გიორგი გახარიამ საქართველოს ელჩებს დაავალა, მსოფლიოს ხელახლა გააცნონ საქართველო, როგორც ტურისტულად უსაფრთხო დანიშნულების ქვეყანა

საქართველო – უსაფრთხო დანიშნულების ადგილი – ეს არის გზავნილი, რომელიც ქართველმა დიპლომატებმა თავიანთ ადგილსამყოფელ ქვეყნებში საზოგადოებამდე უნდა მიიტანონ, – ქვეყნის ტურისტულად მიმზიდველ და უსაფრთხო ადგილად პოზიციონირების შესახებ საზღვარგარეთ საქართველოს ელჩებს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში ესაუბრა. ინფორმაციას საქართველოს პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

„მთავრობის მეთაურის შეფასებით, იმას, რომ საქართველომ ეფექტურად შეძლო „კოვიდ-19“-ის პანდემიის მართვა, წამყვანი ევროპული ქვეყნებიც ხაზგასმით აღნიშნავენ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, კრიზისი იქცეს შესაძლებლობად და ამ კუთხით მიღწეული წარმატებები კონვერტირდეს კონკრეტულ შედეგებში, რაც მსოფლიოში საქართველოს, როგორც უსაფრთხო ტურისტული მიმართულების ბრენდის დამკვიდრებას გულისხმობს“, – აღნიშნულია პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციაში,

მათივე ცნობით, საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წევრები უახლოეს პერიოდში მიიღებენ კონკრეტულ ინსტრუქციებსა და პროტოკოლებს, რომლებიც საქართველოში უცხოელი ტურისტების შემოსვლასთან დაკავშირებით იმოქმედებს და რასაც ადგილსამყოფელ ქვეყნებში, შესაბამის უწყებებთან კომუნიკაციაში გამოიყენებენ. ამასთან, პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, ელჩები კიდევ უფრო გაააქტიურებენ მუშაობას სხვადასხვა ქვეყანასთან უსაფრთხო, ე.წ მწვანე დერეფნის ამოქმედებაზე, რაც უსაფრთხო საერთაშორისო მიმოსვლისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

„გარდა ამისა, ვიდეოკონფერენციისას საუბარი შეეხო საქართველოს ახალ როლსა და ადგილს გლობალურ საინვესტიციო პროცესებში. აღინიშნა, რომ „კოვიდ-19“-ის პანდემიამ მსოფლიოს მულტინაციონალური კომპანიების დღის წესრიგში დააყენა წარმოების დივერსიფიკაციის საკითხი. შესაბამისად, ქართველ ელჩებს დაევალათ, ადგილსამყოფელ ქვეყნებში ასევე აქტიურად იმუშაონ საქართველოს, როგორც ბიზნესის კეთებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი ქვეყნის იმიჯის განმტკიცებაზე, რომელსაც მეზობელი სახელმწიფოების გარდა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები აკავშირებს მსოფლიოს ისეთ უმსხვილეს ბაზრებთან, როგორიცაა, მათ შორის ევროკავშირი, ჩინეთი და სხვა“, – ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

ათივე ცნობით, ვიდეოკონფერენციისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა იმ სამუშაოსთვის, რომელიც მათ გაწიეს საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების ან მათთვის ადგილზე დახმარების აღმოჩენის მიმართულებით. გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საქართველო დღეს წარმატებულია არა მხოლოდ „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში, არამედ არის ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო, რომელმაც ძალიან ბევრი საკუთარი მოქალაქე სამშობლოში უსაფრთხოდ და ოპერატიულად დააბრუნა.

ვიდეოკონფერენციაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი მონაწილეობდნენ.

მსგავსი თემები

3 Thoughts to “გიორგი გახარიამ საქართველოს ელჩებს დაავალა, მსოფლიოს ხელახლა გააცნონ საქართველო, როგორც ტურისტულად უსაფრთხო დანიშნულების ქვეყანა”

  1. seo

    I pay a quick visit every day some web sites and blogs to read
    posts, but this website offers feature based writing.

  2. All day long, all night long, you will see online a variety
    of live mature chat hosts feeling horny, frisky and ready for your participation. Ashley Roberts was
    pictured enjoying a night out with her Pussycat Dolls band mates after splitting from
    her boyfriend Giovanni Pernice on Thursday.
    Enjoying a cam to cam sex chat with like-minded people is a lot of fun, mutual pleasure and
    enjoyment with gorgeous cam hosts and guys so what is no
    to like about that? A lot of different sex chat services that are offer to spend
    time with girl in the video chat, but most of them are paid.
    All original exclusive video and photos of sexy straight and
    gay men. Master Fredericks Master Fredericks Den Features 127 clips / 2423 minutes of video!
    It’s packed with better features compared to its predecessors.

    They are going to show you why blondes are famous for being the sluttiest and kinkiest girls of them all and
    after watching all these beauties you will go out and find yourself a blonde to have some fun.

  3. With havin so much content and articles do
    you ever run into any issues of plagorism or copyright infringement?
    My site has a lot of completely unique content I’ve either written myself or outsourced but it seems a lot of it is popping it up all over the internet without my
    permission. Do you know any ways to help stop content from
    being ripped off? I’d truly appreciate it.