საქართველოში დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივი ინფლაციის კლებადი ტენდენცია, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს – ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 0.4% შეადგინა, ხოლო ნოემბერთან შედარებით ფასები 0.1%-ით გაიზარდა. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთის მხრივ, ადგილობრივი ინფლაციის კლებადი ტენდენცია განაპირობებს, რაც მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შედეგია. ამავდროულად, მსოფლიოში სურსათის ფასების კლების ტენდენცია მეტწილად გრძელდება. ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი მყარ პოზიციას ინარჩუნებს. ეს კი, როგორც მარეგულირებელში აღნიშნავენ, საგარეო შოკების ეტაპობრივ მილევასთან ერთად, იმპორტირებული ინფლაციის დაბალ დონეზე შენარჩუნებას ხელს უწყობს. ,,დეკემბერსა და იანვარში წითელ ზღვაში არსებულმა დაძაბულობამ საერთაშორისო ტრანსპორტირების ფასები მკვეთრად გაზარდა. ამ ფაქტს ჯერჯერობით საქონლის ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია. ტრანსპორტირების ფასების შემდგომი ცვლილება…

მეტი...

ნოემბერში აშშ-დან და ევროკავშირის ქვეყნებიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები გაიზარდა, ხოლო რუსეთიდან – შემცირდა – ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, ნოემბერში საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობამ, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 43.8%-ით დაიკლო და 292.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან გადარიცხული თანხების მოცულობა 0.5%-ით, 31.3 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა. „ნოემბერში რუსეთიდან ფულადი გადმორიცხვები წლიურად 76%-ით, 75 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. თუმცა მაღალი ტემპით, 41.6%-ით ზრდას განაგრძობს აშშ-დან გადმორიცხული ფულადი სახსრები. ასევე, რეგიონის ქვეყნებიდან, ყაზახეთიდან გადმორიცხული ფულადი სახსრები მნიშვნელოვნად, 71.3%-ით გაიზარდა. კვლავ მნიშვნელოვანი წვლილი აქვს ევროკავშირის ქვეყნებიდან, იტალიიდან და გერმანიიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილების ზრდას. ნოემბერში, რეგიონის ქვეყნებიდან, ყირგიზეთიდან და აზერბაიჯანიდან გადმორიცხულმა თანხებმა დაიკლო, შესაბამისად, 85.7%-ით და 17.7%-ით.…

მეტი...

ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 5.9 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო მაჩვენებელი 6.9 პროცენტით განისაზღვრა. საქსტატის ცნობით, 2023 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, მშენებლობა, პროფესიული, სამეცნიერო-ტექნიკური საქმიანობები და ვაჭრობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის, ენერგეტიკის, ასევე ტრანსპორტის და დასაწყობების სექტორებში.

მეტი...

,,ბოლო 11 წლის განმავლობაში, სიღარიბე ფაქტობრივად განახევრდა, 2012 წელთან შედარებით ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს”- პრემიერი

ბოლო 11 წლის განმავლობაში, სიღარიბე ფაქტობრივად განახევრდა. 2012 წელთან შედარებით ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე, 17%-მდე შემცირდა. „2012 წელს, უმუშევრობის დონე იყო 27% დაახლოებით. შარშან, უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე, 17%-მდე შემცირდა, ასევე შემცირდა სიღარიბე და მიაღწია ისტორიულ მინიმუმს, 15%-მდე ჩამოვიდა სიღარიბე. წელს, სამივე  კვარტალში უმუშევრობის დონის შემცირების ტენდენცია გაგრძელდა. და მესამე კვარტლის მდგომარეობით, კვარტალურ ჭრილში რომ ვთქვათ, დასაქმების მაქსიმალური მაჩვენებელი და უმუშევრობის მინიმალური დონე ფიქსირდება. უმუშევრობის დონე მცირდება სამუშაო  ძალის და დასაქმების ზრდის პარალელურად;  წელს, მაგალითად, მესამე…

მეტი...

,,2012 წელს, დასაქმებულთა საშუალო ხელფასი იყო დაახლოებით 750 ლარი, 1850 ლარამდე არის გაზრდილი”- ირაკლი ღარიბაშვილი

2012 წელს, საშუალო ხელფასი, დასაქმებულთა საშუალო ხელფასი იყო დაახლოებით 750 ლარი. 1850 ლარამდე არის გაზრდილი ანუ 2.5-ჯერ გაიზარდა დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბოლო 11 წელში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ბიზნესსექტორში, საშუალო ხელფასი 2012 წელთან შედარებით ასევე 2.5-ჯერ არის გაზრდილი. ,,რაც შეეხება ზოგადად დასაქმებულთა რაოდენობას და ხელფასებს. ვფიქრობ, საინტერესო იქნებოდა აქაც შედარება გავაკეთოთ აქაც. 2012 წელს, საშუალო ხელფასი, დასაქმებულთა საშუალო ხელფასი იყო დაახლოებით 750 ლარი. 1850 ლარამდე არის გაზრდილი ანუ 2.5-ჯერ გაიზარდა დასაქმებულთა საშუალო ხელფასი ბოლო 11 წელში. ასევე…

მეტი...

საქართველოში საშუალო თვიურმა ხელფასმა 1 855.4 ლარი შეადგინა – საქსტატი

საქტატის მონაცემებით, 2023 წლის III კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.3 პროცენტით (260.4 ლარით) გაიზარდა და 1 855.4 ლარი შეადგინა.  საქმიანობის სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:  ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 958.1 ლარი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა 18.8 პროცენტით);  მშენებლობა – 3 033.4 ლარი (გაიზარდა 31.6 პროცენტით); საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები – 2 806.7 ლარი (გაიზარდა 13.4 პროცენტით); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 615.6 ლარი (გაიზარდა 17.3 პროცენტით). 2023 წლის III კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1 459.1 ლარით, ხოლო…

მეტი...

2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე ადგილობრივმა ტურისტებმა 366 მილიონ ლარზე მეტი დახარჯეს – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 405.0 ათასით განისაზღვრა, რომელთა მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 1 766.7 ათასი ერთეული შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა გაიზარდა 9.2 პროცენტით, ხოლო მათ მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 20.1 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 822.2 ათასით განისაზღვრა, რაც 6.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური…

მეტი...

საქართველოში ბენზინის სამომხმარებლო ფასის ზრდის საფუძველი არ არსებობს – ეკონომიკის სამინისტრო

საქართველოში ბენზინის სამომხმარებლო ფასის ზრდის საფუძველი არ არსებობს, ქართველ იმპორტიორებს აქვთ შესაძლებლობა, ბენზინი საერთაშორისო ფასზე იაფად შემოიტანონ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. „შესაბამისად, ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ცნობა ბენზინის ფასის შესახებ არის აბსოლუტური დეზინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და პანიკური აჟიოტაჟის შექმნას. საქართველოში ბენზინის საერთაშორისო ფასზე იაფად შემოტანის ტენდენცია მომდევნო თვეებშიც შენარჩუნდება“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მეტი...

ნოემბერში ყველაზე მეტად, 19.4 პროცენტით ზეთი გაიაფდა – საქსტატი

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 0.1 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, ფასები უმეტესწილად მომატებულია საფინანსო მომსახურებაზე – 26.3 პროცენტით; პირად ნივთებზე, სხვა 5.6 პროცენტით და პირადი ჰიგიენაზე – 5.2 პროცენტით. ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.5 პროცენტით, რაც 0.37 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე – 4.3 პროცენტით, სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე – 2.9 პროცენტით და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე 1.5 პროცენტით. ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.1 პროცენტით, რაც 0.35 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. 6.5 პტოცენტით არის მომატებული ფასები როგორც თამბაქოს ნაწარმის,…

მეტი...

წინასწარი შეფასებით, ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.2 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი 6.9 პროცენტით განისაზღვრა. საქსტატის ცნობით, 2023 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორიცაა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი, ტრანსპორტი და დასაწყობება. კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების სფეროში.

მეტი...

პანდემიის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკა აღდგა ორნიშნა ზრდის ტემპით – პრემიერი

ზოგიერთი ჩვენი მიღწევის საილუსტრაციოდ, ნება მომეცით ხაზგასმით აღვნიშნო, რომ პანდემიის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკა აღდგა ორნიშნა ზრდის ტემპით; 10 პროცენტზე მეტი იყო ზრდა 2021 და 2022 წლებში. ჩემმა მთავრობამ ეს დადებითი ტენდენცია 2023 წელსაც შეინარჩუნა პირველ 9 თვეში 7 პროცენტიანი საშუალო ეკონომიკური ზრდის  ტემპით, ხოლო ინფლაციის მაჩვენებელი 1 პროცენტზე დაბლა მოაქცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის რიგით 22-ე მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის თქმით, მთლიანობაში, ეროვნული ეკონომიკა 2012 წლიდან სამჯერ გაიზარდა. „2012 წელს ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 27 000 000 000…

მეტი...

2023 წლის მესამე კვარტალში ქართველმა მოგზაურებმა საზღვარგარეთ 592 მილიონი ლარი დახარჯეს – ”საქსტატი”

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 819.9 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 18.2 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საქსტატის ცნობით, გასვლების უდიდესი ნაწილი, 45.4 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 647.2 ათასი შეადგინა, რაც 21.7 პროცენტით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. მათივე ინფორმაციით,  საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 397.6 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 38.2 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტების უმრავლესობა, 48.1 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის…

მეტი...

ოქტომბერში საარსებო მინიმუმი გაიზარდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის 252.1 ლარი შეადგინა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა. საქსტატის ცნობით , მიმდინარე წლის სექტემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 250.9 ლარი იყო, ოქტომბერში კი ეს მაჩვენებელი ერთი ლარითა და 20 თეთრით გაიზარდა და ჯამში 252.1 ლარი შეადგინა. ამასთან, საქსტატის ცნობით, 2023 წლის სექტემბერთან შედარებით, ოქტბერში ერთი ლარითა და 10 თეთრით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 223.3 ლარს შეადგენს. საქსტატის ცნობით, საარსებო მინიმუმი მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე დგინდება, მინიმალური სასურსათო კალათა კი შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას…

მეტი...

,,ქვეყანას აქვს მნიშვნელოვანი წინსვლა ეკონომიკური აქტივობის ზრდის მიმართულებით”- ლაშა ხუციშვილი

ქვეყანას აქვს მნიშვნელოვანი წინსვლა ეკონომიკური აქტივობის ზრდის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, ბუნებრივია დამატებითი შემოსავლები უჩნდება ქვეყანას და აღნიშნული შემოსავლები მიემართება იმ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა სოციალური, ინფრასტრუქტურული მიმართულებები. „თანხები, რომელიც მობილიზებულ იქნა საქართველოს ბიუჯეტში, იმის შედეგია, რომ ქვეყანას აქვს მნიშვნელოვანი წინსვლა ეკონომიკური აქტივობის ზრდის მიმართულებით. ჩვენ თუ ბოლო 3-4 წლების შედეგებს შევაფასებთ, საგადასახადო შემოსავლები საქართველოში ფაქტობრივად გაორმაგებულია. დაახლოებით 11,5 მლრდ ლარიდან, 22 მლრდ ლარზეა ასული. გადასახადების წყარო არის ის ეკონომოკური აქტივობა, რაც ქვეყანაში ბოლო სამი წლის განმავლობაში…

მეტი...

სექტემბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 0.6 პროცენტი შეადგინა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.8 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა 2023 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.1 პროცენტით განისაზღვრა. „ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი – ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.6 პროცენტით, რაც 0.45 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (5.6 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (-0.4 პროცენტი); ტანსაცმელი და…

მეტი...

მესამე კვარტალში თბილისში უძრავი ქონება გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 5.5%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 15.6% შეადგინა. საქსტატის ცნობით, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით, ინდექსი 35.9%-ით არის გაზრდილი. დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების, ანუ ბინების, ისე კერძო სახლების სეგმენტებს. მათივე  ინფორმაციით, 2023 წლის მესამე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში – 5.2%-ით, ისე კერძო სახლების სეგმენტში – 6.2%-ით. ერთი კვადრატული მეტრის ფასი ბინების სეგმენტში ყველაზე ძვირი მთაწმინდის რაიონში ღირს და…

მეტი...

8 პუნქტი, რომელსაც ჩინეთის პრეზდენტი მსოფლო ქვყნებს სთავაზობს

პირველი –  მრავალგანზომილებიანი “სარტყელი და გზა“ კავშირის ქსელის აშენება; მეორე –  ღია მსოფლიო ეკონომიკის მხარდაჭერა;  მესამე –  პრაქტიკული თანამშრომლობის განხორციელება; მეოთხე – მწვანე განვითარების ხელშეწყობა და ასე შემდეგ. ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ის 8 პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა, რომელსაც ინივიატივის –  „სარტყელი და გზა“ ფარგლებში, ჩინეთი მსოფლიოს ქვეყნებს სთავაზობს. როგორც პრეზიდენტმა სი ძინპინმა აღნიშნა, კაცობრიობა არის საზოგადოება, რომელსაც აქვს საერთო მომავალი და ჩინეთი ყველფერს შეძლებს მხოლოდ მაშინ, როდესაც მსოფლიო კარგად და გამართულად იმუშავებს. „როდესაც ჩინეთი კარგად იქცევა, მსოფლიო კიდევ უკეთესი გახდება. „ქამარი და გზის“ თანამშრომლობის მეშვეობით ჩინეთი კიდევ უფრო ფართოდ ხსნის…

მეტი...

1 ბოთლი საფერავი ჩინეთში 588 იუენი ღირს

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ქართული ღვინო რუსულ მაღაზია „იურა“-ში იყიდება. ფასი 168 იუენიდან იწყება და 588 იუენამდე ადის. „იურა“ პეკინის ცენტრში მდებარეობს და დაახლოებით 500 მეტრის დაშორებით რამდენიმე მაღაზიია განთავსებული. ყველაზე ძვირი კი „თელიანი ველის“ საფერვია, რომელიც 588 იუენი, დაახლოებით 85 დოლარი ღირს. ეკა გულუა პეკინიდან    

მეტი...

2022 წელს წინა წელთან შედარებით, საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 18.3 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

2022 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით, 18.3 პროცენტით, ანუ 238.5 ლარით გაიზარდა და 1 543.0 ლარი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, 2022 წელს წინა წელთან შედარებით, ხელფასების ზრდა ყველა სექტორში დაფიქსირდა. საქმიანობების სახეების მიხედვით, შედარებით მაღალი ხელფასი იყო შემდეგ დარგებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია – 3 033.4 ლარი, ზრდამ წინა წელთან შედარებით 49.4 პროცენტი შეადგინა; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა – 2 730.0 ლარი, წინა წელთან შედარებით გაიზარდა 15.3 პროცენტით; პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები – 2 285.0 ლარი. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით გაიზარდა და 10.1 პროცენტით…

მეტი...

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 44 900 000 აშშ დოლარი გაყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 44 900 000 აშშ დოლარი გაყიდა. „2023 წლის 6 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე ეროვნული ბანკმა გასაყიდად გამოიტანა 50 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 44 900 000 აშშ დოლარი, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6716 შეადგინა“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.  

მეტი...

,,ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა გვქონდა ბოლო ორი წელი და მესამე წელია, ჩვენ ვაგრძელებთ მაღალი ტემპით ზრდას ეკონომიკის”- ღარიბაშვილი

ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა გვქონდა ბოლო ორი წელი და მესამე წელია, ჩვენ ვაგრძელებთ მაღალი ტემპით ზრდას ეკონომიკის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეს განიხილება 2024 წლის ბიუჯეტის პირველი ვარიანტი, რომელსაც  გადაეგზავნება პარლამენტს. „ჩვენ დღეს განვიხილავთ 2024 წლის ბიუჯეტის პირველ ვარიანტს, რომელსაც ჩვენ გადავაგზავნით პარლამენტში. მინდა, რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივაწოდო საზოგადოებას. მანამდე, კიდევ ერთხელ მინდა, ერთგვარი შეჯამება გავაკეთო ბოლო წლების ეკონომიკის ტენდენციების. იცით, რომ იცით, რომ ჩვენ ბიუჯეტი დავაკორექტირეთ, 6,5%-ზე არის ნავარაუდევი წელს ეკონომიკის ზრდა, თუმცა, თავიდან იყო დათვლილი ძალიან კონსერვატიულად, 5%-ზე იყო…

მეტი...

საქართველოს ეკონომიკა აგვისტოში 5.8 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2023 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 7.0 პროცენტით განისაზღვრა. საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორებიცაა საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა და ვაჭრობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა უძრავი ქონების, ტრანსპორტისა და დასაწყობების და ინფორმაციის და კომუნიკაციის სექტორებში.

მეტი...

,,რუსული საწვავის კრიზისი სხვა ქვეყნებზეც იქონიებს გავლენას” – ბრიტანული დაზვერვა

ბრიტანული დაზვერვის ცნობით, ბოლო კვირებია რუსეთში ბენზინისა და დიზელის დეფიციტია. არსებული კრიზისული მდგომარეობა კი გავლენას სხვა ქვეყნებზეც იქონიებს. მათი ვარაუდით, საწვავის კრიზისის გამომწვევი უმთავრესი მიზეზი სოფლის მეურნეობის სექტორის ზრდა, ნავთობგადასამუშავებელი ქარხნების შენახვის ხარჯები და ხელსაყრელი საექსპორტო ფასებია. 21 სექტემბერს შიდა ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით რუსეთმა დიზელისა და ბენზინის თითქმის ყველა იმპორტი შეაჩერა. „ეს ნაბიჯი მსოფლიო ბაზარზე მიწოდების შეზღუდვებს გამოიწვევს და უარყოფითად აისახება ქვეყნებზე, რომლებიც საწვავის მხრივ რუსეთზე არიან დამოკიდებულნი“, – აცხადებენ ბრიტანულ დაზვერვაში.

მეტი...

ანაკლიის ნავსადგურის პროექტთან დაკავშირებით პარტნიორის შესარჩევ მეორე ეტაპზე შვეიცარიულ-ლუქსემბურგული და ჩინურ-სინგაპურული კომპანიები გადავიდნენ

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტთან დაკავშირებით კერძო პარტნიორის შესარჩევ მეორე ეტაპზე ორი კომპანიაა გადასული – შვეიცარიულ-ლუქსემბურგული კომპანია და ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმია. მისივე თქმით, კონკურსში რუსულ კომპანიებს მონაწილეობა არ მიუღიათ. „საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესის სწორად წარმართვისთვის და სწორი შედეგის მიღებისთვის, დააკმაყოფილა ორმა ჯგუფმა. ერთი არის შვეიცარულ-ლუქსემბურგული კომპანია, რომელიც მეორე ეტაპზე გადავიდა და მეორეა ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი. ესეც არის მსოფლიოში აღიარებული, წამყვანი კომპანიათა ჯგუფი. რაც შეეხება ორ სხვა პრეტენდენტს, მათი საკვალიფიკაციო მოთხოვნები არ იყო შესაბამისობაში ჩვენი კონკურსის პურობებთან, შესაბამისად, ისინი ვერ გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე, რასაც წინადადების…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი სავალუტო ფონდის მისიის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა და ეროვნული ბანკის საკითხი განიხილა. მანამდე კი, სავალუტო ფონდის მისიის მუდმივ წარმომადგენელს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა შეხვდა. თურნავასთან შეხვედრამდე სავალუტო ფონდმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ შეშფოთებული არიან სებ-ის ბოლოდროინდელი განცხადებით.

მეტი...

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 37 150 000 აშშ დოლარი გაყიდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 37 150 000 აშშ დოლარი გაყიდა. „2023 წლის 21 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე ეროვნული ბანკის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 50 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 37 150 000 აშშ დოლარი, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6884 შეადგინა“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.

მეტი...

,,აბრეშუმის გზა“ ციფრული ხიდი – 2023 წლის საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმი პეკინში (ვიდეო)

პეკინში „სარტყლისა და გზის“ პროექტის ფარგლებში მე-3 მაღალი დონის საერთაშორისო თანამშრომლობის ფორუმი იმართება. ფორუმი მიზნად ისახავს, შექმნას ახალი პლატფორმა საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობისთვის, ასევე, ახალი იმპულსი მისცეს მონაწილე ქვეყნების განვითარებასა და გლობალურ ეკონომიკურ ზრდას. წლევანდელი ფორუმი მთლიანად სოფლის მეურნეობის სექტორს ეხება და როგორც ყველა მაღალი დონის სტუმარი, რომელიც ფორუმს ესწრება, აღნიშნავს, მომავალი, გადარჩენა და ახალი საუკუნე სწორედ სოფლის მეურნეობის განვითარებაშია. უფრო მეტიც, აქ არიან ყველაზე მსხვილი სოფლის მეურნეობის ბანკების პრეზიდენტები რომელებიც იმ ინვესტიციებზე საუბრობენ, რომლებიც დაბანდებულია აღნიშნული მიმართულებით. ფორუმს ესწრება ადგილობრივი მთავრობა, ელჩები, სხვადასხვა ქვეყნის დელეგაცია, ჩინეთის სოფლის მეურნეობის ბანკის პრეზიდენტი,…

მეტი...

,,მე არ ვგეგმავ გადადგომას” – რობერტ სინგლეტერი

,,მე არ ვგეგმავ გადადგომას”. BMG-სთან ინტერვიუში განაცხადა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრმა რობერტ სინგლეტერმა და აღნიშნა, რომ ესაუბრა ეროვნული ბანკის საბჭოდან წასულ სამივე ვიცე-პრეზიდენტს და აცხადებს, რომ მათი წასვლა ამ ახალ პოლიტიკასთან მიმართებით მათი განსხვავებული მოსაზრებებით იყო განპირობებული. ,,მე არ ვგეგმავ გადადგომას. მე შემიძლია ვთქვა, რომ ვარ საკმაოდ მგრძნობიარე due process-თან დაკავშირებით, იქამდე სანამ მოხდება ადამიანების საკუთრების გაყინვა. თუკი არ მოხდება სანქციების აღსრულება, კომერციული ბანკები იქნებიან მოწყვლადი საერთაშორისო საკორესპონდენციო ბანკებთან თანამშრომლობის რისკის ქვეშ დაყენების მიმართ. არის ერთმანეთთან შეპირისპირებული არგუმენტები და ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მე ვრჩები საბჭოს შემადგენლობაში, არის ის, რომ…

მეტი...

,,სიღარიბე და უმუშევრობა არის ისტორიულ მინიმუმზე”- ირაკლი ღარიბაშვილი

მთავრობის ვალი არის შემცირებული. მინდა შევახსენო ყველას, 2 წლის წინ მთავრობის ვალი 60%-ზე მეტს შეადგენდა მშპ-თან მიმართებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, თითქმის 38%-ზე არის ჩამოსული მთავრობის ვალი. „ეს პროცესი ძალიან აქტიურად დავიწყეთ, შემცირების პროცესი დავიწყეთ და თითქმის 38%-ზე არის ჩამოსული მთავრობის ვალი. დეფიციტი არის, რა თქმა უნდა, შემცირებული, აღარ გავიმეორებ, ყველას მოგეხსენებათ კარგად, რომ სიღარიბე და უმუშევრობა არის ისტორიულ მინიმუმზე. ჩვენი სახელმწიფოს რეზერვები, ეროვნული რეზერვები  ისტორიულ მაქსიმუმზეა, 5.5 მილიარდ დოლარს გადააჭარბა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეტი...

ციფრული ეკონომიკა, თანამედროვე ტექნოლოგიები – ჩინეთში 2023 წლის ფორუმი გაიხსნა

ჩინეთი – ცენტრალური აზიის თანამშრომლობის ფორუმი არის რეგიონალური ეკონომიკური ფორუმი, რომელიც დაარსდა ჩინეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მიერ და მიმართულია ეკონომიკური თანამშრომლობისკენ საერთო განვითარებისთვის. ეს არის ჩინეთის მიერ ინიცირებული ერთ-ერთი მრავალმხრივი თანამშრომლობის პლატფორმა. როგორც ფორუმზე აღნიშნეს, აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყლის მშენებლობის უწყვეტი პროგრესით, ჩინეთსა და ცენტრალურ აზიას შორის თანამშრომლობა განვითარების ე.წ. ოქროს პერიოდში შევიდა. ერთად ვნახოთ რა ხდება ქალაქ სიემენში. ეკა გულუა ჩინეთიდან მსოფლიოს ყურადღება აქ არის – ერთად ვნახოთ რა ხდება ჩუნცინში ხმის ჩანაწერების მუზეუმი სიემენში (ვიდეო)  

მეტი...

მსოფლიოს ყურადღება აქ არის – ერთად ვნახოთ რა ხდება ჩუნცინში

ინტელექტუალური ავტომანქანები და გაციფრულებული სამყარო, რას არ ნახავთ აქ. „ჭკვიანი ჩინეთი ექსპო“ – ეს არის სიმპოზიუმი, რომელიც დღეს ჩინეთის ერთ-ერთ პროვინციაში იმართება. მისი მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანამშრომლობას მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში, მრეწველობაში, ეკონომიკასა და ვაჭრობაში. სიმპოზიუმი ფოკუსირებულია ინტელექტუალურ, ახალი ენერგიის სატრანსპორტო საშუალებებზე. მასში მონაწილეობენ სახელმწიფო ლიდერები, უცხოელი მაღალჩინოსნები, სხვადასხვა ბრენდული ორგანიზაციის წარმომადგენლები, მინისტრები. პარალელურად, უზარმაზარ სივრცეში, სადაც ათეულობით პავილიონია გახსნილი, წარმოდგენილია უახლესი ტექნოლოგიები, პროდუქცია საავტომობილო მიმართულებით. ციფრული ეკონომიკა და მოდერნიზაცია სიმპოზიუმის ერთ-ერთი მიმართულებაა. განიხილება საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია კიბერუსაფრთხოებასთან. წარმოდგენილია ინტელექტუალური ავტომანქანები, რომლებიც ჩინეთში იწარმოება, კონკრეტულად კი ჩუნცინის პროვინციაში, სადაც 32…

მეტი...

თელავში ახალი აეროპორტის მშენებლობა წელს დაიწყება

თელავში ახალი აეროპორტის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პროექტისთვის გამოყოფილია 25-30 მილიონი ლარი. ,,თელავში იყო ისტორიული აეროდრომი და გვინდა, რომ ამ ადგილას მოვაწყოთ, ავაშენოთ ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ახალი აეროპორტი, შეიქმნას ახალი თელავის აეროპორტი. ჩვენ მშენებლობას წელსვე დავიწყებთ. გვინდა, რომ პირველი მგზავრი მიიღოს აეროპორტმა 2024 წლის მაისი-ივნისში, ძალიან მალე დასრულდება. პროექტისთვის გამოყოფილია 25-30 მილიონი ლარი. ჩვენ სრულიად განვაახლებთ, 1700 მეტრამდე დაგრძელდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, მოეწყობა თანამედროვე სანავიგაციო სისტემები, მთელი ინფრასტრუქტურა განახლდება, შეიქმნება ახალი საპარკინგე ადგილები, მგზავრებისთვის კომფორტული სივრცეები. თანამედროვე აეროპორტი ექნება თელავს”,…

მეტი...

მაღალი ეკონომიკური ზრდა გრძელდება – ირაკლი ღარიბაშვილი

მინდა გითხრათ, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა გრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, იანვარ-ივლისში  ეკონომიკური ზრდა არის 7.2%. „ჩვენ მთავრობის დღის წესრიგში გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები. აქედან რამდენიმე მინდა გამოვყო და ამის თაობაზე ვაცნობო საზოგადოებას. მანამდე ერთგვარი მიმოხილვა მინდა გავაკეთო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის. მინდა გითხრათ, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა გრძელდება. იანვარ-ივლისში ჩვენი ეკონომიკური ზრდა არის 7.2%. ინფლაცია, რომელიც გამოწვევა იყო, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, უნდა ითქვას, რომ ინფლაციის დასარეგულირებლად, დასაწევად, საკმაოდ ეფექტური ნაბიჯები გადავდგით და 0.9% არის ინფლაცია აგვისტოს…

მეტი...

რა ღირს ჩინეთში წარმოებული ელექტრო ავტომობილები? (ვიდეო)

ჩინეთში წარმოებული ეს ელექტრომანქანები გერმანიაში იგზავნება. „სერეს“ – ის ბრენდის მანქანები, რომელსაც კადრში ხედავთ ჩუნცინის პროვინციაშია წარმოებული და მისი ფასი დაახლოებით 40 000 დოლარია. რაც აქ ჩანს, ყველა ავტომანქანა ექსპორტისთვისაა გამზადებული. ჩუნ ცინი არის ერთადერთი ცენტრალური ადმინისტრირებადი ქალაქი ჩინეთის ცენტრალურ და დასავლეთ რეგიონში. ის არის ქვეყნის მნიშვნელოვანი ცენტრალური ქალაქი, რომელიც მოიცავს 82,4 ათას კვადრატულ მეტრ ფართობ კილომეტრს, აქვს 38 რაიონი და ოლქი, ორი ახალი განვითარებისა და გახსნის ზონა და 32 მილიონი მოსახლე. ეს არის ღია ქალაქი, სადაც ხდება ეკონომიკური და სავაჭრო გაცვლები მსოფლიოს 224 ქვეყანასთან და რეგიონთან. ფუნქციონირებს ტოპ 500…

მეტი...

რა ღირს ჩინეთში წარმოებული ელექტრო მანქანები?! (ვიდეო)

ჩინეთში წარმოებული ეს ელექტრომანქანები გერმანიაში იგზავნება. „სერეს“ – ის ბრენდის მანქანები, რომელსაც კადრში ხედავთ ჩუნცინის პროვინციაშია წარმოებული და მისი ფასი დაახლოებით 40 000 დოლარია. რაც აქ ჩანს, ყველა ავტომანქანა ექსპორტისთვისაა გამზადებული. ჩუნ ცინი არის ერთადერთი ცენტრალური ადმინისტრირებადი ქალაქი ჩინეთის ცენტრალურ და დასავლეთ რეგიონში. ის არის ქვეყნის მნიშვნელოვანი ცენტრალური ქალაქი, რომელიც მოიცავს 82,4 ათას კვადრატულ მეტრ ფართობ კილომეტრს, აქვს 38 რაიონი და ოლქი, ორი ახალი განვითარებისა და გახსნის ზონა და 32 მილიონი მოსახლე. ეს არის ღია ქალაქი, სადაც ხდება ეკონომიკური და სავაჭრო გაცვლები მსოფლიოს 224 ქვეყანასთან და რეგიონთან. ფუნქციონირებს ტოპ 500…

მეტი...