„უნდა მოვემზადოთ ნამდვილი რეფერენდუმისთვის“- პრეზიდენტმა აქციის მონაწილეებს მიმართა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აქციის მონაწილეებს მიმართა. როგორც პრეზიდენტმა მოქალაქეებს უთხრა, ძალები უნდა მოაბილიზონ 26 ოქტომბრისთვის. მისი განცხადებით, უნდა ჩატარდეს ნამდვილი რეფერენდუმი. მან პარლამენტის იმ დეპუტატებს, რომლებმაც ე. წ „რუსულ კანონს“ მხარი დაუჭირეს, ორჯონიკიძეებად მოიხსენია.

„84 ორჯონიკიძე ვერაფერს შეუცვლის ქვეყნის მომავალს, ეს ქვეყანა ჩვენია. ამათმა ხომ დააჭირეს ღილაკს თითი. ისტორიის ერთ გვერდზე ჩაეწერნენ. ჩვენ უნდა მოვემზადოთ 26 ოქტომბრისთვის. ეს იქნება ჩვენი პასუხი. უნდა მოვამზადოთ ნამდვილი რეფერენდუმი“- პრეზიდენტი.

მსგავსი თემები