„სამწუხარო დღეა საქართველოსთვის“ – ლანდსბერგისი

საქართველოს პარლამენტის მხრიდან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონზე“  პრეზიდენტის ვეტოს დაძლივისა და კანონის დამტკიცების შემდეგ, ევროპარლამენტარები თუ მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები განცხადებას ერთმანეთის მიყოლებით ავრცელებენ და აცხადებენ, რომ ეს სამწუხარო დღეა საქართველოსთვის.

„ძალიან სამწუხარო დღეა საქართველოსთვის და დანარჩენი ევროპისთვის. ამ კანონის მიღება, ფაქტობრივად, აჩერებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და არავის სარგებელს არ მოუტანს. თითქმის არავის,” – აცხადებს  ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი.

მსგავსი თემები