„ყველა ის პარტია, ვინც ზურაბიშვილის ქარტიის ხელმომწერია, უცხოეთის აგენტია“ – პრემიერი

პრმიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა ის პოლიტიკური სუბიექტი, ვინც ე.წ. პრეზიდენტის ქარტიას უერთდება, უცხოეთის აგენტია.

„ერთ-ერთი სარგებელი, რაც ჰქონდა ამ კანონს, არის ის, რომ ყველა ერთ ქვაბში ჩაიყარა. გამოჩდნენ, ვინ არიან. გამოჩნდა, რომ ეს არის ერთი პოლიტიკური ძალა, კოლექტიური ნაცმოძრაბა და ამ სიის პრეზენტაცია სწორედ სალომე ზურაბიშვილმა განახორციელა, რომელიც თავადაც კოლექტიურ ნაცმოძრაობას წარმოადგენს. ე.წ. ქარული ქარტია არის სწორედ უცხოური აგენტების რეესტრის შექმნის მცდელობა. აქ თავი მოიყარა ყველა იმ სუბიექტმა, რომელიც არის უცოხური აგენტი” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები