„კვლავ მიგვაჩნია, რომ კანონპროექტი უკან გადაგმული ნაბიჯია“- გაერთიანებული სამეფო

“გაერთიანებული სამეფო უაღრესად შეშფოთებულია გამჭირვალობისა და უცხოური გავლენის კანონპროექტზე ვეტოს დაძლევით“ – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

„ჩვენ კვლავ მიგვაჩნია, რომ კანონპროექტი უკან გადაგმული ნაბიჯია და დააზარალებს საქართველოს ძალისხმევას ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან ინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე”, – წერია განცხადებაში.

პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

 

მსგავსი თემები