ფაროსანას პოპულაცია შემცირდა, გავრცელების გეოგრაფიული არეალი არ გაზრდილა

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების მიმდინარეობის მონიტორინგის მიზნით, საქართველოში ამერიკელი ენტიმოლოგი, პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორი, USAID/REAP -ის მოწვეული ექსპერტი გრეგ კრავჩუკი იმყოფება. იგი აბაშის მუნიციპალიტეტში, მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის  მუშაობის სპეციფიკასა და მავნებლის მონიტორინგის სისტემას გაეცნო, რომლის მიხედვითაც მონაცემები აისახება ინტერაქტიულ რუკაზე და იგეგმება წამლობა. როგორც “მთავარს” სურსათის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული იმ სტრატეგიის შესაბამისად მიმდინარეობს, რომელიც მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების, მათ შორის, გრეგ კრავჩუკის და ქართველი მეცნიერების ჩართულობით შემუშავდა. ჩატარებული ღონისძიებების შედეგად მავნებლის პოპულაცია, შარშანდელთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირდა, მისი გავრცელების გეოგრაფიული არეალი…

მეტი...

“მოიზიდე და მოკალი“ სადგურების დამონტაჟება გრძელდება

  „მავნებელთან ბრძოლის პროცესი აქტიურ ფაზაშია“ – აცხადებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი გელა ხანიშვილი და “მთავართან“ იმ ღონისძიებებზე საუბრობს, რაც აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელდება. კერძოდ: შეწამვლითი სამუშაოები; გაგრძელდება მონიტორინგი; დამონტაჟდება „მოიზიდე და მოკალი“ სადგურები. გელა ხანიშვილის ინფორმაციით, ტყის საფარსა და დაცულ ტერიტორიებს, ინვაზიის მაღალი რისკის გამო განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. ტყის პერიმეტრზე განთავსებულია მონიტორინგის სისტემები, აუცილებლობის შემთხვევაში რეაგირების მიზნით. მისივე ინფორმაციით, „მოიზიდე და მოკალი“ სადგურების მეშვეობით; მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების დაწყების ვადა და დასამუშავებელი ტერიტორიების არეალი მონიტორინგის შედეგების საფუძველზე განისაზღვრება. “როგორც კი ჰაერის საშუალო ტემპერატურა 150 C-ს სტაბილურად აღწევს და…

მეტი...