„კეზერაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან აგრძელებს პენსიონერების ძარცვას“- კობახიძე

„კეზერაშვილი კვიპროსიდან, ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან აგრძელებს პენსიონერების ძარცვას საკუთარი ქოლცენტრების მეშვეობით და თავისუფალი მიმოსვლით სარგებლობს, ქოლ ცენტრები ჰქონდათ შექმნილი, რომელსაც იყენებდნენ   ბიზნესმენების ბულინგისთვის“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ათეულობით ბიზნესმენმა დაადასტურა, რომ მათ წინააღმდეგ  იყო განხორციელებული ლიბერალურ-ფაშისტური ბულინგი სხვადასხვა ფორმით.

„იცით, რომ კეზერაშვილს ჰქონდა ქოლცენტრები შექმნილი თავის დროზე, კონკრეტული მიზნით, ეს იყო ევროპელი პენსიონერების ძარცვის მიზანი და ეს საქართველოში აღარ აქვს საბედნიეროდ, სხვაგან აქვს. არის არაერთი ქვეყანა, სადაც ქოლცენტრები აქვს შენარჩუნებული. კვიპროსიდან, ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან აგრძელებს პენსიონერების ძარცვას საკუთარი ქოლცენტრების მეშვეობით და თავისუფალი მიმოსვლით სარგებლობს. ეს ძალიან უცნაურია, ევროკავშირის ქვეყნებში. ესეც არის ბიუროკრატიული პრობლემის ერთ-ერთი გამოვლინება“- განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები