“2030 წლისთვის, საქართველო ევროკავშირში გასაწევრიანებლად უკეთ იქნება მომზადებული”- კობახიძე

“მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტის თითოეულ წევრს, რომელმაც მხარი დაუჭირა კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და ამით, უერთგულა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, მის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ხელს შეუწყობს ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის შესრულებას – დეპოლარიზაციას.

„ჩემთვის გასაგებია იმ ძალების აღშფოთება, რომლებიც გაუმჭვირვალობით სარგებლობას, საქართველოში რევოლუციის მოწყობას, მეორე ფრონტის გახსნას და საქართველოს უკრაინიზაციას გეგმავდნენ. დღეს მათ იმედები გაუცრუვდათ, რადგან უცხოური გავლენის გამ ვირვალობა ამგვარ სცენარს ეფექტურად დააზღვევს. ხაზი უნდა გაესვას, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ხელს შეუწყობს ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციის შესრულებას – დეპოლარიზაციას. გარდა ამისა, საქართველოს დამშვიდება ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას და სწრაფ ეკონომიკურ ზრდას წაახალისებს“- აცხადებს კობახიძე.

პრემიერი ამბობს, რომ 2030 წლისთვის, საქართველო ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა კანდიდატ ქვეყანაზე უკეთ იქნება მომზადებული.

“გამჭვირვალობის შესახებ კანონი შექმნის უკეთეს ნიადაგს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების უზრუნველსაყოფად. როგორც არაერთხელ აღინიშნა, 2030 წლისთვის, საქართველო ევროკავშირში გასაწევრიანებლად ყველა კანდიდატ ქვეყანაზე უკეთ იქნება მომზადებული და საქართველო ღირსებით, დამოუკიდებლობით, თავისუფლებითა და სუვერენიტეტით გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა“ – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები