“კონკრეტული ელჩები გაექცნენ საჯარო დისკუსიას”- კობახიძე

„პოლიტიკური ოპონირება, როცა საქმე ეხება შიდა საკანონმდებლო საკითხებს, არის პოლიტიკური პარტიების საქმე ამ ქვეყანაში. კონკრეტული ელჩები გაექცნენ საჯარო დისკუსიას ამასთან დაკავშირებით და მაინც გააგრძელეს ამ ფონზე მათი ქვეყნების წარმომადგენლებმა მონაწილეობა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დებატებში, რაც არის აბსოლუტურად არასწორი მოვლენა“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ელჩები იმიტომ გაექცნენ ამ დისკუსიას, რომ სინამდვილეში არგუმენტები არ ჰქონდათ კანონის წინააღმდეგ.

“მზად ვართ, მოვუსმინოთ პოლიტიკურ უმცირესობას და კიდევ ერთხელ, ვაცხადებ, როგორც მთავრობის მეთაური, რომ ნებისმიერ დროს,  მოვიდნენ ნებისმიერი ჯგუფი, 10 – 15 კაცი, რამდენიც უნდათ, საჯარო დისკუსიაში მივიღოთ ერთად მონაწილეობა. თუ დაამტკიცებენ, რომ ამ კანონში რაღაც არის პრობლემური, კი ბატონო. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მომენტში ვიყავით ამისთვის მზად. ჯერ პირველი მოსმენითაც არ იყო კანონი მიღებული, რომ ელჩებს შევთავაზეთ საჯარო დისკუსია. მათი ქვეყნები გამოდიოდნენ და ოპონირებას ეწეოდნენ, როდესაც ეს მათი საქმე საერთოდ არ იყო. პოლიტიკური ოპონირება, როცა საქმე ეხება შიდა საკანონმდებლო საკითხებს, არის პოლიტიკური პარტიების საქმე ამ ქვეყანაში. ეს კონკრეტული ელჩებიც გაექცნენ საჯარო დისკუსიას ამასთან დაკავშირებით და მაინც გააგრძელეს ამ ფონზე მათი ქვეყნების წარმომადგენლებმა მონაწილეობა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ დებატებში, რაც არის აბსოლუტურად არასწორი მოვლენა“-აცხადებს პრემიერი.

მსგავსი თემები