„ევროვიზიაა თუ ჰელოუინი?! გია სურამელაშვილი მოგვიტანს გამარჯვებას“- თამარ ივერი

საოპერო სცენის მომღერალი თამარ ივერი ევროვიზიის სიმღერის კონკურსს სოციალურ ქსელში ეხმაურება. თამარ ივერი ერთ-ერთი კონკურსანტის ფოტოს აქვეყნებს და წერს: „ევროვიზიაა თუ ჰელოუინი?!“

ივერის თქმით, კონკურსში  “ახალ ტიპებს” ეძებენ.

„როდემდე უნდა ვიყოთ ასე დაჩაგრულ მდგომარეობაში? ვეღარ მიხვდით რომ ევროვიზიაზე ერთადერთი ჩვენი საყვარელი გია სურამელაშვილი მოგვიტანს გამარჯვებას?? გაიგეთ რომ პირველ ადგილზე მანდ კრეატიულ-ეპატაჟურ ინდივიდებს,რაღაც “ახალ ტიპაჟს” ეძებენ და მერე სიმღერასაც არა უნდა უშავდეს.ყურს უნდა სიამოვნებდეს ასე რომ ჩვენი გიაკო,სრულიად ჯდება მის ჩარჩოებში“- წერს ივერი.

შვედეთის ქალაქ მალმეში დასრულდა ევროვიზია 2024. კონკურსში, 591 ქულით, გაიმარჯვა შვეიცარიის წარმომადგენელმა. საქართველოს წარმომადგენელი ნუცა ბუზალაძე კი 21-ე ადგილზე გავიდა.

მსგავსი თემები