„საქართველოს პარლამენტმა არ ისარგებლა ისტორიული შესაძლებლობით“- ცაჰკნა

„შეშფოთებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით „- წერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

ესტონელი მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტმა გადაწყვიტა  საკუთარი ხალხი გაფართოების მოსაცდელ ოთახში უსაზღვრო დროით დატოვოს.

“შეშფოთებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით არ ისარგებლოს ისტორიული შესაძლებლობით ევროინტეგრაციის გზაზე და საკუთარი ხალხი გაფართოების მოსაცდელ ოთახში უსაზღვრო დროით დატოვოს”, – წერს ცაჰკნა.

პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

 

მსგავსი თემები