პარლამენტი საქართველოს სახალხო დამცველის ღია კენჭისყრით აირჩევს

დეპუტატებმა მესამე მოსმენით განიხილეს და 104 ხმით, ერთხმად მიიღეს პარლამენტის   რეგლამენტის პროექტში შესატანი ცვლილება. ცვლილების თანახმად, პარლამენტი   საქართველოს სახალხო დამცველის ღია კენჭისყრით აირჩევს.  კანონპროექტის ინიციატორი  საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი,  პოლიტიკური გაერთიანება „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანია.  პარლამენტმა კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილა და მიიღო. მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებომისილების ვადა წლის ბოლოს ეწურება. პარლამენტმა ახალი ომბუდსმენი დეკემბერში უნდა აირჩიოს, რასაც 90 დეპუტატის ხმა სჭირდება.

მეტი...

,,ჩემთვის დავით კეზერაშვილი მუდმივად იქნება ერთ-ერთი ყველაზე გულისამრევი პერსონაჟი”- ალეკო ელისაშვილი

,,ჩემთვის დავით კეზერაშვილი მუდმივად იქნება ერთ-ერთი ყველაზე გულისამრევი პერსონაჟი”– ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. ელისაშვილის თქმით, დავით კეზერაშვილი იყო ადამიანი, რომელმაც ”გაძარცვა ქართული არმია და ამ ნაძარცვი ფულით ცხოვრობს და დაგრიალებს ევროპაში“. „ჩემთვის დავით კეზერაშვილი იყო, არის და მუდმივად იქნება ერთ-ერთი ყველაზე გულისამრევი პერსონაჟი. ადამიანი, რომელიც ჩვენდა სამარცხვინოდ, ომის დროს თავდაცვის მინისტრი იყო. ეს იყო ადამიანი, რომელმაც გაძარცვა ქართული არმია და ამ ნაძარცვი ფულით ცხოვრობს და დაგრიალებს ევროპაში“, – განაცხადა  ელისაშვილმა.

მეტი...

,,ასიათასობით ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს რუსეთში და შესაძლოა, არაერთი მათგანი ცდილობს დაბრუნდეს საქართველოში”- არჩილ თალაკვაძე

,,არ უნდა დაავიწყდეს, რომ ასიათასობით ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს რუსეთში და არ უნდა დაგვავიწყდეს რომ შესაძლოა, არაერთი მათგანი რუსეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე ცდილობს დაბრუნდეს საქართველოში,”- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. თალაკვაძე ოპოზიციის ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის მკაცრი და ხანმოკლე სავიზო რეჟიმი დაწესებას გულისხმობს. ,,როცა ოპოზიციის მხრიდან არის პათეტიკური განცხადებები, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში. შეიძლება რადიკალურ ოპოზიციას დაავიწყდეს ან დაივიწყოს, მაგრამ ხელისუფლებას არ უნდა დაავიწყდეს, რომ ასიათასობით ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს რუსეთში და არ უნდა დაგვავიწყდეს რომ შესაძლოა, არაერთი მათგანი რუსეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე ცდილობს დაბრუნდეს საქართველოში.…

მეტი...

,,არა მგონია, რომ საქართველოში ვინმე ბედავდეს და ახორციელებდეს სასამართლოზე ზეწოლას”- რატი ბრეგაძე

,,მე არა მგონია, რომ საქართველოში ვინმე ბედავდეს და ახორციელებდეს სასამართლოზე ზეწოლას”, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა. მისი თქმით, თეორიული დაშვებაც კი იმისა, რომ მოსამართლეზე ვინმემ შეიძლება რაიმე სახის ზეწოლა განახორციელოს,  მიუღებელია. „ზოგადად ნებისმიერი სახის ზეწოლა სასამართლო ხელისუფლებაზე და საქმიანობის ხელშეშლა არის დანაშაული და დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, თუ მსგავსი ფაქტი შეიძლება ბუნებაში არსებობდეს და ამ შემთხვევაში, ნებისმიერ ადამიანს და რა თქმა უნდა, მოსამართლეს შეუძლია, სამართალდამცავ ორგანოებს მიმართოს და დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლეს აუცილებლად იპოვიან. მე არა მგონია, რომ საქართველოში ვინმე ბედავდეს და სასამართლოზე ზეწოლას ახორციელებდეს. თეორიული დაშვებაც…

მეტი...

,,საცოდაობაა, მთავარი ოპოზიციური პარტია გერქვას და პარტიაში ასეთი ბალაგანი გქონდეს“- ირაკლი ზარქუა

,,ნიკა მელია და მისი მიმდევრები აქამდე ხოტბას ასხამდნენ კეზერაშვილს, ახლა თურმე მიუღებელია, უკუსვლა და ანტიდემოკრატიული პროცესია მასთან სიახლოვე,”– ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა. ზარქუას თქმით, სიმართლე აღმოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რამდენიმე დღის წინ “ნაციონალურ მოძრაობაში” ძალიან დიდი ცემა-ტყეპა და საქმის გარჩევები იყო. „სიმართლე აღმოჩნდა ინფორმაცია, რაც ვრცელდებოდა, რომ რამდენიმე დღის წინ ძალიან დიდი ცემა-ტყეპა და საქმის გარჩევები იყო „ნაციონალურ მოძრაობაში“. ნიკა მელია და მისი მიმდევრები აქამდე კეზერაშვილს ხოტბას ასხამდნენ, თითქოს ის იყო დემოკრატიის შუქურა, გადამრჩენელი და ახლა თურმე მიუღებელია, უკუსვლა და ანტიდემოკრატიული პროცესია მასთან სიახლოვე. ვერ…

მეტი...

,,პუტინი პოლიტიკურ რისკზე წავიდა”- დიდი ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი “ნაწილობრივი მობილიზაციის” გამოცხადებით პოლიტიკურ რისკზე წავიდა. დაზვერვის ცნობით, აღნიშნული ნაბიჯი ფაქტობრივად იმის აღიარებაა, რომ რუსეთმა ამოწურა უკრაინაში საბრძოლველად მსურველი მოხალისეების მიწოდება. ,,ეს ნაწილობრივი მობილიზაცია კი, სავარაუდოდ, ძალზე არაპოპულარული იქნება რუსეთის მოსახლეობის ნაწილისთვის. პუტინი იღებს მნიშვნელოვან პოლიტიკურ რისკს იმ იმედით, რომ გამოიმუშავებს საჭირო საბრძოლო ძალას”, – წერს ბრიტანეთის დაზვერვა. მათივე ინფორმაციით, რუსეთი სავარაუდოდ, ებრძვის ლოჯისტიკურ და ადმინისტრაციულ გამოწვევებს.

მეტი...

,,ჩვენი ქვეყანა ისეთი მაგარი და ლამაზია, რომ დიდი ხანია ჩვენი ჩრდილოეთ მეზობლის მხრიდან რიგები დგას”- ირაკლი ზარქუა

,,ჩვენი ქვეყანა ისეთი მაგარი და ლამაზია, რომ დიდი ხანია ჩვენი ჩრდილოეთ მეზობლის მხრიდან რიგები დგას,” – ამის შესახებ ,,ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას,  დიდი რაოდენობით რუსეთის მოქალაქის საქართველოში შემოსვლის ფონზე, აპირებს თუ არა ხელისუფლება რუსეთთან არსებული სავიზო რეჟიმის გადახედვას. ზარქუას თქმით, ,,ტურისტებს ვისაც უნდათ ჩვენ ქვეყანაში ფული დახარჯონ და დაისვენონ, ისევე მივიღებთ”. ,,რაც შეეხება იმის მცდელობას, თითქოს მობილიზაცია იმიტომ გამოცხადდა, რომ პუტინის რეჟიმი სავარაუდოდ ბოლო დღეებს ითვლის, ასე მეგობრებო არ არის, რადგან თუ არ ვცდები იქ თვითონ აქვთ ჩაკეტილი… ტურისტებს ვისაც უნდათ ჩვენ ქვეყანაში ფული დახარჯონ…

მეტი...

PSP დაზღვევა“ ჯანმრთელობისა და ავტოდაზღვევის მიმართულებით პირველ ხუთეულშია

„PSP დაზღვევა“ სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, მოზიდული პრემიით ავტოდაზღვევის ხუთეულშია, ხოლო ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებაში, მეოთხე-მეხუთე ადგილს იკავებს თიბისი დაზღვევასთან ერთად. პსპ დაზღვევა საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე უკვე 12 წელია სტაბილურად იკავებს ლიდერ პოზიციებს და მოზიდული სადაზღვევო პრემით პირველ ხუთეულშია. „დაზღვევის ინდუსტრიას განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა ამისი მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფოს მიერ გადადგმული სწორი და თანმიმდევრული ნაბიჯებით. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ ხელი შეუწყოს სამედიცინო დაზღვევის განვითარებას სხვადასხვა სტიმულირების მექანიზმებით და ამით გაიზარდოს ნებაყოფლობითი დაზღვევით მოსარგებლე მოსახლეობის წილი. ასევე აუცილებელია დროულად გადაიდგას ნაბიჯები სავალდებულო დაზღვევის სახეობების შემოღებით. ნებაყოფლობითი დაზღვევის სტიმულირება…

მეტი...

რუსეთში მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე 1 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

რუსეთში “ნაწილობრივი მობილიზაციის” საწინააღმდეგო  გამოსვლებში მონაწილეობისთვის 1 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზოგიერთი დაკავებული სამხედროში სამსახურში გაიწვიეს. პოლიციამ დემონსტრანტები რუსეთის 38 ქალაქში დაარბია და დააკავა. მთავრობამ განაცხადა, რომ კანონპროექტზე უარის თქმისთვის სასჯელი 15 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შეგახსენებეთ, ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ ვლადიმერ პუტინმა გუშინ გამოაცხადა. მან შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.  მობილიზაცია დღეიდან დაიწყება. თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, სამხედრო სამსახურში 300 000 რეზერვისტს გამოიძახებენ.

მეტი...

,,ჯო ბაიდენის გამოსვლა აბსოლუტურად უხამსად მიმაჩნია”- მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმარია ზახაროვას  აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლა „უხამსად“ მიაჩნია. ზახაროვას განცხადებით, ბაიდენმა ვლადიმერ პუტინის სიტყვების არასწორი ციტირება მოახდინა. „რაც შეეხება შეერთებული შტატების პრეზიდენტის გამოსვლას, აბსოლუტურად უხამსად მიმაჩნია, რითაც ის დაიწყო. საქმე იმაშია, რომ მან დაიწყო ვითომ რუსეთის პრეზიდენტის ციტირებით და რუსეთის პრეზიდენტს მიაწერა სიტყვები, რომ ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს ბირთვული იარაღით ემუქრება“, – განაცხადა ზახაროვამ. ,,ბირთვული ომი არ შეიძლება მოიგონ“ – ჯო ბაიდენი გაეროს სესიაზე – (mcm.ge)

მეტი...

რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 55 510 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 55 510 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 55 510; ​ტანკი – 2 236; ჯავშანტექნიკა – ​4 776; საარტილერიო სისტემა – 1 341; სარაკეტო სისტემა – 318; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 168; თვითმფრინავები – 252; ვერტმფრენი – 218; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 941; საკრუიზო რაკეტები – 240; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 630; გემი/ნავი/კატარღა – 15; სპეციალური აღჭურვილობა – 125.

მეტი...

,,პუტინი მოქმედებს სისუსტის და არა ძალის პოზიციიდან”- ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენი პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ  რუსეთის პრეზიდენტი მოქმედებს სისუსტის და არა ძალის პოზიციიდან. „პრეზიდენტ პუტინის მოწოდება, უკრაინაში დამატებითი რუსული სამხედრო ძალების შესახებ, ასახავს ბრძოლის ველზე რუსეთის ბრძოლას და იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტი პუტინი მოქმედებს სისუსტის და არა ძალის პოზიციიდან“, – წერს ბლინკენი.

მეტი...

,,ჩემო მურუს, ეხლა შენ ამას თუ გინდა მუქარა დაარქვი, მე ამას მხილებას ვეძახი”- გოგაშვილი მურუსიძეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, სოსო გოგაშვილი ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს, რითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრსა და მოსამართლე ლევან მურუსიძეს პასუხობს. გოგაშვილის თქმით, მისი დახმარებით ლევან მურუსიძემ და მიხეილ ჩინჩალაძემ კახეთში, დედოფლისწყაროში 100 ჰა-მდე მიწის ნაკვეთი შეიძინეს, რომელიც “სანდრო პირზეა” გაფორმებული. გოგაშვილი წერს, რომ ამ მიწის დასამუშავებლად, მოსავალის ასაღებად თანხას მისი დაცვის წევრის საშუალებით აგზავნიდნენ. ,,ლევან მურუსიძეს ვიცნობ 1995 წლიდან. იგი გავიცანი სახალხო პარტიის ვაკის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში, თუმცა მას შემდეგ ურთიერთობა არ გვქონია. ურთიერთობა აღდგა მას შემდეგ, რაც ჩინჩალაძე და მურუსიძე გარიგდნენ ივანიშვილთან. ჩინჩალაძის მოთხოვნით კოორდინაცია დამყარდა სუსთან და მთავარი…

მეტი...

ბალტიის ქვეყნები რუსეთიდან გამოქცეულებს არ მიიღებენ

პუტინის გადაწყვეტილების შემდეგ, რომელიც ნაწილობრივ მობილიზაციას ეხება, რუსეთიდან მამაკაცები გარბიან. გარბის ყველა, ვისაც სადმე წასვლა შეუძლია, ვისაც არ შეუძლია, პროტესტს ქუჩაში გამოხატავს და აკავებენ კიდეც. ბალტიის ქვეყნები აცხადებენ, რომ არ მიიღებენ რუსეთიდან გამოქცეულებს, რომლებიც რომლებიც სამხედრო მობილიზაციას ემალებიან. ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი, რუსეთის მოქალაქეებს არ მიიღებენ, რომლებმაც ქვეყანა სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ დატოვეს. ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც რუსეთიდან წამოსულები დიდი რაოდენობით შემოდიან, საქართველოდ. ვინც ბილეთების ყიდვა მოახერხა, თვითმფრინავით შემოდის, ვინც არა, სახმელეთო გზით.

მეტი...

როგორ გამოიყურებიან „აზოვის“ პოლკის მეთაურები ტყვეობის შემდეგ

​რუსეთ-უკრაინას შორის ტყვეების გაცვლა რომ პუტინის ნათლიმამას მედვედჩუკსაც შეეხო, ოფიციალურად დასტურდება პარალელურად, ვრცელდება იმ მეთაურების ფოტოებიც, რომელებიც რუსეთის ტყვეობაში იმყოფებოდნენ. გათავისუფლებულთა შორისაა “აზოვის” პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო; სვიატოსლავ პალამარი (კალინა) და საზღვაო ქვეითთა ბრიგადის მეთაური სერგეი ვოლინსკი (ვოლინა). დადასტურებულია, რომ რუსულ მხარეს გადაეცა ვიქტორ მედვედჩუკი. „მოგვიწია მედვედჩუკის გადაცემა.რაში გვჭირდებოდა? ასე გავუშვით. მამლების ჯარის სარდალი იქნება”, – აცხადებს  სახალხო დეპუტატი გონჩარენკო.  

მეტი...

„215 კარგი ამბავი გვაქვს“ – ზელენსკი ტყვეობიდან გათავისუფლებულებზე  

215 ტყვე, რომელთა შორის „აზოვის“ პოლკის 5 მეთაურია, თავისუფალია. როგორც პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, ტყვეობიდან გათავისუფლებული მეთაურები რეაბილიტაციას თურქეთში გაივლიან და ისინი პრეზიდენტ ერდოღანის პირადი პროტექტორტის ქვეშ იქნებიან. „215 კარგი ამბავი გვაქვს. ეს არის გამარჯვება ჩვენი ერისთვის. 215 ოჯახი დღეს გაიხარებს, რადგან შესაძლებლობა ექნებათ, რომ საკუთარი საყვარელი ადამიანები ნახონ. გათავისუფლებულებიდან 108 “აზოვის” მებრძოლია. რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლებული “აზოვის” პოლკის 5 მეთაური დენის პროკოპენკო და მისი მოადგილე სვიატოსლავ პალამარი, ომის დასრულებამდე თურქეთში დარჩებიან. უკრაინელი სამხედრო მეთაურები თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პირადი პროტექტორატის ქვეშ იქნებიან, კომფორტულ გარემოში და პირადი შეხვედრების გამართვის უფლება ექნებათ,” – აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.…

მეტი...

„რუსები საუბრობენ მოლაპარაკებებზე, მაგრამ სამხედრო მობილიზაციას აცხადებენ“ – პრეზიდენტი ზელენსკი

„ის იძულებული იქნება, ომი დაასრულოს“ – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან დაკავშირებით. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი განმარტავს, რუსეთის ქმედებები ნათლად ასახავს მის სურვილებს. „საუბრობენ მოლაპარაკებებზე, მაგრამ სამხედრო მობილიზაციას აცხადებენ. საუბრობენ მოლაპარაკებებზე, მაგრამ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდო რეფერენდუმს აცხადებენ. რა არის მაშინ სიმართლე? რუსეთში სამხედრო მობილიზაციის გამოცხადება სიმართლეა. „რეფერენდუმებიც“ სიმართლეა. რუსეთს ომი უნდა. თუმცა, კაცობრიობა და საერთაშორისო სამართალი ერთ ტერორისტულ სახელმწიფოზე ძლიერია. რუსეთი იძულებული იქნება დაასრულოს ეს ომი“ – აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე ვირტუალური გამოსვლისას. „დასჯა აგრესიის გამო“ – ზელენსკიმ გაეროს უკრაინის „მშვიდობის ფორმულის“ 5 პუნქტი წარუდგინა  

მეტი...

ახალი სანქციები პუტინის რუსეთის წინააღდეგ, შეთანხმება მიღწეულია

ნიუ იორკში, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ზე სესია იმართება, არაერთი მნიშვნელოვანი გზავნილი გაჟღერდა და არაერთი შეთანხმება შედგა. მათ შორის ერთ-ერთი ნაწილი რუსეთს და უკრაინაში პუტინის ომს ეხება. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ  რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტს დააწესებენ.  საუბარია მერვე პაკეტზე, რომელიც ამოქმედებასაც უკრაინის პრეზიდენტი ითხოვდა. მერვე პაკეტი ასევე ითვალისწინებს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაზრდას. როგორც ჯოზეფ ბორელმა სესიაზე განაცხადა, ცხადია, რომ პუტინი უკრაინის განადგურებას ცდილობს. ევროკავშირის საგარეო მინისტრები ოქტომბერში შეიკრიბებიან, სადაც ახალი სანქციების დეტალებს განიხილავენ.  

მეტი...

„არ დავისვენებთ, სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებს“ – ბრიტანეთის პრემიერი გაეროს ასამბლეაზე

გაეროს ასამბლეაზე გამომსვლელების ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინა, რუსეთი და უკრაინაში მიმდინარე ომი იყო. როგორც ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა ლიზ ტრასმა აღნიშნა, ეს არის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის ისტორია. „2022 წელი შეიძლებოდა ყოფილიყო ავტორიტარული სახელმწიფოს ისტორია, რომელმაც თავისი ტანკები მიაყენა მშვიდობიანი მეზობლის საზღვართან და დაიმორჩილა საკუთარი ხალხი. ამის ნაცვლად, ეს არის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის ისტორია. მზარდი აგრესიის ფონზე, ჩვენ ვაჩვენეთ, რომ გვაქვს მოქმედების ძალა და სიმტკიცე მივიყვანოთ საქმე ბოლომდე. პირობას ვდებ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ან გავზრდით უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება.ჩვენ არ დავისვენებთ, სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებს“, – აღნიშნა ტრასმა. მისივე…

მეტი...

„დასჯა აგრესიის გამო“ – ზელენსკიმ გაეროს უკრაინის „მშვიდობის ფორმულის“ 5 პუნქტი წარუდგინა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე  სიტყვით გამოვიდა. როგორც ვირტუალურ ჩართვაში პრეზიდენტმა აღნიშნა,  მას მომზადებული აქვს „მშვიდობის ფორმულის“ ხუთი პუნქტი, კონფლიქტის დასრულებას ხელს შეუწყობს. „ეს არის ფორმულა, რომელიც მოიცავს დასჯას დანაშაულის ჩადენისთვის, მოიცავს სიცოცხლის დაცვას, უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ახდენს უსაფრთხოების გარანტიას და მოიცავს სიმტკიცეს. უკრაინას სურს მშვიდობა, ევროპას სურს მშვიდობა, მსოფლიოს სურს მშვიდობა და ყველამ იცის, ვინ არის ის ერთადერთი, რომელსაც სურს ომი. ჩვენ არ დავუშვებთ ამ სახელმწიფოს გაბატონებას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაზე დიდი სახელმწიფოა“ – განაცხადა ზელენსკიმ. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, უკრაინამ ომამდე გამართა მოლაპარაკებების…

მეტი...

პუტინის ნათლიმამა მედვედჩუკი ტყვეებში გაცვალეს

​რუსეთ-უკრაინას შორის ტყვეების გაცვლა მოხდა. ამჯერად ტყვეები შედარებით „მაღლ დონეს“ წარმოადგენენ, ვიდრე რიგითი მოქალაქეები ან მებრძოლები. უკრაინულ მხარეს 215 ტყვე დაუბრუნეს, რომელთა შორის „აზოვის“ პოლკის მეთაურებიც არიან. რაც შეეხება რუსულ მხარეს, დეტალები არ ხმაურდება, თუმცა, როგორც ინფორმაცია ვრცელდება, რუსულმა მხარემ ვიქტორ მედვედჩუკი მიიღო. შეგახსენებთ, რომ სტეფანჩუკი დაკავების დღიდან მიმართავდა პუტინს და სთხოვდა მის ტყვეებში გაცვლას. ტყვეობიდან გათავისუფლებული„აზოვის“ მეთაურები ომის დასრულებამდე თურქეთში დარჩებიან

მეტი...

ტყვეობიდან გათავისუფლებული„აზოვის“ მეთაურები ომის დასრულებამდე თურქეთში დარჩებიან

უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ადასტურებს 215 უკრაინელი სამხედროს გათავისუფლება. მათგან 108 „აზოვის“ პოლკის წევრია, ნაწილი კი პოლკის მეთაური. ისინი ტყვეთა გაცვლის პროგრამაში მოხვდნენ. პრეზიდენტ ზელენსკის ინფორმაციით, გათავისუფლებული „აზოვის” პოლკის მეთაურები ომის დასრულებამდე თურქეთში დარჩებიან. ხუთი გათავისუფლებული სამხედრო მეთაური, მათ შორის „აზოვის“ პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო და მისი მოადგილე სვიატოსლავ პალამარი, ომის დასრულებამდე თურქეთში დარჩებიან. ზელენსკის თქმით, ასეთი იყო ტყვეთა გაცვლის პირობები. ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინელი სამხედრო მეთაურები თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის პირადი პროტექტორატის ქვეშ იქნებიან. გათავისუფლებულებს შორისაა უკრაინის მხარეს მებრძოლი უცხო ქვეყნების 10 მოქალაქე.

მეტი...

რუსეთში მასობრივი პროტესტია, აკავებენ ყველას, ვინც ხმას ამოიღებს

რუსეთის ქალაქებში დაკავებულთა რიცხვი ისევ გაიზარდა, ყველა ვინც გაბედავს და პუტინის გადაწყვეტილებას გააპროტესტებს, ციხეში ხვდება. ამ ეტაპზე, არასრული ინფორმაციით, დაკავებულია 1500-მდე ადამიანი. ყველა მათგანი ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას აპროტესტებდა, რაც ქვეყანაში ნაწილობრივ ნობილიზაციასა და უკრაინაში საომრად გაგზავნას გულისხმობს. დაკავებები რუსეთის 40-მდე ქალაქში მოხდა.  

მეტი...