“გვაქვს შანსი, 2021 წელს 4 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს” – ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ წინასწარი პროგნოზების თანახმად, საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს -4 პროცენტიანი შედეგით დაასრულებს, თუმცა არსებობს შესაძლებლობა, რომ 2021 წელს ეკონომიკა სულ მცირე, 4 პროცენტით გაიზარდოს.

ამის შესახებ ნათია თურნავამ დღეს გამართულ პრეზენტაციაზე ისაუბრა.

„ყველაზე კონსერვატიული პროგნოზებით, წლევანდელი წელი სულ მცირე, -4 პროცენტით დასრულდება ჩვენი ეკონომიკისთვის. თუმცა, ჩვენი ეფექტიანი პოლიტიკის შედეგად და მათ შორის, იმ ანტიკრიზისული გეგმის შედეგადაც, რომელსაც სთავაზობს მთავრობა სახელმწიფოს, მოსახლეობასა და ბიზნესს, გვაქვს შანსი, გავიზარდოთ 2021 წელს, დავუბრუნდეთ ზრდის პოზიტიურ ტრაექტორიას და 2021 წელს სულ მცირე, 4 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა კვლავ გვქონდეს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, ამისთვის მთავრობა ყველაფრს გააკეთებს.

ნათია თურნავამ უკვე გატარებულ ღონისძიებებზეც ისაუბრა და სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით მიღებულ გადაწყვეტილებებს გაუსვა ხაზი.

„ეს არის საშემოსავლო გადასახადის ნაწილში ბიზნესისთვის შეთავაზებული შეღავათი, რაც გულისხმობს, რომ 1500 ლარამდე ოდენობის ხელფასის მქონე დასაქმებულზე ბიზნესს შეღავათი ექნება საშემოსავლო გადასახადის გადახდაში, მათ შორის 750 ლარის მქონე დასაქმებულზე საშემოსავლო გადასახადი საერთოდ განულდება. ეს არის შესაძლებლობა ბიზნესისთვის, ხელისუფლებას გადაუნაწილოს ტვირთი, რაც მათ აწევთ დღეს, როდესაც შემოსავალი შეუმცირდათ და გასაცემი აქვთ ხელფასები. ამ ღონისძიების ფარგლებში მაქსიმალურად ვუდგავართ გვერდით ბიზნესს, რათა დასაქმებულები შეინარჩუნონ. მიუხედავად იმისა, რომ ვზრუნავთ ადამიანებზე, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, რომლებიც იყვნენ თვითდასაქმებული და დაკარგეს შემოსავალი, არც ერთი დახმარება არ არის რეგულარული ხელფასის ტოლფასი“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, მთავრობა ეხმარება ბიზნესს, შეინარჩუნოს ხელფასების გადახდის შესაძლებლობა.

„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვეხმარებით ბიზნესებს საშემოსავლო გადასახადის შეღავათის გზით, შეინარჩუნონ ადამიანები დასაქმებულებად, შეინარჩუნონ ხელფასების გადახდის შესაძლებლობა“, – განაცხადა ნათია თურნავამ პრეზენტაციაზე.

მსგავსი თემები

2 Thoughts to ““გვაქვს შანსი, 2021 წელს 4 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს” – ნათია თურნავა”

  1. Dai ly thep pomina cap 1

    Thanks again for the post.Much thanks again. Fantastic.

  2. tablet is 20mg on sale

    154b is sale vancouver

    154b