“სევდიანი დღე”- ბაიაბა ბრაჟე

„ღრმად ვწუხვარ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილების გამო, მიიღოს კანონი, რომელიც ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაციის გზიდან ააცდენს“- განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ.

ბაიბა ბრაჟე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას ეხმაურება.

„გასულ წელს ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსის მინიჭებით საქართველოს შანსი მისცა. ეს იყო ისტორიული მომენტი საქართველოსთვის და ამას მკაფიოდ უჭერდა მხარს მისი ხალხი. სევდიანი დღე“-  წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი.

მსგავსი თემები