„დიდი სიყვარულია ამ ფილმში, დიდი ღელვაა, მერე რა რომ ეს სიყვარული ახალგაზრდა ბიჭებს ეხება“ – მაყურებელი

კინოთეატრ „ამირანში,“ ფილმის ჩვენებიდან გამოსული ახალგაზრდა მამაკაცები პრემიერით აღფრთოვანებულები არიან და აცხადებენ რომ მსგავსი სიყვარული არც ერთ ქართულ ფილმში უნახავთ.

„ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე, ჯერ ნახონ და მერე აპროტესტონ. ძალიან კმაყოფილი ვარ, ღირდა, რომ მოვედი. დიდი სიყვარულია ამ ფილმში, დიდი ღელვაა, მერე რა რომ ეს სიყვარული ახალგაზრდა ბიჭებს ეხება. ვერ დამისახელებთ სხვა ქართულ ფილმებს, სადაც ამდენი სითბოა“ – განუცხადა ერთ-ერთმა ახალგაზრდა მამაკაცმა „მედიაცენტრ მთავარს“.

კიდევ ერთი ახალგაზრდა მამაკაცმა გვითხრა, რომ როცა ადამიანებს დიდი სიყვარული შეუძლიათ, ამ სიყვარულის მორევში კაცები გადავარდებიან თუ ქალი და კაცი, მნიშვნელობა არ აქვს.

„ძალიან ძლიერი ფილმია, უძლიერესი. დიდი სიყვარული შევიგრძენი და არც მეგონა ამხელა სიყვარული თუ იყო შესაძლებელი. ძალიან დადებითად დავიმუხტე. ამდენი პოზიტივი,  ემოცია და სიყვარული ქართულ ფილმებს არც აქვთ“ – გვითხა კინოჩვენებიდან გამოსულმა მამაკაცმა.       

შეგახსენებთ, რომ, დღეს საქართველოს კინოთეატრებში ახალგაზრდა მამაკაცების სიყვარულის ისტორიაზე გადაღებული ფილმის პრემიერა გაიმართა, რომელიც საზოგადოებრივი ჯგუფების დაპირისპირების მიზეზი გახდა. ამ დროისთვის, ოფიციალური მონაცემებით, დაკავებულია 11 ადამიანი. აქციის მონაწილეები ფილმს გაუკუღმართებული ცხოვრების პროპაგანდას უწოდებენ და მის ჩაშლას ცდილობენ.   

მსგავსი თემები

One Thought to “„დიდი სიყვარულია ამ ფილმში, დიდი ღელვაა, მერე რა რომ ეს სიყვარული ახალგაზრდა ბიჭებს ეხება“ – მაყურებელი”

  1. I adore this site – its so usefull and helpfull.|