საქართველოს პატრიარქი მრევლს მიმართავს

„ქრისტეს მიერ საყვარელო ძმანო და დანო, ჩვენო სულიერო შვილებო, ქრისტე აღდგა! გილოცავთ ბრწყინვალე აღდგომის განახლებას, კვირაცხოვლობის  დიდებულ დღესასწაულს; ხსენებას წმ. თომა მოციქულისა, საქართველოში ქრისტეს პირველი მქადაგებლის, წმიდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულისა და ქრისტეს რწმენისთვის ლაზეთში მოწყვეტილ  300 მოწამეთა; ასევე, ღვთისმშობლის წილხვდომილობის ზეიმს!“ – მიმართავს პატრიარქი მრევლს და ლოცვის გაძლიერებისკენ მოუწოდებს. „დღევანდელო დღე გამორჩეულია და ამიტომაც მინდა გთხოვოთ, რომ სწორედ დღეიდან კიდევ უფრო გავაძლიეროთ ლოცვა საქართველოსთვის. ამჟამად ჩვენი ქვეყანა თავისი განვითარების ერთ-ერთ რთულ მონაკვეთს გადის. მშვიდობა ყველას გვინდა, მაგრამ მისი მიღწევა ხშირად გვიჭირს, რადგან არ ვიქცევით სწორად, არ მივმართავთ და არ ვსასოებთ მას,…

მეტი...

პარლამენტთან აქცია იწყება

პარლამენტთან, სადაც რამდენიმე წუთში დაიწყება აქცია ლოზუნგით – “გავათენოთ საქართველოსთვის”მოქალაქეები იკრიბებიან. აქციას სტუდენტებიც უერთდებიან. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები გეგმავენ, რომ რუსთაველის გამზირზე გაათენონ ღამე, რადგან 13 მაისს,   ხელისუფლება ე.წ „რუსულ კანონს“ მესამე მოსმენით განიხილავს. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. პარალამენტის შესასვლელები ჩაკეტილია სპეციალური რკინის ურდულებით.    

მეტი...

„ჩვენს თეთრ ხალათებს არ გავათელინებთ რუსულ ჩექმას“- სტუდენტები პარლამენტისკენ მიდიან

საკანონმდებლო ორგანოსკენ მსვლელობით მიემართებიან სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი. მათ რამდენიმე წუთის წინ გააკეთეს განცახდება, რომ სასწავლო პროცესებს ბოიკოტს უცხადებენ და საპროტესტო აქციებს უერთდებიან. აგრეთვე ფიცი დადეს, რომ არასოდეს დაირქმევენ რუსეთის ექიმებს. „ვალდებული ვართ მივიღოთ შესაბამისი ზომები. ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის და ნათელი მომავლისთვის. მომავალი ექმიები აქციების დაწყების დღიდან თეთრი ხალათებით ვდგავართ თქვენს შორის და ვთვლი, რომ ვალდებულნი ვართ ხელი გვეჭიროს საქართველოს ევროპული მომავლის პულსზე. უარს ვამბობთ ლექციებზე დასწრებაზე, ხვალიდან ვაცხადებთ გაფიცვას. ფიცს ვდებთ, რომ ჩვენს თეთრ ხალათებს არ გავათელინებთ რუსულ ჩექმას, არასოდრეს დავირქმევთ რუსეთის ექიმებს“- აცხადებენ სტუდენტები. 7-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტი…

მეტი...

„თუ არ ჩაერთვებიან პროვოკაციებში, თავიდან აიცილებენ მკაცრ სასჯელს“- მინისტრი

“მიუღებელია, როდესაც პოლიტიკოსები და სხვა შიდა და გარე სუბიექტები აქეზებენ ადამიანებს, ჩაიდინონ დანაშაული, რომლისთვისაც მკაცრი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული”- განაცხადა ბრიფინგზე ვახტანგ გომელურმა. შს მინისტრის თქმით, მათი სურვილი არ არის საქართველოს მოქალქე ან უცხოელი გახდეს მკაცრი სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის ობიექტი. „გამოვთქვამთ იმედს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი ჩაერთვება პოლიტიკოსებისა და სხვა შიდა და გარე სუბიექტების მიერ დაგეგმილ პროვოკაციაში და შესაბამისად, თავიდან აიცილებს მკაცრ სასჯელს, რომელიც საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ ჩადენილი ზემოაღნიშნული დანაშაულისთვის არის გათვალისწინებული“- აღნიშნა მინისტრმა. „ყოველგავრი გამონაკლისის გარეშე ავამოქმედებთ 222-ე მუხლს“ – გომელაური

მეტი...

„ყოველგავრი გამონაკლისის გარეშე ავამოქმედებთ 222-ე მუხლს“ – გომელაური

შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცახდებით, გასულ წლებში ჩამოყალიბებული იყო ლოიალური მიდგომა გარკვეულ მუხლებთან მიმართებაში. რამაც მინისტრის თქმით, ცუდი გავლენა იქონია დანაშაულის პრევენციაზე. ”შესაბამისად, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, თავს ვალდებულად მივიჩნევთ, ეს მუხლი კანონის დამრღვევების მიმართ პროპორციულად ავამოქმედოთ და დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლი ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე ავამოქმედოთ“- აღნიშნა მინისტრმა. გომელაურის ინფორმაციით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირება, რამაცშეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ ობიექტის ნორმალური მუშაობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4 წლამდე. „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის  ბლოკირება, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4 წლამდე“-…

მეტი...

„განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის  ბლოკირება, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4 წლამდე“- გომელური მომიტინგეებს აფრთხილებს

„როგორც საზოგადოებას მოეხსენება, საქართველოში მშვიდობიანი შეკრების უფლება მაღალი სტანდარტით არის უზრუნველყოფილი.ამასთან, კანონმდებლობა სახელმწიფოს ანიჭებს უფლებას, მიიღოს სათანადო,პროპორციული ზომები ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო შეკრების წინააღმდეგ“- განაცხადა ბრიფინგე შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა. მინისტრის განცხადებით, მომდევნო ორი დღის განმავლობაში დაგეგმილია ძალადობა და კანონსაწინააღმდეგო ქმედებები. „დაგეგმილია, მომდევნო ორი დღის განმავლობაში შეკრებამ მიიღოს ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, მათ შორის შეკრების მონაწილეებმა სცადონ საქართველოს პარლამენტის ბლოკირება და ხელი შეუშალონ შენობაში საქართველოს პარლამენტის წევრებისა და თანამშრომლების შესვლას, რასთან დაკავშირებითაც გვსურს გავაკეთოთ გამაფრთხილებელი განცხადება“- განაცხადა გომელურმა. ვახტან გომელაური მომიტინგეებს აფრთხილებს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ობიექტების ბლოკირება ისჯება კანონით. „საქართველოს სისხლის…

მეტი...

„იმედი მაქვს, რომ მათი მონდომებითა და ძალისხმევით საქართველო სამშვიდობოს გავა“ – მეუფე ახალგაზრდებზე

„მიმაჩნია, რომ საზოგადოდ ჯანსაღი თაობა გვეზრდება, რომელსაც არც თავისუფალი აზროვნება უჭირს, არც გულწრფელობა აკლია და – ჩვენგან განსხვავებით – არც გამბედაობა!“ – აცხადებს მეუფე გრიგოლი ახალგაზრდებთან დაკავშირებით. როგორც ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა     ქადაგებისას აღნიშნა, ახალგაზრდები ამგვარად მოხსენიება არ შეიძლება. „ზოგადად ადამიანის (მით უფრო, ახალგაზრდის) ბუნება, მისი შინაგანი სამყარო უკიდურესად ფაქიზი და მგრძნობიარეა. ამიტომ მათზე მსჯელობისას, განზოგადოებულად იმის თქმა, რომ მათ არ გააჩნიათ ღირებულებები, რომ არიან ურწმუნონი, რომ არიან უხეშები, რადგან ყოველგვარი რევერანსების გარეშე გამოხატავენ თავის აზრს, ვფიქრობ, არასწორია და ასეთი რიტორიკა არის უკუშედეგის მომტანი. მიმაჩნია, რომ საზოგადოდ ჯანსაღი თაობა…

მეტი...

„ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეს ენერგია, ერთ მშვენიერ დღეს სტიქიად მოევლინოს ამ ქვეყანას“ – მეუფე გრიგოლი

„რაც უფრო ახლოა საქართველო თავის გაცხადებულ მიზანთან, შესაბამისად მატულობს განსაცდელიც, ღელავს მთელი საზოგადოება, მათ შორის ახალგაზრდა თაობა, პოლიტიკური სპექტრი, პოზიცია და ოპოზიცია, მდგომარეობა დღითი დღე რთულდება და მატულობს კონფრონტაციის საფრთხე და ხარისხი“ – აღნიშნა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლიმ ქადაგებისას. როგორც მეუფემ აღნიშნა,  უარყოფითი ენერგიის დაგროვება ძალიან საშიშია. „ყოველივე ეს იწვევს უარყოფითი ენერგიის დაგროვებას, რაც ძალიან საშიშია, რადგან ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეს ენერგია, ერთ მშვენიერ დღეს სტიქიად მოევლინოს ამ ქვეყანას; სტიქია კი თავის გზაზე არაფერს და არავის არჩევს და წალეკვას უქადის ყველაფერს, რაც წინ დახვდება. და ასეთ ვითარებაში ადამიანთა…

მეტი...

„ბოიკოტს ვუცხადებთ სტუდენტურ ცხოვრებას“- აქციებს 7-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტი უერთდება

სასწავლო პროცესებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს საქართველოში აკრედიტირებული უნივერსიტეტების ნაწილი. სტუდენტები ამბობენ, რომ აღარ შევლენ აუდიტორიებში და შეუერთდებიან აქციებს. როგორც ცნობილია, სასწავლო პროცესზე უარს ამბობენ შემდეგი უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, ილიას უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი. “საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტები ვირჩევთ ევროპულ მომავალს და ბოიკოტს ვუცხადებთ სტუდენტურ ცხოვრებას. ჩვენ ვუერთდებით იმ უნივერსიტეტებსა და სტუდენტებს, რომლებიც რუსული კანონის წინააღმდეგები არიან”, – ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი.

მეტი...

„თბილისის მეტრო მუშაობს ჩვეულ რეჟიმში“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, სოციალურ ქსელში ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს, თბილისის მეტრომ მგზავრთა მომსახურება შეაჩერა. რაც მათი განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება. „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის მიზანმიმართული სიცრუე, რაც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. თბილისის მეტრო მუშაობას და მგავრების მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს“- აღნიშნულია განცხადბაში.

მეტი...

„გარყვნილება და „ნაცმოძრაობა“ იდენტური ცნებებია“- კობახიძე ბლოგერის საქმეზე

“წარმოუდგენელი რამის მომსწრეც ვართ და შემიძლია გითხრათ, რომ მხოლოდ „ნაციონალმა“ შეიძლება ჩაიდინოს ასეთი სავარაუდო დანაშაული, ამ მასშტაბის გარყვნილება უბრალოდ წარმოუდგენელია”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ უჩა აბაშიძის ბრალდებასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ვიდეოჩანაწერების რაოდენობის გათვალისწინებით, მათ ფალსიფიცირებაზე საუბარი ვერც იქნება. „არის საუბარი ისეთი ტიპის სავარაუდო დანაშაულზე, რომელიც პირდაპირ კავშირშია გარყვნილების უმაღლეს ხარისხთან. თქვენ გახსოვთ ეს გარყვნილება ამ პოლიტიკური პარტიისგან. ეს ადამიანები იყვნენ სწორედ, ვინც კასრებში ინახავდა ათასობით კომპაქტ-დისკს, რომლებზეც ადამიანების პირადი ცხოვრება იყო ასახული. ეს სავარაუდო დანაშაული, რაც ამ შემთხვევაში არის სახეზე, იმეორებს ზუსტად იმ ხელწერას, რომელიც დამახასიათებელი იყო „ნაცმოძრაობისთვის“. აქედან გამომდინარე,…

მეტი...

„ჩემი იმედი ნუ გექნებათ! კანონს არ გავაპატიოსნებ“- პრეზიდენტი

“გინდათ რამე შეცვალოთ ამ კანონში? – თქვენი ნებაა: ან გაიწვიეთ ან დააბრუნეთ პარლამენტში მეორე მოსმენაზე, მოუსმინეთ ოპოზიციას, რომელიც დარწმუნებული ვარ, რაღაც შენიშვნებს და ცვლილებებს შემოგთავაზებთ“ – განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. სალომე ზურაბიშვილი მმართველ პარტიას სთავაზობს კანონის ამოქმედების ვადა 1-ლი ნოემრისთვის გადაწიონ. რაც შეეხბა ვეტოს, პრეზიდენტი ამბობს, რომ ნამდვილად წარმოადგენს ვეტოს. „რაც შეეხება პრეზიდენტის ვეტოს, უცებ გაახსენდათ პრეზიდენტი და მისი ვეტო. პრეზიდენტი, რომელსაც პრემიერმა ეძახა მოღალატე, საკუთარი ჯარის წინაშე. ამაზე წარმოუდგენელი გადატრიალება არ ყოფილა. ამ პრეზიდენტს ეუბნებიან, რომ „მოდით ახლა ვეტო წარმოგვიდგინეთ, რაღაცები ჩაწერეთ, თქვენ ვერ წერთ, მაგრამ სხვები დაგიწერენ, უცხოელები…

მეტი...

„პრეზიდენტს ვეტოებს ან ენჯეოები უწერენ ან გარედან უწერენ“- კობახიძე

„პრეზიდენტს საკუთარ ვეტოებს ან ენჯეოები უწერენ, ან გარედან უწერენ ხოლმე, ჩვენთვის მთავარია მოლაპარაკება იმ სუბიექტებთან, რომლებმაც უნდა დაუწერონ ზურაბიშვილს ვეტო, თუ იქნება კონკრეტული სამართლებრივი შენიშვნები, მზად ვართ, ავსახოთ კანონპროექტში“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით მზად არიან მსჯელობისთვის. მისი ინფორმაციით,დღემდე კანონპროექტთან დაკავშირებით არც ერთი კონკრეტული, დასაბუთებული შენიშვნა არ არის წარდგენილი. ” მთავარი არის ჩვენთვის მოლაპარაკება სწორედ იმ სუბიექტებთან, რომლებმაც უნდა დაუწერონ სალომე ზურაბიშვილს ვეტო და ჩვენ ამაზე უკვე გვქონდა საუბარი. მე პირადად მქონდა საუბარი ევროკავშირის, ეუთოს წარმომადგენლებთან იმასთან დაკავშირებით, რომ ვართ აბსოლუტურად ღია ამ მსჯელობისთვის და დისკუსიისთვის, თუ იქნება…

მეტი...

“პროვოკაციები იგეგმება, ეს იკითხება პრემერის სიტყვებში”- პრეზიდენტი მომიტინგეებს აფრთხილებს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებს, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან, სიფრთხილისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლებში იკითხება, რომ „ქართული ოცნება“ აღნიშნული კანონპროექტის მოწინააღმდეგის მიმართ აქციებზე „პროვოკაციების მოწყობას“ გეგმავენ. „მინდა მოგმართოთ [მომიტინგეებს], რომ თქვენ იცოდეთ და ეს იკითხება ასევე, პრემიერის სიტყვებში და რამდენიმე სხვა გამოსვლებში, არის რაღაცა გეგმები, რომელიც ნამდვილად ვერ გაამართლებს, მაგრამ არის რაღაც გეგმები, რომ პროვოკაციები მოაწყონ და თქვენც ჩაგითრიონ. ასე, რომ მე მინდა, რომ მოგიწოდოთ ძალიან დიდი სიფრთხილისკენ, რაც არ არის შიში, მაგრამ სიფრთხილე. რომ არავინ გამოგიწვიოთ თქვენ ამ პროვოკაციებში. ვიცი, რომ ჩანს და…

მეტი...

„ვისაც ხვალ და ზეგ ძალადობა აქვს დაგეგმილი, დაუსჯელი არ დარჩება და პრეზიდენტის შეწყალებასაც ვეღარ დაექვემდებარება“- პრემიერი

„გვაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ და უცხოეთიდან დაფინანსებულ ძალადობრივ ახალგაზრდულ დაჯგუფებებს ხვალ და ზეგ დაგეგმილი აქვთ ძალადობრივი მოქმედებები საქართველოს პარლამენტისა და პოლიციის წინააღმდეგ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი კობახიძე, ამბობს რომ ვისაც ძალადობა აქვს ჩაფიქრებული დაუსჯელი არ დარჩება. „მინდა, გავაფრთხილო რადიკალური ოპოზიციის ძალადობრივი დაჯგუფებების თითოეული წევრი, რომ ძალადობისთვის კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს. ამასთანავე, მინდა ვთხოვო სამართალდამცავებს, გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება და ძალადობაზე და შეურაცხყოფაზე რეაგირებისას, იმოქმედონ ევროპულზე მაღალი სტანდარტით.  სამართალდამცავებს მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა იმისათვის, რომ ძალადობის დიდი მასშტაბისა და…

მეტი...

ვახტანგ გომელაური ბრიფინგს გამართავს

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ბრიფინგს გამართავს. ბრიფინგი სამინისტროში 12 მაისს 20:00 საათზეა ჩანიშნული. უცნობია თუ რასთან დაკავშირებით გააკეთებს განცხადებას მინისტრი.

მეტი...

“რატომ შეიძლება მიიღოს ევროკავშირმა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შედის რუსეთის ინტერესებში“- კობახიძე

“რატომ შეიძლება მიიღოს ევროკავშირმა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შედის რუსეთის ინტერესებში, ხომ ხედავთ რა დონის აბსურდზე გვიწევს საუბარი” – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, ეს თემა არასერიოზულია. “თავად შეგიძლიათ განსაჯოთ, რატომ შეიძლება მიიღოს ევროკავშირმა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შედის რუსეთის ინტერესებში. ხომ ხედავთ რა დონის აბსურდზე გვიწევს საუბარი. მე მგონია, რომ თუ ვინმეს რამეზე ექნება საუბარი, შეიძლება ვინმემ დაგვაშანტაჟოს პერსონალური სანქციებით, პირობითად, მაგრამ ის, რომ ვიღაცა გამოვიდეს ქართველი ხალხის მიმართ მუქარით, რომ ქართველ ხალხს შეუწყვეტენ ვიზალიბერალიზაციას, ეს კიდევ უფრო მეტად არასერიოზული იქნება. პერსონალურ სანქციებზე საუბარი იქნება არასერიოზული და ხალხის მიმართ შანტაჟი იქნება 10-ჯერ…

მეტი...

„შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტებით“- პრემიერ-მინისტრი

„შინაგან საქმეთა სამინისტრო იმოქმედებს ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტებით, ეს არის ჩვენი ხელისუფლების ხელწერა, რითაც განსხვავდება დღევანდელი შსს მაგალითად მერაბიშვილის და გახარიას მოქმედებებისგან“- პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. პრემიერის თქმით, შს სამინისტრო ძალადობის პრევენციისთვის ყველაფერს გააკეთებს. „შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მოხდეს ძალადობის პრევენცია, თუმცა შეუძლებელია ამის სრულად გამორიცხვა, თუ ძალადობა არის დაგეგმილი, ყველაფერს გააკეთებენ შესაბამისი რადიკალური ძალები იმისთვის, რომ ეს ძალადობა განხორციელდეს. მთავარია, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ შემთხვევაშიც იმოქმედებს არა ევროპული სტანდარტებით, არამედ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტებით, ეს არის დღევანდელი ჩვენი ხელისუფლების ხელწერა და კონკრეტულად სამართალდამცველი ორგანოების, რითაც…

მეტი...

„სანქციები არ არის სერიოზული თემა“- კობახიძე

“სანქციები არ არის სერიოზული თემა და შეუძლებელია ასეთი მუქარებით დაშანტაჟდეს ხელისუფლება და მითუმეტეს ქართული საზოგადოება”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა  ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე. მთავრობის მეთაურის თქმით, სანქციებზე საუბარი არის აბსოლუტურად არასერიოზული. “რთულ საზოგადოებას იმდენი რამ აქვს გამოვლილი გასული 30 წლის განმავლობაში, რომ მისი დაშანტაჟება არის აბსოლუტურად შეუძლებელი. რაც შეეხება ხელისუფლებას, ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი მაგალითი ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარისგან, პარტიის დამფუძნებლისგან, ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან, რომელმაც დასავლეთს მიანდო 2 მლრდ დოლარი და რომელსაც გაუყინეს ეს 2 მლრდ დოლარი და შესაბამისად არის დე ფაქტო სანქციების ქვეშ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამ დე ფაქტო სანქციას არ უმოქმედია…

მეტი...

“ოპოზიციის მიტინგების მთავარი შტრიხი მოლოტოვის კოქტეილისა და ქვების სროლაა”- კობახიძე

„თუ დისიდენტური და „ქართული ოცნების“ აქციების მთავარი შტრიხი გულწრფელი ლოცვა და სიმღერა იყო, ახლა რადიკალური ოპოზიციის მიტინგების მთავარი შტრიხი მოლოტოვის კოქტეილისა და ქვების სროლაა“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. ირაკლი კობახიძის თქმით, “კოლექტიური ნაცმოძრაობა”, რომლის მმართველობის მთავარი საყრდენი 2004-2012 წლებში, სიცრუესთან ერთად ძალადობა იყო. „ნაცმოძრაობა, რომელიც თავის დროზე გარე ძალებმა ხელისუფლებაში ძალადობითა და ქვების სროლით მოიყვანეს და რომლის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ხელისუფლებაში ყოფნისას მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობა იყო, დღეს უკვე ოპოზიციის რიგებიდან ძალადობს. სახელმწიფო კოლექტიურ ნაცმოძრაობას და მის უცხოელ პატრონებს, ბუნებრივია, ვერ და არ მისცემს იმის საშუალებას, რომ მშვიდობიანი პროტესტის ქართული კულტურა…

მეტი...

მთავრობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს არ გაიწვევს -კობახიძის ბრიფინგი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ხვალ და ზეგ საქართველოს პარლამენტი გეგმავს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას მესამე მოსმენით. ამის შესახებ, მან ბრიფინგზე ისაუბრა. „ხვალ დაგეგმილია კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენა, ხოლო ზეგ – მისი მიღება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ საქართველო არის საპარლამენტო დემოკრატია და ჩვენ  ქვეყანაში გადაწყვეტილებები მიიღება ხალხის უმრავლესობის ინტერესების შესაბამისად და არა პოლიტიკური უმცირესობის მოთხოვნების მიხედვით“- ამბობს კობახიძე. პრემიერი თქმით, საზოგადოების უმრავლესობამხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას. „სოციოლოგიური კვლევების თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას, ხოლო 60 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს…

მეტი...

„მშვიდობა ყველას გვინდა, მაგრამ მისი მიღწევა ხშირად გვიჭირს“- პატრიარქი

„ამჟამად ჩვენი ქვეყანა თავისი განვითარების ერთ-ერთ რთულ მონაკვეთს გადის, მშვიდობა ყველას გვინდა, მაგრამ მისი მიღწევა ხშირად გვიჭირს, რადგან არ ვიქცევით სწორად, არ მივმართავთ და არ ვსასოებთ მას, ვინც არის სათავე და წყარო მშვიდობისა – ყოვლადწმინდა სამება“ – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მრევლისადმი მიმართვაშია ნათქვამი. პატრიარქის სთხოვს მრევლს გააძლიერონ ლოცვა საქართველოსთვის. „ქრისტეს მიერ საყვარელო ძმანო და დანო, ჩვენო სულიერო შვილებო, ქრისტე აღდგა! გილოცავთ ბრწყინვალე აღდგომის განახლებას, კვირაცხოვლობის დიდებულ დღესასწაულს; ხსენებას წმ. თომა მოციქულისა, საქართველოში ქრისტეს პირველი მქადაგებლის, წმიდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულისა და ქრისტეს რწმენისთვის ლაზეთში მოწყვეტილ 300 მოწამეთა; ასევე, ღვთისმშობლის…

მეტი...

“არ გავტყდეთ და გამარჯვება გარანტირებულია!”- სააკაშვილი

მიხეილ სააკავშილი ამბობს, რომ გუშინდელი აქცია ხალხმარავალი იყო ვიდრე „მაიდნებზე“ უკრაინაში. „მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით უფრო ხალხმრავალი, ვიდრე „მაიდნებზე“ უკრაინაში, ვიდრე „ეროვნული მოძრაობის“ გარიჟრაჟზე 9 აპრილს და „ვარდების რევოლუციის“ დროსაც კი, როდესაც ქვეყნის მოსახლეობა ორჯერ მეტი იყო, ვიდრე ახლა. გაუმარჯოს ერთობას! არ გავტყდეთ და გამარჯვება გარანტირებულია!”, – წერს სააკაშვილი.

მეტი...

ირაკლი კობახიძე ბრიფინგს გამართავს

მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ბრიფინგს გამართავს. პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრიფინგი 17:00 საათზე არის ჩანიშნული. კონკრეტული საკითხი, რაზე ისაუბრებს პრემიერი უცნობია.

მეტი...

„ვინც დაგვცინოდა 100 ათას მოწამეზე, ისინი გუშინ ამბობდნენ, რომ იმ მონაკვეთში 300 ათასი კაცი ეტევა“- მამა შალვა კეკელია

“ჩემთვის ვფიქრობდი, რამდენი თეორია მოგვისმენია 100 ათას მოწამესთან დაკავშირებით რომ თურმე იმ ადგილზე 100 ათასი კაცი ვერ დაეტევა, ასე ამბობდნენ ხოლმე ის არხები, რომლებიც ეკლესიას ანადგურებდნენ.“ – ამის შესახებ მამა შალვა კეკელიამ ქადაგებისას ისაუბრა. სასულიერო პირი ამბობს, რომ გუშინ, ის ადამიანები, ვინც სულ ეკლესიას ებრძოდნენ, ამბობდნენ, რომ თურმე იმ პატარა მონაკვეთში 300 ათასი კაცი ეტევა, არათუ 100 ათასი კაცი. “როცა 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს აღვნიშნავთ, სულ ასეთ რამეს ამბობდნენ ხოლმე, რომ მაგ ადგილზე 100 ათასი კაცი როგორ დაეტეოდაო, გამორიცხულიაო. თბილისში 100 ათასი კაცი არ ცხოვრობდაო. ისტორიაში წერია, რომ მთელი…

მეტი...

ხარკოვის ჩრდილოეთით მოსახლეობის ევაკუაცია გრძელდება

ხარკოვის ოლქის ჩრდილოეთ რაიონებიდან, სადაც ბოლო დღეებში საომარი მოქმედებები გააქტიურდა, 4 ათასზე მეტი მოსახლე იქნა ევაკუირებული. ქალაქ ვოლჩანსკის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, გარდა ამისა ნანგრევებში ქალის გვამი იპოვეს. ინფორმაციას ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეჰ სინეჰუბოვი ავრცელებს. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულთა შესახებაც.

მეტი...

“ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა ადამიანთა რაოდენობამ“- ელჩი

„ყველა ქვას გადავაბრუნებთ“ იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში წინსვლაში. ვიცი, რომ ეს არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილი“- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ. ელჩის განცხადებით საქართველოში რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტები იგეგმება. „ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის არსებული სახით მიღება არ მოხდება. განვახორციელეთ რამდენიმე მაღალი დონის ვიზიტის ორგანიზება, რათა ვესაუბროთ საქართველოს ხელისუფლებას ამის შესახებ. ეს მაღალი დონის ვიზიტები გაგრძელდება და ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ, მზად ვართ კონსტრუქციულად ვიმუშაოთ საქართველოს ხელისუფლებასთან არსებული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნის მიზნით“, – აღნიშნა დიპლომატმა

მეტი...

„ვიმედოვნებთ, ეს კანონი მისი ამჟამინდელი ფორმით არ მიიღება“, – პაველ ჰერჩინსკი.

“იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონპროექტი ამჟამინდელი სახით იქნება მიღებული, ის სერიოზულ დაბრკოლებას შეუქმნის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე”- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ. მისი განმარტებით, კანონპროექტის არ არის თავსებადი ევროკავშირეის ნორმებსა და ღირებულებებთან. რატომ? იმიტომ, რომ ეს კანონი მისი ახლანდელი ფორმით არ არის თავსებადი იმ ნორმებსა და ღირებულებებთან, რაც ჩვენ, ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს გვაქვს. გულწრფელად ვიმედოვნებ, მოიძებნება გზა იმისთვის, რომ ეს კანონი არ იყოს მიღებული საქართველოს პარლამენტში. ვიცი, რომ მესამე მოსმენა იგეგმება მომდევნო კვირაში და გულწრფელად ვიმედოვნებთ, კიდევ არსებობს შანსი, რომ კანონი არ იქნება მიღებული. იმ შემთხვევაში, თუ ეს…

მეტი...

„აიკრძალება  სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო პროცედურები“- რა საკითხებს დაარეგულირებს ახლი კანონი

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტების საჯარო განხილვები მიმდინარეობს. საორგანიზაციო კომისია ამ ეტაპზე ბორჯომში იმყოფება. კომისიის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განმარტებით, კონსტიტუციური კანონის პროექტი არეგულირებს ხუთ საკითხს: „პირველი საკითხი არის ქორწინების მსგავსი ნებისმიერი სამართლებრივი ფორმა მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის; მეორე – შვილად აყვანა მხოლოდ ისეთ წყვილებში, სადაც ქალი და კაცია; მესამე – აკრძალულია ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა სქესის შეცვლასთან დაკავშირებით; მეოთხე – ყველა დოკუმენტში მხოლოდ ქალი ან მამაკაცი არის მითითებული სქესის სახით და არანაირი სხვა მითითება და მეხუთე – არავის, არც სახელმწიფოს და არც კერძო…

მეტი...

პარლამენტში ყვითელი დონე ამოქმედდება

13 მაისიდან საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე. ვიზიტორებს ეზღუდებათ საკანონმდებლო ორგანოში შესვლა. ამის შესახებ პარლამენტმა განცხადება გაავრცელა. ამავე ცნობით, სხომებზე და სხვა დადგეგმილ ღონისძიებებზე დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. „შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“- ნათქვამია განცხადებაში. 13 მაისს პარლამენტთან საპროტესტო აქცია იგეგმება.

მეტი...

„ევროვიზიაა თუ ჰელოუინი?! გია სურამელაშვილი მოგვიტანს გამარჯვებას“- თამარ ივერი

საოპერო სცენის მომღერალი თამარ ივერი ევროვიზიის სიმღერის კონკურსს სოციალურ ქსელში ეხმაურება. თამარ ივერი ერთ-ერთი კონკურსანტის ფოტოს აქვეყნებს და წერს: „ევროვიზიაა თუ ჰელოუინი?!“ ივერის თქმით, კონკურსში  “ახალ ტიპებს” ეძებენ. „როდემდე უნდა ვიყოთ ასე დაჩაგრულ მდგომარეობაში? ვეღარ მიხვდით რომ ევროვიზიაზე ერთადერთი ჩვენი საყვარელი გია სურამელაშვილი მოგვიტანს გამარჯვებას?? გაიგეთ რომ პირველ ადგილზე მანდ კრეატიულ-ეპატაჟურ ინდივიდებს,რაღაც “ახალ ტიპაჟს” ეძებენ და მერე სიმღერასაც არა უნდა უშავდეს.ყურს უნდა სიამოვნებდეს ასე რომ ჩვენი გიაკო,სრულიად ჯდება მის ჩარჩოებში“- წერს ივერი. შვედეთის ქალაქ მალმეში დასრულდა ევროვიზია 2024. კონკურსში, 591 ქულით, გაიმარჯვა შვეიცარიის წარმომადგენელმა. საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე კი 21-ე…

მეტი...

„ინტიმური ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები „ნაციონალური მოძრაობის“ სტილია“- პაპუაშვილი

„სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ სტილია, რაც ვნახეთ, ინტიმური ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები, რომლებიც, როგორც ჩანს, გამოიყენებოდა შანტაჟისთვის, ეს არის ზუსტად „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა, რომელიც მათ 2012 წლამდე ჰქონდათ“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ შსს-მ უნდა შეისწავლოს, თუ ვინ დგას ამ ფაქტის უკან. „ვინაიდან ახლა ხელისუფლებაში არ არიან, თავიანთი საცეცებით ახლა უკვე კერძო ინიციატივით აგროვებენ ასეთ ფაილებს. მნიშვნელოვანია ამ მხრივ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეისწავლოს, ვინ დგას ამის უკან დამკვეთების სახით, ვინაიდან ეს, რა თქმა უნდა, არ არის კერძო, ერთი ადამიანის თავში დაბადებული იდეა, რომ შეეგროვებინა ფარულად სხვისი ინტიმური ცხოვრების ამსახველი…

მეტი...

„აღმოჩენილია ათობით ჩამწერი ტექნიკა და ათასობით პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალა“- პროკურატურა

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და შენახვის ფაქტებზე ბლოგერ უჩა აბაშიძესა და მის მეუღლეს მარიამ იაშვილს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, ბრალდებულებმა სხვადასხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს, კერძოდ სქესობრივი კავშირის ამსახველი ვიდეო-აუდიო ჩანაწერების უკანონოდ მოპოვების მიზნით, მ.ი.-ს კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში ფარულად დაამონტაჟეს ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობები, რომელთა საშუალებით მუდმივ რეჟიმში, ფარულად ხდებოდა მ.ი.-ს სხვადასხვა პირებთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერა. პროკურატურის ინფორმაციით, აღმოჩენილია ათეულობით ჩამწერი მოწყობილობა, რომელიც განთავსებული იყო ბინის ოთახებში სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და ნივთებში. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მ.ი.-ს საკონტაქტო მონაცემები სექსუალური მომსახურების სხვადასხვა…

მეტი...

ბლოგერი და მისი მეუღლე პატიმრობაში რჩებიან

ბლოგერ უჩა აბაშიძესა და მის მეუღლეს, მარიამ იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნულთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს იმსჯელა. სხდომა დახურული იყო. სხდომას ესწრებოდა ორივე ბრალდებული. პროცესზე დაკავებულებმა პოლიციელების მხრიდან, მათ მიმართ განხორციელებულ, სავარაუდო, დამამცირებელ მოპყრობაზე ისაუბრეს. წინასასამართლო სხდომა 2 ივლისს ჩაინიშნა. გამოძიების ინფორმაციით, მარიამ იაშვილის საკონტაქტო მონაცემები სექსუალური მომსახურების სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზე იყო გამოქვეყნებული, სადაც მისი მხრიდან სექსუალური მომსახურების შეთავაზება ხდებოდა. მას შემდეგ, რაც კონკრეტულ პირთან მოხდებოდა შეთანხმება და იგი მივიდოდა ზემოხსენებულ ბინაში, ბრალდებულები, აღნიშნული პირისგან მალულად, სპეციალურად დამონტაჟებული მოწყობილობების საშუალებით, სისტემატურად, უკანონოდ იღებდნენ და ინახავდნენ ინტიმური კავშირის…

მეტი...

„დაველოდები 20 ათასზე მეტი ადამიანის შესახებ თეორიას, ხომ შეიძლება, მე ვცდებოდე“- მდინარაძე

„გუშინ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია დემონსტრანტების ჩვენ მიერ დასახელებულმა რაოდენობამ. მიუხედავად იმისა, რომ პირადად მე ერთი ადამიანის მნიშვნელობაზეც გავაკეთე აქცენტი, უბრალოდ ვამხილე და პასუხი გავეცი მათ მიერ გაყალბებულ რეალობას ხალხის რაოდენობასთან დაკავშირებით“- წერს მამუკა მდინარაძე სოცილაურ ქსელში. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ამბობს, რომ ხელისუფლებას და ოპოზიციას, დემონსტრანტების რიცხვთან დაკავშირებით დიდი აცდენა აქვს. “ვაქვეყნებ დრონის ვიდეოს და მათივე მიერ გამოქვეყნებულ, ყველაზე მეტად მოწონებულ ფოტოს და „ტას.ჯი“-ს შესაბამისი ადგილმდებარეობის მაქსიმალურ(!) კვადრატულობას. მოკლედ, ექსპერიმენტის ყველა მონაცემი მათკენაა გადახრილი. ერთ კვადრატულ მეტრზე საშუალო სიმჭიდროვის დასადგენად ვიდეოს და ფოტოს ოდნავ დაზუმებაც კი საკმარისია. ვინც სტატუსს ნახავს, თავადვე…

მეტი...

„უკრაინამ რუსეთს შეუტია“ – მედია

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს დრონები, თავს დაესხნენ სამხედრო ობიექტებს რუსეთის ვოლგოგრადის, კალუგასა და ლიპეცკის ოლქებში. თავდასხმა 12 მაისს, ღამის საათებში განხორციელდა. მედიასთან საუბარში წყარომ, რომელიც დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელია და რომლის ვინაობაც არ საჯაროვდება, განაცხადა, რომ უკრაინის სადაზვერვო ოპერაციის შედეგად თავდასხმა განხორციელდა „კალუგანეფტეპროდუქტზე“, ნოვოლიპეცკის მეტალურგიულ ქარხანასა და ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.

მეტი...