თელავში ახალი აეროპორტის მშენებლობა წელს დაიწყება

თელავში ახალი აეროპორტის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, პროექტისთვის გამოყოფილია 25-30 მილიონი ლარი.

,,თელავში იყო ისტორიული აეროდრომი და გვინდა, რომ ამ ადგილას მოვაწყოთ, ავაშენოთ ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ახალი აეროპორტი, შეიქმნას ახალი თელავის აეროპორტი. ჩვენ მშენებლობას წელსვე დავიწყებთ. გვინდა, რომ პირველი მგზავრი მიიღოს აეროპორტმა 2024 წლის მაისი-ივნისში, ძალიან მალე დასრულდება. პროექტისთვის გამოყოფილია 25-30 მილიონი ლარი. ჩვენ სრულიად განვაახლებთ, 1700 მეტრამდე დაგრძელდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, მოეწყობა თანამედროვე სანავიგაციო სისტემები, მთელი ინფრასტრუქტურა განახლდება, შეიქმნება ახალი საპარკინგე ადგილები, მგზავრებისთვის კომფორტული სივრცეები. თანამედროვე აეროპორტი ექნება თელავს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები