აქციის მონაწილეები „ქართული ოცნების“ ოფისისკენ მსვლელობას მართავენ

აქციის მონაწილეები მსვლელობით „ქართული ოცნების“ ოფისისკენ მიდიან. მომიტინგეები მანამდე ათონელის რეზიდენციასთან მივიდნენ, რათა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის მადლობა გადაეხადათ. ისინი სკანდირებდნენ „მადლობა“ დღესვე დაანონსდა, რომ საპროტესტო აქცია გაიმართება 2 ივნისსაც რესპუბლიკის მოედანზე.  

მეტი...

„მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, დაუბრუნდეს ევროკავშირის მისწრაფებებისადმი მხარდაჭერას“- ევროკომისიის პრეზდენტი

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას ეხმაურება. ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, აღნიშნული კანონი, ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება. „საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ევროკავშირში გაწევრიანება სურს. მაგრამ კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება, რაც უარყოფითად აისახება საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ განვიხილავთ ყველა ვარიანტს და მოვუწოდებთ მთავრობას კვლავ დაუბრუნდეს ევროკავშირის მისწრაფებებისადმი მხარდაჭერას“- განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.  

მეტი...

“ამერიკის შეერთებული შტატები გმობს ამ ნაბიჯს”- მეთიუ მილერი “უცხოური გავლენის” კანონზე

“სამწუხაროა, რომ საქართველოს ლიდერები ირჩევენ უარი თქვან იმ ნაბიჯებზე, რაც საჭიროა საქართველოს დასავლური მიმართულებით დასაწინაურებლად, იმ მიმართულებით, რაც ქართველ ხალხს სურს”- განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა მეთიუ მილერმა დეპარტამენტში გამართულ პრეს-კონფერენციაზე. ბრიფინგი დღეს მილერმა სწორედ საქართველოსთან დაკავშირებული განცხადებით დაიწყო. მილერის განმარტებით, აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს. “დღეს, ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას იმ არადემოკრატიულ “უცხოური გავლენის” კანონზე, რომელიც არ შეესაბამება ევროპულ ნორმებს. შესაბამისად კანონპროექტი იქცევა კანონად. ამერიკის შეერთებული შტატები გმობს ამ ნაბიჯს. ამ კანონის მიღებით მმართველმა “ქართულმა ოცნებამ” კიდევ უფრო დააშორა ქვეყანა ევროპული ინტეგრაციის გზას…

მეტი...

„კეზერაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან აგრძელებს პენსიონერების ძარცვას“- კობახიძე

„კეზერაშვილი კვიპროსიდან, ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან აგრძელებს პენსიონერების ძარცვას საკუთარი ქოლცენტრების მეშვეობით და თავისუფალი მიმოსვლით სარგებლობს, ქოლ ცენტრები ჰქონდათ შექმნილი, რომელსაც იყენებდნენ   ბიზნესმენების ბულინგისთვის“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ათეულობით ბიზნესმენმა დაადასტურა, რომ მათ წინააღმდეგ  იყო განხორციელებული ლიბერალურ-ფაშისტური ბულინგი სხვადასხვა ფორმით. „იცით, რომ კეზერაშვილს ჰქონდა ქოლცენტრები შექმნილი თავის დროზე, კონკრეტული მიზნით, ეს იყო ევროპელი პენსიონერების ძარცვის მიზანი და ეს საქართველოში აღარ აქვს საბედნიეროდ, სხვაგან აქვს. არის არაერთი ქვეყანა, სადაც ქოლცენტრები აქვს შენარჩუნებული. კვიპროსიდან, ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან აგრძელებს პენსიონერების ძარცვას საკუთარი ქოლცენტრების მეშვეობით და თავისუფალი მიმოსვლით სარგებლობს. ეს ძალიან უცნაურია,…

მეტი...

„გამჭვირვალობის კანონის“ მიღება უკან გადადგმული ნაბიჯია“- შარლ მიშელი

„საქართველოს საკითხს ევროპული საბჭოს შემდეგ სხდომაზე განიხილავენ“- წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში. მისი შეფასებით, კანონის მიღება უკან გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს ევროკავშირის გზისგან კიდევ უფრო აშორებს. “ევროპულმა საბჭომ დეკემბერში გადაწყვიტა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა იმ გაგებით, რომ საქართველო შესაბამის ნაბიჯებს გადადგამდა და საჭირო რეფორმებს განახორციელებდა. პარლამენტში „გამჭვირვალობის კანონის“ მიღება უკან გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს ევროკავშირის გზისგან კიდევ უფრო აშორებს. ქართველმა ხალხმა ნათლად აირჩია ევროკავშირში მომავალი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მხარი დავუჭიროთ მათ ამბიციებს. ამისდა გამო, საქართველოს [საკითხს] ევროპული საბჭოს შემდეგი სხდომის დღის წესრიგში დავამატებ,” – წერს…

მეტი...

„ლარის კურსი უნდა დაცემულიყო, ამ ორ დღეში უნდა მომხდარიყო რევოლუცია, ეს გეგმა ჩავარდა“- პრემიერი

“წლის ბოლოსთვის ჩვენ გავალთ იმაზე ბევრად უფრო მაღალ ზრდაზე, ვიდრე სავალუტო ფონდი პროგნოზირებდა”- განაცხადა პრემიერ-მონისტრმა. მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის  განმარტებით, წინასწარი 4-თვიანი მონაცემებით საშუალო ეკონომიკური ზრდა არის 8 %-ზე მეტი. კობახიძის მტკიცებით, ლარის კურსის ცვლილება ხელოვნირი იყო. „ხედავთ, რომ აჟიტირებულია ჩვენი ოპოზიცია ყოველ ჯერზე, როცა გარკვეული ცვლილებაა ლარის კურსში. წინა შემთხვევაში აბსოლუტურად ხელოვნური იყო ეს ცვლილება, ერთი კონკრეტული სუბიექტის ჩარევით მოხდა ეს ყველაფერი, იყო საბოტაჟის შესაძლო ნიშნები, ვერ დავასახელებ, კანონით მეკრძალება ამაზე საუბარი. ეროვნულ ბანკსაც ეკრძალება კანონით ამაზე საუბარი, მაგრამ იყო ხელოვნური ჩარევის პირდაპირი ნიშნები. ასეთი პროცესი იკვეთებოდა, იყო ორი…

მეტი...

„არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა ევროკავშირის თემით შანტაჟი გამოიყენოს საქართველოს უკრაინიზაციისთვის“- კობახიძე

„ქართულმა საზოგადოებამ და საქართველოს ხელისუფლებამ არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ ევროკავშირის თემით შანტაჟი და სპეკულირება გამოიყენოს საქართველოს უკრაინიზაციისა და აქ მეორე ფრონტის გახსნისთვის, ეს არის ის პრინციპული დამოკიდებულება, რაც თითოეულმა ჩვენგანმა და ქართულმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ უნდა აჩვენოს“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამბობდნენ, რომ 2023 წელს ქართველ ხალხს მისცეს სტატუსი და არა ხელისუფლებას, თუმცა 2022 წელს იგივე ქართველ ხალხს უსამართლოდ უთხრეს უარი კანდიდატის სტატუსზე. „არ შეიძლება ასეთი მანიპულაციები. არ შეიძლება ასეთი დამოკიდებულებების გამოვლენა ქართველი ხალხის მიმართ. უნდა იყოს სამართლიანობა უზრუნველყოფილი და არ შეიძლება, ყოველ ჯერზე თითოეული ნაბიჯი გამოყენებული იყოს შანტაჟისთვის – ხან კანდიდატის სტატუსი, ხან მოლაპარაკებების გახსნა და ამის შემდეგ სხვა ნაბიჯები იქნება. მთავარია ჯანსაღი და სამართლიანი მიდგომა. ჩვენ რასაც ვხედავთ, იყო პირდაპირი მცდელობა, რომ გლობალური ომის პარტიას ევროკავშირის თემა გამოეყენებინა საქართველოში ვითარების არევისთვის და ხელისუფლების შესაცვლელად. ასეთი პროცესები სადამდეც მივიდა უკრაინაში, ყველამ ვნახეთ. იქაც რეალურად თავის დროზე საბაბად იქნა გამოყენებული სწორედ ევროკავშირის თემა. დეტალებს არ გავიხსენებ, რა მოხდა 2013-2014 წლებში უკრაინაში და რეალურად, ამ შანტაჟმა უკრაინა დღევანდელ მდგომარეობამდე მიიყვანა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.    

მეტი...

„კვლავ მიგვაჩნია, რომ კანონპროექტი უკან გადაგმული ნაბიჯია“- გაერთიანებული სამეფო

“გაერთიანებული სამეფო უაღრესად შეშფოთებულია გამჭირვალობისა და უცხოური გავლენის კანონპროექტზე ვეტოს დაძლევით“ – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი. „ჩვენ კვლავ მიგვაჩნია, რომ კანონპროექტი უკან გადაგმული ნაბიჯია და დააზარალებს საქართველოს ძალისხმევას ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე”, – წერია განცხადებაში. პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.  

მეტი...

„ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე“- 2 ივნისს აქცია დაანონსდა

2 ივნისს 20:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე აქცია გაიმართება. ამის შესახებ დღეს, პარლამენტის წინ მიმდებარე აქციაზე გაჟღერდა. „2 ივნისს 8 საათზე რესპუბლიკის მოედანზე კვლავ ვიკრიბებით და ვაგრძელებთ ბრძოლას“ – მიმართა მომიტინგეებს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, რატი ამაღლობელმა.

მეტი...

„ბიზნესი რომ ხელისუფლების მხარდამჭერია არავის უნდა უკვირდეს“- კობახიძე

„2004-2012 წლები იყო ის პერიოდი, როცა ბიზნესი იყო უკიდურესად დაშინებული და ნებისმიერი პოლიტიკური, კრიტიკული განცხადება ბიზნესის მხრიდან, ნიშნავდა იმას, რომ ამას მოჰყვებოდა ან რეკეტი, ან ციხეში გაშვება და ა.შ. დღეს გვაქვს დემოკრატია“ – ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ბიზნესი არის თავისუფალი და ასეთ პირობებში ბიზნესის წარმომადგენლები თავისუფლად აკეთებენ განცხადებებს. „გვაქვს დემოკრატია, ბიზნესი არის თავისუფალი და ასეთ პირობებში ბიზნესის წარმომადგენლები თავისუფლად აკეთებენ განცხადებებს. შეიძლება ვიღაცას მოწონდეს, ვიღაცას არ მოწონდეს ეს განცხადებები, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს მათი საქმეა. ბიზნესის თავისუფლება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი მონაპოვარია.…

მეტი...

“სევდიანი დღე”- ბაიაბა ბრაჟე

„ღრმად ვწუხვარ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების გამო, მიიღოს კანონი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაციის გზიდან ააცდენს“- განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ. ბაიბა ბრაჟე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ეხმაურება. „გასულ წელს ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსის მინიჭებით საქართველოს შანსი მისცა. ეს იყო ისტორიული მომენტი საქართველოსთვის და ამას მკაფიოდ უჭერდა მხარს მისი ხალხი. სევდიანი დღე“-  წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

მეტი...

„84 შულავერელი, თუ 84 ორჯონიკიძე ვერაფერს შეუცვლის ამ ქვეყნის მომავალს“- სალომე ზურაბიშვილი

„მე ამ საღამოს თქვენათ ვარ, 84 შულავერელი თუ 84 ორჯონიკიძე ვერაფერს შეუცვლის ამ ქვეყნის მომავალს, ეს მომავალი ჩვენია“- განაცხადა პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტთან შეკრებილ  მოქალქეებს სიტყვით მიმართა. მან  საზოგადოებას 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მომზადებისკენ მოუწოდა. „ახლა გეტყვით რა არის ჩვენი გასაკეთებელი, ამათმა ხომ დააჭირეს ღილაკს თითი და თავიანთი სახელი ისტორიის ერთ გვერდზე ჩაწერეს, ჩვენ ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოვემზადოთ 26 ოქტომბრისთვის, რომელიც იქნება ჩვენი პასუხი დღევანდელ დღეზე. გაბრაზებულები ხართ ხომ დღეს და გაბრაზდით? – მაგრამ დავიწყოთ საქმე, საქმე არის რომ უნდა მოვამზადოთ პირველ რიგში ნამდვილი რეფერენდუმი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.…

მეტი...

„უნდა მოვემზადოთ ნამდვილი რეფერენდუმისთვის“- პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებს მიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აქციის მონაწილეებს მიმართა. როგორც პრეზიდენტმა მოქალაქეებს უთხრა, ძალები უნდა მოაბილიზონ 26 ოქტომბრისთვის. მისი განცხადებით, უნდა ჩატარდეს ნამდვილი რეფერენდუმი. მან პარლამენტის იმ დეპუტატებს, რომლებმაც ე. წ „რუსულ კანონს“ მხარი დაუჭირეს, ორჯონიკიძეებად მოიხსენია. „84 ორჯონიკიძე ვერაფერს შეუცვლის ქვეყნის მომავალს, ეს ქვეყანა ჩვენია. ამათმა ხომ დააჭირეს ღილაკს თითი. ისტორიის ერთ გვერდზე ჩაეწერნენ. ჩვენ უნდა მოვემზადოთ 26 ოქტომბრისთვის. ეს იქნება ჩვენი პასუხი. უნდა მოვამზადოთ ნამდვილი რეფერენდუმი“- პრეზიდენტი.

მეტი...

„კანონის მიღებამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების  შანსები გაზარდა“- კობახიძე

“გამჭვირვალობის შესახებ კანონმა თვისებრივად გაზარდა შანსები, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებები გაიხსნას”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთაურმა გაიხსენა, როგორ წარიმართა მოვლენები საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე და აღნიშნა, რომ საბოლოო ჯამში, ხელისუფლების ამოცანაა, 2030 წლისთვის საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს. „შეგახსენებთ, ევროკავშირის ყველა ქვეყნის ელჩი დემარშით მივიდა იუსტიციის მინისტრთან და უთხრეს, რომ თუ სააკაშვილი არ გათავისუფლდებოდა, ამით დამთავრდებოდა საქართველოს ევროინტეგრაცია. მაშინ დავიკავეთ პრინციპული პოზიცია, სააკაშვილი დარჩა იქ, სადაც უნდა დარჩენილიყო და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. რაც შეეხება მოლაპარაკებების გახსნას, მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით იყო შემაშფოთებელი ტენდენციები, რაზეც უშუალოდ ვუზიარებდით ჩვენს მოსაზრებებს პარტნიორებს, მათ შორის როდესაც ბატონი…

მეტი...

“კონკრეტული ელჩები გაექცნენ საჯარო დისკუსიას”- კობახიძე

„პოლიტიკური ოპონირება, როცა საქმე ეხება შიდა საკანონმდებლო საკითხებს, არის პოლიტიკური პარტიების საქმე ამ ქვეყანაში. კონკრეტული ელჩები გაექცნენ საჯარო დისკუსიას ამასთან დაკავშირებით და მაინც გააგრძელეს ამ ფონზე მათი ქვეყნების წარმომადგენლებმა მონაწილეობა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დებატებში, რაც არის აბსოლუტურად არასწორი მოვლენა“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთაურის თქმით, ელჩები იმიტომ გაექცნენ ამ დისკუსიას, რომ სინამდვილეში არგუმენტები არ ჰქონდათ კანონის წინააღმდეგ. “მზად ვართ, მოვუსმინოთ პოლიტიკურ უმცირესობას და კიდევ ერთხელ, ვაცხადებ, როგორც მთავრობის მეთაური, რომ ნებისმიერ დროს,  მოვიდნენ ნებისმიერი ჯგუფი, 10 – 15 კაცი, რამდენიც უნდათ, საჯარო დისკუსიაში მივიღოთ ერთად მონაწილეობა. თუ დაამტკიცებენ, რომ ამ…

მეტი...

„ყველა ის პარტია, ვინც ზურაბიშვილის ქარტიის ხელმომწერია, უცხოეთის აგენტია“ – პრემიერი

პრმიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა ის პოლიტიკური სუბიექტი, ვინც ე.წ. პრეზიდენტის ქარტიას უერთდება, უცხოეთის აგენტია. „ერთ-ერთი სარგებელი, რაც ჰქონდა ამ კანონს, არის ის, რომ ყველა ერთ ქვაბში ჩაიყარა. გამოჩდნენ, ვინ არიან. გამოჩნდა, რომ ეს არის ერთი პოლიტიკური ძალა, კოლექტიური ნაცმოძრაბა და ამ სიის პრეზენტაცია სწორედ სალომე ზურაბიშვილმა განახორციელა, რომელიც თავადაც კოლექტიურ ნაცმოძრაობას წარმოადგენს. ე.წ. ქარული ქარტია არის სწორედ უცხოური აგენტების რეესტრის შექმნის მცდელობა. აქ თავი მოიყარა ყველა იმ სუბიექტმა, რომელიც არის უცოხური აგენტი” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მეტი...

„ვიღაცებს უნდოდათ მღვრიე წყალში თევზის დაჭერა“- კობახიძე

„ვიღაცებს უნდოდათ მღვრიე წყალში თევზის დაჭერა, თუმცა ჩვენ სხვა პასუხისმგებლობა გვაქვს მოსახლეობის წინაშე, რომ არავის ავამღვრევინოთ წყალი და ერთხელ და სამუდამოდ დავამშვიდოთ ქვეყანა“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტმა იმოქმედა ხალხის ნების შესაბამისად. „კიდევ ერთხელ ვიტყვი, არც ერთი არგუმენტი არ არსებობს ამ კანონის წინააღმდეგ. როდესაც კანონი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს და ეს ერთადერთი რამე არის წელიწადში ერთხელ დეკლარაციის წარდგენა, შეუძლებელია, ჰქონდეს არგუმენტი ასეთი კანონის წინააღმდეგ. ასევე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც უკვე ვთქვი, ერთადერთი მენტ-ნაკლებად მშვიდი წელი გვქონდა ჩვენ 2016 წლის შემდეგ ამ ქვეყანაში, ეს იყო 2017 წელი შედარებით დამშვიდებული…

მეტი...

„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას შეცვალოს ეს ტენდენცია“ – ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებს

„ევროკავშირი ღრმა წუხილს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა გადაწყვიტა და უგულებელყო ვენეციის კომისიის დეტალური სამართლებრივი არგუმენტები, რომელიც ამ კანონის გაუქმების შესახებ მკაფიო რეკომენდაციას შეიცავდა“ – ვკიხულობთ   ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის და ევროკომისიის განცხადებაში, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის საბოლოო მიღებასთან დაკავშირებით გავრცელდა. როგორც განცხადების ავტორები განმარტავენ, კანონი წინააღმდეგობაშია ევროპულ ღირებულებებთან. „ევროკავშირმა არაერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება. მისი ამოქმედება ევროკავშირის ლიდერების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ კომისიის რეკომენდაციაში მითითებული ცხრა ნაბიჯიდან მინიმუმ…

მეტი...

„შანტაჟის ნებისმიერი მცდელობა არასერიოზულია, ყველას პრაგმატულობისკენ მოვუწოდებ“- კობახიძე

„არასერიოზულია ნებისმიერი მცდელობა, დააშანტაჟონ ქართველი ხალხი, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება სანქციებით თუ ნებისმიერი სხვა მსგავსი ზომით“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ასეთი ტიპის ზომების მიღება კონტრპროდუქტიული იქნება თვითონ იმ სუბიექტისთვის, რომელიც ასეთ რამეზე შეიძლება ფიქრობდეს. „ქართველ ხალხს ვერავინ დასჯის და ვერც ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას დასჯის ვერავინ. ჩვენ გვაქვს მყარი პოზიციები ყველაფერთან დაკავშირებით, ვემსახურებით ამ საზოგადოების, ამ ქვეყნის ინტერესებს, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის სანქციებზე ყოველგვარი საუბარი არასერიოზულია. ასეთი ტიპის ზომების მიღება კონტრპროდუქტიული იქნება თვითონ იმ სუბიექტისთვის, რომელიც ასეთ რამეზე შეიძლება ფიქრობდეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას პრაგმატულობისკენ. პრაგმატულობა…

მეტი...

“2030 წლისთვის, საქართველო ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკეთ იქნება მომზადებული”- კობახიძე

“მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტის თითოეულ წევრს, რომელმაც მხარი დაუჭირა კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და ამით, უერთგულა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთაურის თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ხელს შეუწყობს ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის შესრულებას – დეპოლარიზაციას. „ჩემთვის გასაგებია იმ ძალების აღშფოთება, რომლებიც გაუმჭვირვალობით სარგებლობას, საქართველოში რევოლუციის მოწყობას, მეორე ფრონტის გახსნას და საქართველოს უკრაინიზაციას გეგმავდნენ. დღეს მათ იმედები გაუცრუვდათ, რადგან უცხოური გავლენის გამ ვირვალობა ამგვარ სცენარს ეფექტურად დააზღვევს. ხაზი უნდა გაესვას, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ხელს შეუწყობს ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის შესრულებას – დეპოლარიზაციას. გარდა ამისა, საქართველოს დამშვიდება ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას და სწრაფ ეკონომიკურ ზრდას წაახალისებს“- აცხადებს კობახიძე. პრემიერი ამბობს, რომ 2030 წლისთვის, საქართველო ევროკავშირში…

მეტი...

ევროკავშირი ე.წ. აგენტების კანონის მიღების გამო, ყველა ვარიატს განიხილავს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის და კანონის მიღების გამო, ევროკავშირი მმართველი გუნდის მიმართ, სანქციების ყველა შესაძლო ვარიატს განიხილავს. განცხადება ევროკავშირის წარმომდგნლობამ პრეზიდენტის  ვეტოს დაძლევის შემდეგ გაავრცელა. “ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები განიხილავენ ყველა ვარიანტს ამ მოვლენებზე რეაგირებისთვის,” – ასეთია ევროკავშირის გზავნილი.    

მეტი...

„საქართველოს პარლამენტმა არ ისარგებლა ისტორიული შესაძლებლობით“- ცაჰკნა

„შეშფოთებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით „- წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა „ტვიტერის“ პირად გვერდზე. ესტონელი მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა  საკუთარი ხალხი გაფართოების მოსაცდელ ოთახში უსაზღვრო დროით დატოვოს. “შეშფოთებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით არ ისარგებლოს ისტორიული შესაძლებლობით ევროინტეგრაციის გზაზე და საკუთარი ხალხი გაფართოების მოსაცდელ ოთახში უსაზღვრო დროით დატოვოს”, – წერს ცაჰკნა. პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.  

მეტი...

„ქართული ოცნების” ხელმძღვანელობა კრემლის სისხლიან რეჟიმთან დაახლოების მავნე პოლიტიკისთვის ფასს გადაიხდის“ – ფოტიგა

ევროპარლამენტარები ე.წ. გამჭვირვალობის კანონის მიღების გამო მმართველ გუნდს აკრიტიკებენ და აცხადებენ. რომ მათ მძიმე საფასურის გადახდა მოუწევთ. „ქართული ოცნების” ხელმძღვანელობა კრემლის სისხლიან რეჟიმთან დაახლოების მავნე პოლიტიკისთვის ფასს გადაიხდის. ჩვენ არ უნდა დავსაჯოთ ქართველი ხალხი რომელიც, რეპრესიების მიუხედავად, გაბედულად იცავს ევროატლანტიკურ ინსტიტირებში გაწევრიანების სურვილს. ვაფასებ ჰელსინკის კომისიას ქართველების დემოკრატიისა და ევროპული არჩევანის დაცვაში მოქმედებისთვის. ევროპამ უნდა მიიღოს საკუთარი MEGOBARI აქტი, რათა გაგზავნოს მკაფიო გზავნილი: ჩვენ თვალს არ დავხუჭავთ საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროში თანდათანობით გადასვლაზე,” – აცხადებს ანა  ფოტიგა. „არ დანებდე“ – ბუნდესტაგის წარმომადგენელი აქციის მონაწილეებს

მეტი...

„არ დანებდე“ – ბუნდესტაგის წარმომადგენელი აქციის მონაწილეებს

შემდეგი, ვინც ე.წ. გამჭვირვალობის კანონის მიღების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებს ამხნევებს და გვერდით დგომას უცხარებს, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთია. „საქართველოს პარლამენტმა გააუქმა პრეზიდენტის ვეტო „უცხოელი აგენტების კანონზე“. მე ვდგავარ ყველა ქართველის გვერდით, რომელიც მშვიდობიანად იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ღირსებისთვის. არ დაგავიწყდეთ: „როდესაც ისინი დაბლა მიდიან, ჩვენ მაღლა მივდივართ“. არ დანებდე. არჩევნები მალე მოვა,” – აცხადებს როთი. „სამწუხარო დღეა საქართველოსთვის“ – ლანდსბერგისი  

მეტი...

„სამწუხარო დღეა საქართველოსთვის“ – ლანდსბერგისი

საქართველოს პარლამენტის მხრიდან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე“  პრეზიდენტის ვეტოს დაძლივისა და კანონის დამტკიცების შემდეგ, ევროპარლამენტარები თუ მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები განცხადებას ერთმანეთის მიყოლებით ავრცელებენ და აცხადებენ, რომ ეს სამწუხარო დღეა საქართველოსთვის. „ძალიან სამწუხარო დღეა საქართველოსთვის და დანარჩენი ევროპისთვის. ამ კანონის მიღება, ფაქტობრივად, აჩერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და არავის სარგებელს არ მოუტანს. თითქმის არავის,” – აცხადებს  ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი.

მეტი...

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეებს აფრთხილებს

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის მონაწილეების მისამართით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და აქციის მონაწილეებს აფრთხილებს. „რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით, საპოლიციო ძალები არიან მობილიზებული და იცავენ საზოგადოებრივ უსაფრთხოებას… „შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, იქიდან გამომდინარე, რომ საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პლენარული სხდომა სრულდება, შენობაში მყოფ დეპუტატებსა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს მისცენ შესაძლებლობა, რომ შეუფერხებლად დატოვონ შენობა და პროტესტის გამოხატვა მშვიდ ვითარებაში განაგრძონ. პოლიციის მიერ დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი, ხოლო საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევი პირების მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომები გატარდება“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციში.  …

მეტი...

რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

პარლამენტის სხდომის პარალელურად, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის ვეტოს განიხიალევენმ პარლამენტი წინ, დილიდან აქცია მიმდინარეობს. ამ წუთებში, რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. აქციის მონაწილეები ისევ და ისევ კანონს აპროტესტებენ. მთელ პერიმეტრზე მობილიზებულია როგორც პოლიცია, ისე სპეცანიშნულების რაზმები, რადგანაც პარლამენტის სხდომაზე ვეტო დღეს უნდა დაძლიონ და კანონი საბოლოოდ მიიღონ.

მეტი...

გიორგი ვაშაძეს წყალი ირმა ზავრადაშვილმა შეასხა

საქართველოს ოპოზიციონერ დეპუტატს – გიორგი ვაშაძეს, საპარლამენტო ტრიბუნიდან გამოსვლისას, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ქალმა დეპუტატმა ირმა ზავრადაშილმა წყალი შეასხა. „ველურობა…„ყოჩაღ, აი, ეგ ხართ. აი, ეგ ხართ“ …. ასე მიმართა მას ვასაძემ, ტაში დაუკრა და სიტყვით გამოსვლა გააგრძელა. „თქვენ ხართ გამყდველები… ხმა ჩაიკმინდე მონა“ – ხატია დეკანოიძე უმრავლესობის დეპუტატებს (ვიდეო)

მეტი...

„თქვენში სალომე სამადაშვილის სული იყო ჩასახლებული“ – პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატს

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, რომელმაც „უცხოური გავლენის გამჭვირვაობის კანონის“ ხელმომწერებს მონები და გამყიველები უწოდა, პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა. „თქვენში, როგორც ჩანს, ქალბატონი სალომე სამადაშვილის სული იყო ჩასახლებული, ისეთი ღვარძლით საუბრობდით ეს 9 წუთი“ –  მიმართა შალვა პაპუაშვილმა ხატია დეკანოიძეს. მისი განცხადებით, დეკანოიძემ უღალატა საკუთარ ქვეყანას და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან დაიწყო თანამშრომლობა. „ქალბატონო ხატია თქვენ სცადეთ, რომ გადაგეფარათ თქვენი სირცხვილი, ის, რომ უღალატეთ თქვენს ქვეყანას და პასპორტი გაყიდეთ უცხო ქვეყნის სამსახურზე, ის, რომ დღემდე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ადამიანი ხართ. ეს 9 წუთიანი გამოსვლა, როგორც ჩანს, ამ კომპლექსების ამოძახილია. უნდა გეძახათ „ღალატი, ღალატი“ იმიტომ, რომ თქვენს…

მეტი...

,,ეს არის ჩვეულებრივი მუქარა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არის ხელუხლებელი” – კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, არაღიარების პოლიტიკის კუთხით რისკებზე საუბარი არის მუქარა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა არის ხელუხლებელი. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა. მისი თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის, მიხეილ დაუშვილის მიერ გაკეთებული განცხადება არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, კონკრეტული აქტორების მხრიდან გაცემული დავალებაა. „წარმოუდგენელი და შემაშფოთებელი იყო ეს განცხადება. რა თქმა უნდა, მას შესაბამისი პასუხი გაეცა. შალვა პაპუაშვილმა ძალიან კარგი განმარტება გააკეთა. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ეს არ არის იმ კონკრეტული დეპუტატის მოსაზრება. ეს არის დავალება. საიდან და როგორ, ამაზე ახლა ვერ გიპასუხებთ. მაგრამ არსებობს ვარაუდი, რომ ეს კონკრეტული აქტორების…

მეტი...

შალვა პაპუაშვილის საპასუხო წერილი ჩეხეთის, ლიეტუვის, ნიდერლანდების, ესტონეთის, საფრანგეთის, ლატვიის და პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარეების წერილზე

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის საპასუხო წერილი ჩეხეთის, ლიეტუვის, ნიდერლანდების, ესტონეთის, საფრანგეთის, ლატვიის და პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარეების წერილზე: ,,თბილისი, 2024 წლის 28 მაისი ძვირფასო კოლეგებო, მადლობას გიხდით თქვენი წერილისთვის, რომელიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს ეხება. მოხარული ვარ, მოგაწოდოთ მეტი დეტალი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და დაგარწმუნოთ ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული მომავლისადმი საქართველოს ერთგულებაში. ყველა თქვენი ქვეყნის მსგავსად, ფარული საგარეო ჩარევა მსოფლიოს მასშტაბით მრავალი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს უქმნის საფრთხეს. პასუხად, აღნიშნული ქვეყნები ძალას არ იშურებენ ამ მზარდ პრობლემასთან გასამკლავებლად და საკუთარი პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების სისტემების გასაძლიერებლად. ეს ასე როგორც საფრანგეთში, ისე დიდი…

მეტი...

„თქვენ ხართ გამყდველები… ხმა ჩაიკმინდე მონა“ – ხატია დეკანოიძე უმრავლესობის დეპუტატებს (ვიდეო)

„თქვენ დაგერქმევათ  სამშობლოს მოღალატეები. თქვენ ხვალიდან გექნებათ ჯოჯოხეთი“ –  ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პარლამენტის იმ წევრებს, რომლებიც „უცხოური გავმენის გამჭვირვალობის კანონს მხარი დაუჭირეს“.

მეტი...

,,ვერ მომიყვანთ ვერცერთ მაგალითს, როდესაც მშვიდობიან მომიტინგეს პოლიცია გაუსწორდა” – კალაძე

თუკი ვინმე დაარღვევს კანონს, კანონის ფარგლებში მოჰყვება რეაგირება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის ზვიად ხარაზიშვილის, იგივე „ხარებას“ კომენტარს ეხებოდა. კახა კალაძის თქმით, არ არსებობს ფაქტი, როდესაც პოლიცია მშვიდობიან მომიტინგეს გაუსწორდა. „ვერ მომიყვანთ ვერცერთ მაგალითს, როდესაც მშვიდობიან მოქალაქეს, მშვიდობიან მომიტინგეს პოლიცია გაუსწორდა. არ არსებობს ასეთი ფაქტი. იქ ასეულობით ადამიანი იდგა, მშვიდობიანად გამოხატავდა თავის მოსაზრებას. ეს მათი უფლებაა, არავინ ზღუდავს ამაში. არ გვინახავს და არ არსებობს, რომ პოლიციის მხრიდან ყოფილიყო რაიმე ქმედება, თუმცა იყვნენ ისეთი მოქალაქეებიც, ვინც ისვროდა ბოთლებს, ქვებს…

მეტი...

„იქნება რეპრესიები, ორგანიზაციებს თანამშრმლების სექსუალურ ორიენტაციას და ყველა დეტალს მოსთხოვენ“ – შალვა შავგულიძე (ვიდეო)

პარლამენტის წევრმა შალვა შავგულიძემ, საპარლამენტო ტრიბუნიდან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“  რეპრესიულ მხარეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კანონის საფუძველზე, ორგანიზაცია ვალდებულია, იუსტიციის მონიტორს თანამშრომლის სექსუალური ორიენტაცია, პოლიტიკური ორიენტაცია და ყველა სხვა დეტალი მიაწოდოს, რომელიც უცხოურ დაფინანსებასთან არანაირ კავშირშია. მისივე თქმით, კანონში „საკონტროლო გასროლაცაა დატოვებული“.  

მეტი...