პარლამენტის წევრმა შალვა შავგულიძემ, საპარლამენტო ტრიბუნიდან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ რეპრესიულ მხარეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ კანონის საფუძველზე, ორგანიზაცია ვალდებულია, იუსტიციის მონიტორს თანამშრომლის სექსუალური ორიენტაცია, პოლიტიკური ორიენტაცია და ყველა სხვა დეტალი მიაწოდოს, რომელიც უცხოურ დაფინანსებასთან არანაირ კავშირშია.
მისივე თქმით, კანონში „საკონტროლო გასროლაცაა დატოვებული“.