გენერალური პროკურორობის კანდიდატს, პარლამენტისთვის წარსადგენად, დღეს შეარჩევენ

საქართველოს გენერალური პროკურორობის ერთი კანდიდატის შესარჩევად საპროკურორო საბჭო სხდომას დღეს გამართავს. ფარული კენჭისყრით არჩეულ ერთ კანდიდატს საბჭო საქართველოს პარლამენტს წარუდგენს.

საკანონმდებლო ორგანოში მთავარი პროკურორის არჩევა ხმათა უმრავლესობით მოხდება.

​საპროკურორო საბჭომ კენჭისყრის შედეგად საქართველოს გენერალური პროკურორობის ოთხი კანდიდატი გუშინ შეარჩია. შერჩეულ კანდიდატებს შორის არიან ვალერიან ვაჭარაძე, დარიკო თორდია, ირაკლი შოთაძე და სოფიო შენგელია. აღნიშნული კანდიდატებიდან ერთს საპროკურორო საბჭო დღეს შეარჩევს და დასამტკიცებლად პარლამენტს გადაუგზავნის.

მსგავსი თემები