„ქართული ოცნების” ხელმძღვანელობა კრემლის სისხლიან რეჟიმთან დაახლოების მავნე პოლიტიკისთვის ფასს გადაიხდის“ – ფოტიგა

ევროპარლამენტარები ე.წ. გამჭვირვალობის კანონის მიღების გამო მმართველ გუნდს აკრიტიკებენ და აცხადებენ. რომ მათ მძიმე საფასურის გადახდა მოუწევთ.

„ქართული ოცნების” ხელმძღვანელობა კრემლის სისხლიან რეჟიმთან დაახლოების მავნე პოლიტიკისთვის ფასს გადაიხდის. ჩვენ არ უნდა დავსაჯოთ ქართველი ხალხი რომელიც, რეპრესიების მიუხედავად, გაბედულად იცავს ევროატლანტიკურ ინსტიტირებში გაწევრიანების სურვილს. ვაფასებ ჰელსინკის კომისიას ქართველების დემოკრატიისა და ევროპული არჩევანის დაცვაში მოქმედებისთვის. ევროპამ უნდა მიიღოს საკუთარი MEGOBARI აქტი, რათა გაგზავნოს მკაფიო გზავნილი: ჩვენ თვალს არ დავხუჭავთ საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროში თანდათანობით გადასვლაზე,” – აცხადებს ანა  ფოტიგა.

„არ დანებდე“ – ბუნდესტაგის წარმომადგენელი აქციის მონაწილეებს

მსგავსი თემები