„უკრაინამ რუსეთს შეუტია“ – მედია

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს დრონები, თავს დაესხნენ სამხედრო ობიექტებს რუსეთის ვოლგოგრადის, კალუგასა და ლიპეცკის ოლქებში. თავდასხმა 12 მაისს, ღამის საათებში განხორციელდა.

მედიასთან საუბარში წყარომ, რომელიც დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელია და რომლის ვინაობაც არ საჯაროვდება, განაცხადა, რომ უკრაინის სადაზვერვო ოპერაციის შედეგად თავდასხმა განხორციელდა „კალუგანეფტეპროდუქტზე“, ნოვოლიპეცკის მეტალურგიულ ქარხანასა და ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.

მსგავსი თემები