„ინტიმური ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები „ნაციონალური მოძრაობის“ სტილია“- პაპუაშვილი

„სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ სტილია, რაც ვნახეთ, ინტიმური ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები, რომლებიც, როგორც ჩანს, გამოიყენებოდა შანტაჟისთვის, ეს არის ზუსტად „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა, რომელიც მათ 2012 წლამდე ჰქონდათ“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ შსს-მ უნდა შეისწავლოს, თუ ვინ დგას ამ ფაქტის უკან.

„ვინაიდან ახლა ხელისუფლებაში არ არიან, თავიანთი საცეცებით ახლა უკვე კერძო ინიციატივით აგროვებენ ასეთ ფაილებს. მნიშვნელოვანია ამ მხრივ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეისწავლოს, ვინ დგას ამის უკან დამკვეთების სახით, ვინაიდან ეს, რა თქმა უნდა, არ არის კერძო, ერთი ადამიანის თავში დაბადებული იდეა, რომ შეეგროვებინა ფარულად სხვისი ინტიმური ცხოვრების ამსახველი კადრები, არამედ აქ დგას ცალსახად რაღაც მიზანი, რომელიც სპეცსამსახურების სტილშია იმისთვის, რომ აშანტაჟონ ადამიანები. ითქვა კიდევაც, რომ, როგორც ჩანს, საზოგადოებისთვის ცნობადი სახეებიც არიან ამ შანტაჟის ობიექტები. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, ყველა დეტალი ამ დანაშაულის იქნეს გარკვეული”- აცხადებს პაპუაშვილი.

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების და შენახვის ფაქტებზე ბლოგერ უჩა აბაშიძესა და მის მეუღლეს მარიამ იაშვილს ბრალდება წარუდგინა.

მსგავსი თემები