„ვიღაცებს უნდოდათ მღვრიე წყალში თევზის დაჭერა“- კობახიძე

„ვიღაცებს უნდოდათ მღვრიე წყალში თევზის დაჭერა, თუმცა ჩვენ სხვა პასუხისმგებლობა გვაქვს მოსახლეობის წინაშე, რომ არავის ავამღვრევინოთ წყალი და ერთხელ და სამუდამოდ დავამშვიდოთ ქვეყანა“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტმა იმოქმედა ხალხის ნების შესაბამისად.

„კიდევ ერთხელ ვიტყვი, არც ერთი არგუმენტი არ არსებობს ამ კანონის წინააღმდეგ. როდესაც კანონი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს და ეს ერთადერთი რამე არის წელიწადში ერთხელ დეკლარაციის წარდგენა, შეუძლებელია, ჰქონდეს არგუმენტი ასეთი კანონის წინააღმდეგ. ასევე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რაც უკვე ვთქვი, ერთადერთი მენტ-ნაკლებად მშვიდი წელი გვქონდა ჩვენ 2016 წლის შემდეგ ამ ქვეყანაში, ეს იყო 2017 წელი შედარებით დამშვიდებული იყო ქვეყანა, 2016, შემდეგ 18-19-20-21-22-23 გამუდმებით გვქონდა ჩვენ ამ ქვეყანაში არეულობის შემოტანის მცდელობა, დესტაბილიზაციის მცდელობა, რევოლუციის მოწყობის მცდელობა. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ქართველი ხალხის წინაშე, რომ ვიზრუნოთ არა მარტო კონკრეტული ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე, დარგების განვითარებაზე, არამედ პირველ რიგში ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავამშვიდოთ ეს ქვეყანა“- აცხადებს პრემიერი.

მისივე განმარტებით, გამჭვირვალობის კანონი ემსახურება სწორედ საქართველოს სუვერენიტეტის განმტკიცებას და საქართველოს დამშვიდებას.

 

მსგავსი თემები