting tips out of this blog. I ad love to go back every once in a while. Cheers!

  3. facturartickets.com

    Really enjoyed this blog article.Really thank you! Keep writing.

  4. It’s hard to come by well-informed people about this subject, but you seem
    like you know what you’re talking about!
    Thanks

  5. Hi there outstanding blog! Does running a blog such as this take
    a lot of work? I’ve virtually no expertise in programming
    however I had been hoping to start my own blog soon. Anyways, should you have any ideas or
    techniques for new blog owners please share. I understand this
    is off subject nevertheless I just had to ask.
    Thank you!