“დარწმუნებული ვარ, სანდროსაც აქვს ინტიმური ურთიერთობა და რა არის პრობლემა თუ ფილმში ინტიმური დეტალებია?” – ფილმის პროდიუსერი 

ოსკარზე წარდგენილი ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ საზოგადოების გარკვეული ჯგუფების გაღიზიანებს იწვევს. ეს ჯგუფები, საქართველოში ფილმის პრეზენტაციის წინააღმდეგ გამოდიან და აცხადებენ, რომ ეს მამაკაცებს შორის არასწორი ცხოვრების პროპაგანდაა, რომლის შესაძლებლობასაც არავის მისცემენ.

როგორც ფილმის პროდიუსერი ქეთი  დანელია “მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აცხადებს, ფილმში ინტიმური დეტალები არის, თუმცა, ეს ჩეულებრივი ამბავია და საზოგადოებას ამაზე პრობლემა არ უნდა ჰქონდეს.

„მათ აქვთ უფლება გააპროტესტონ ის რაც უნდათ, უბრალოდ კანონის ფარგლებში. რას ნიშნავს ფილმის ჩვენების შესაძლებლობას არ მოგვცემენ, გაუგებარია.  ფილმი გადის კინოთეატრში და კინოთეატრებს უკრძალავს ფილმის ჩვენებას? კანონით ამის უფლება არ აქვს“, – განაცხადა ქეთი დანელიამ „მედიაცენტრ მთავართან”

„მედიაცენტრი მთავარის“ კითხვაზე, არის თუ არა ფილმში ისეთი დეტალები, რომელმაც შესაძლებელია, ქართული საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვიო, ფილმის პროდიუსერი პასუხობს, რომ ინტიმური ცხოვრება ყველას გააჩნია.

„ფილმი არის იმაზე, თუ როგორ ცხოვრობს ადამიანი. ფილმი ჯერ უნდა ნახონ და მერე უნდა შეაფასონ. ჯერ არ ნანახ ფილმზე  ნებისმიერი რეაქცია  არაადეკვატურად მიმაჩნია. ფილმის ნახვის შემდეგ საზოგადოება არ აღშფოთდება ისე, როგორც სანდრო ღელავს. რაა იმაში პრობლემა თუ ფილმში ინტიმური დეტალებია? დარწმუნებული ვარ სანდროსაც აქვს ინტიმური ურთიერთობა ვინმესთან. ჩემთვის ეს თემა ძალიან უტრირებულია, ვფიქრობ სკანდალს ქმნის ამის ამო,“ – განუცხადა „მედიაცენტრ მთავარს“  ქეთი დანელიამ

ამ წუთებში სანდრო ბრეგაძე “მედიაცენტრ მთავარში” საგანგებო განცხადებას აკეთებს.

მსგავსი თემები