„აიკრძალება  სქესის შეცვლასთან დაკავშირებული სამედიცინო პროცედურები“- რა საკითხებს დაარეგულირებს ახლი კანონი

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონპროექტების საჯარო განხილვები მიმდინარეობს. საორგანიზაციო კომისია ამ ეტაპზე ბორჯომში იმყოფება. კომისიის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განმარტებით, კონსტიტუციური კანონის პროექტი არეგულირებს ხუთ საკითხს:

„პირველი საკითხი არის ქორწინების მსგავსი ნებისმიერი სამართლებრივი ფორმა მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის; მეორე – შვილად აყვანა მხოლოდ ისეთ წყვილებში, სადაც ქალი და კაცია; მესამე – აკრძალულია ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა სქესის შეცვლასთან დაკავშირებით; მეოთხე – ყველა დოკუმენტში მხოლოდ ქალი ან მამაკაცი არის მითითებული სქესის სახით და არანაირი სხვა მითითება და მეხუთე – არავის, არც სახელმწიფოს და არც კერძო დაწესებულებას არა აქვს უფლება საქართველოს მოქალაქეს მიუთითოს თუ როგორ უნდა მიმართოს მან სხვებს და აუკრძალოს რომ გამოიყენოს ტერმინები, სადაც სქესი წარმოჩენილია“.

საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 17 მაისს დაასრულებს მუშაობას და საქართველოს ქალაქებში გამართული შეხვედრების შედეგებს პარლამენტს წარუდგენს.

მსგავსი თემები