პარლამენტში ყვითელი დონე ამოქმედდება

13 მაისიდან საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე. ვიზიტორებს ეზღუდებათ საკანონმდებლო ორგანოში შესვლა. ამის შესახებ პარლამენტმა განცხადება გაავრცელა. ამავე ცნობით, სხომებზე და სხვა დადგეგმილ ღონისძიებებზე დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.

„შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“- ნათქვამია განცხადებაში.

13 მაისს პარლამენტთან საპროტესტო აქცია იგეგმება.

მსგავსი თემები